ახალგაზრდა მრბოლელს წლების მანძილზე “ჟიგულის” მარკის ავტომობილზე ავარჯიშებენ რომელიც გამუდმებით ფუჭდება, შეჯიბრებაზე  კი პირველად ხედავს “ფორმულა 1”-ის ბოლიდს. 

უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი და ფაკულტეტი, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, ყოვლად გამოუსადეგარი ინსტრუმენტების ამარაა დარჩენილი.

კურსზე საშუალოდ 10 სტუდენტი, რამოდენიმე საერთაშორისო დონის გამარჯვება, პრემია, ლაურიატის წოდება - ეს არ არის რომელიმე ძვირადღირებული კერძო სასწავლებელი, ეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების სტატისტიკაა. კონსერვატორიის, რომლიც კავკასიის რეგიონში პირველი უმაღლეს სასწავლებელია და რომლის ისტორიაც უკვე 102 წელს ითვლის. ხოლო თუ გადავხედავთ მის კურსდამთავრებულებს, განსაკუთრებით, საშემსრულებლო, საფორტეპიანო და ვოკალური მიმართულებით, თამამად შეგვიძლია მას მსოფლიო დონის ვარსკვლავების მწარმოებელი ერთგვარი ქარხანაც ვუწოდოთ. 

კონსერვატორიის კურსდამთავრებული პიანისტების წარმატებაზე საუბრობს კონსერვატორიის ახლად არჩეული რექტორი ნანა შარიქაძე: 

“ქართული საშემსრულებლო ხელოვნების მაღალ დონესა და სწავლების წარმატებულ ტრადიციაზე მეტყველკებს კონსერვატორიის აღზრდილთა წარმატებები; მათი უმრავლესობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გამოდის და საერთშორისო არენაზე გააქვს საქართველოს სახელი. თავისი არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ. დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი თამარ გაბარაშვილი, ლექსო თორაძე, მარინე იაშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე კორსანტია, პაატა ბურჭულაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ლამარა ჭყონია, ნათელა და ეთერი ჭყონიები, იანო ალიბეგაშვილი (თამარი), ლადო ათანელი, ალა სიმონიშვილი, თამარ ჯავახიშვილი (ივერი), ნინო სურგულაძე, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, თემურ გუგუშვილი, ბადრი მაისურაძე, ელდარ გეწაძე, გიორგი გაგნიძე, გია ონიანი, ოთარ ჯორჯიკია, რამაზ ჩიკვილაძე, პაატა ბირჭულაძე იანო ალიბეგაშვილი, ნათელა და ლამარა ჭყონიები და სხვ

ქართული საფორტეპიანო სკოლის დიდ ტრადიციებზე საუბრობს კონსერვატორიის ყოფილი რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი მანანა დოიჯაშვილიც: “პირველ რიგში წარმატება დგას უწყვეტი განათლების სისტემაზე, რომელიც ჩვენ წინა თაობებისგან მემკვიდრეობით გვერგო. ეს არის მუსიკოსის პროფესიული აღზრდის სისტემა 6-7 წლის ასაკიდან და რათქმაუნდა, კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც არიან იმ დიდი ტრადიციებისა და სტანდარტების მატარებელნი, რომლებსაც გაფრთხილება სჭირდება.”

საშემსრულებლო ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტები ინსტრუმენტზე დაკვრას უნდა სწავლობდნენ, სწორედ ინსტრუმენტები, განსაკუთრებით, აუდიტორიებში განთავსებული როიალებია საგანგაშო მდგომარეობაში. არც თუ ისე რთულია ქვეყანაში ერთ-ერთი უძლიერესი  ინსტიტუციის საკლასო ოთახებში კლავიშებჩავარდნილი ან უცნაური, კლავესინისებრი ჟღერადობის ინსტრუმენტების პოვნა. ეს ინსტრუმენტები ბოლოს 50 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დროს განაახლეს: შემოიტანეს საბჭოთა ქარხნებში “განახლებული” ინსტრუმენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალათ, ამასობაში კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და თბილისის კონსერვატორიას შემორჩა ინსტრუმენტები, რომლებსაც სულ რამოდენიმე წელი ჰქონდა ექსპულატაციის ვადა. 

“კონსერვატორიას  ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს უცხოურ მუსიკალურ სასწავლებლებთან. ჩვენ ინტენსიური პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს ევროკავშირის წევრი 18 ქვეყნის მუსიკის აკადემიებთან, კონსერვატორიებთან და ჰოჰშულეებთან, მაგალითად ლისტის მუსიკის აკადემია (უნგრეთში), სიბელიუსის მუსიკის აკადემია (ფინეთში), ვენის საშემსრულბელო ხელოვნების უნივერსიტეი (ავსტრიაში), სამეფო მუსიკის აკადემია აარჰუსი/აალბორგი (დანიაში), ბირმინგემის სამეფო კონსერვატორია (დიდი ბრიტანეთი), და სხვ - აცხადებს ნანა შარიქაძე - Erasmus-ის გაცვლითი პროგრამით უცხოელი პროფესორების ჩართულობა სასწავლო პროცესში ინტენსიურ ხასიათს ატარებს. არა ერთ პროფესორს აღუნიშნავს სასწავლო როიალების სავალალო მდგომარეობა, მეტიც არაერთხელ უთქვამთ რომ როიალების მდგომარეობა არ შეესაბამება სწავლების თანამედროვე სტანდარტებს.” 

მისივე თქმით, თბილისის კონსერვატორია სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებული დაწესებულებაა და შესაბამისი ფინანსური დახმარების გარეშე კონსერვატორიისთვის სრულიად შეუძლებელია ინსტრუმენტებითან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. აუციელბელია ახალი სასწავლო დანიშნულების როიალების შეძენა, რასაც კონსერვატორია საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს. 

კონსერვატორიის მმართველ რგოლს რესურსების დივერსიფიკაციის გეგმა აქვს შემუშავებული:

  • სახელმწიფო დაფინანსება - კონსერვატორიის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა;

  • 2001 წელს კონსერვატორიის  მიერ წარმოადგენილი ფონდის “PATRONS COUNCIL OF THE CONSERVATOIRE” გააქტიურება;

  • კონსერვატორიის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საქველმოქმედო შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებები - “ჩვენ ვგეგმავთ გავააქტიუროთ მათი როლი ინსტრუმენტების თანხების მოსაძიებლად და მათი ჩართულობით სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტი გავმართოთ”

არსებულ მდგომარეობაზე კონსერვატორიის სტუდენტებსაც ვკითხეთ აზრი. 

“ინსტრუმენტები არის საშინელ მდგომარეობაში, ყოველდღიური აწყობაც აღარ შველის. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ კონსერვატორიამ წელიწადში ერთი ინსტრუმენტი მაინც შეიძინოს - აცხადებს საერთაშორისო კონკურსის “City of Vigo” გამარჯვებული, კონსერვატორიის სტუდენტი პიანისტი გიორგი გიგაშვილი. 

 

გიორგი აგრეთვე იხსენებს კონსერვატორიის კულვარებში გავრცელებულ გამონათქვამს:

ამაზე თუ გამოგივა, მერე ყველგან დაუკრავ.

ინსტრუმენტების განახლების საჭიროებაზე ყველა ერთხმად თანხმდება, თუმცა, თუნდაც ერთი ახალი როიალის შეძენა ძვირი სიამოვნებაა, რომელსაც კონსერვატორია დამოუკიდებლად ვერ გაწვდება. ამ პრობლემის გადაჭრა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი ჩანს. 

Author Alexandre

VIEW ➝

Related Posts

გიორგი კრავეიშვილი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019

სად მიდის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლისთვის გადახდილი ფული?

პასუხი

Replay


ნინო

პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019

დიდად სამწუხაროა ჩვენი კონსრვატორიის ასეთი სავალალო მდგომარეობა .

პასუხი

Replay


Document