flash

ჩვენ შესახებ

გამოგვყევით ამბებს მიღმა

ამბებს მიღმა

 ამბებს მიღმა სოცილური მიმართულების მედია-პლატფორმაა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად ვისაუბროთ თემებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. 

 

ჩვენი მთავარი ღირებულება, სანდოობასთან ერთად, პირდაპირობა და სიმარტივეა. ვერიდებით ფორმალურ ენას და გვირჩევნია, ჩვენს მკითხველთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს.

ზუსტად ამიტომ,  სტატიების გარდა, კომუნიკაციის სხვა საშუალებებსაც ვიყენებთ:

  • ვიღებთ ვიდეო ინტერვიუებს და ინფორმატიულ ვიდეორგოლებს, რომლებიც რობოტ ტოტოს ჩავაბარეთ; 
  • ვხატავთ კომიქსებს; 
  • ვმსჯელობთ სადისკუსიო პლატფორმაზე, რომელზეც ერთი თემის გარშემო უამრავი არგუმენტის თავმოყრა შეგვიძლია; 
  • დისკუსია ხშირად სოციალურ ქსელშიც გადაგვაქვს, ჯგუფში “საუბრები ამბებს მიღმა”, რომლის კარიც ყველასთვის ღიაა; 
  • ვაგროვებთ დღის ამბებს ერთ სივრცეში, რათა მათი ერთი “ჩამოსქროლვით” წაკითხვა იყოს შესაძლებელი; 
  • ვაკეთებთ ქვიზებს, ზოგჯერ გასართობს და უფრო ხშირად, ინფორმატიულს. 
  • როცა პანდემია არ მძვინვარებს, ჩვენს მკითხვლებს პირისპირ ვხვდებით, დისკუსიებს ან უბრალოდ ჩაისთან ერთად საუბრებს ვაწყობთ; 
  • ჩვენს მკითხველებთან ერთად ონლაინ კამპანიებს ვაწყობთ და ვცდილობთ, მათი შედეგი ვირტუალურ სივრცეს გასცდეს. 

 

 

 

                                                                          

 

მოიწონეთ ჩვენი გვერდი