flash

დღის ამბები მოკლედ

20:06
17 Apr

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი კონსული, ალექსანდრ სოსანიუკი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მისი ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა. უკრაინელ დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის 5 დღიანი ვადა მიეცა, მან რუსეთი 22 აპრილამდე უნდა დატოვოს.  ცნობისთვის, უკრაინის კონსული რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, რამდენიმე საათის წინ დააკავა. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:08
17 Apr

სააღდგომო არდადეგების გამო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინის მიღება 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით არ შეეძლებათ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდა 8,000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო. მათივე ცნობით, ყველა ამ ადამიანისთვის ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებული იქნება. ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი", - ვკითხულობთ განცხადებაში.


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:13
17 Apr

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:04
17 Apr

“ისტორიამ გვასწავლა, ბევრ სიტუაციაში, დიდმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება არაპოპულარული ჩანდეს, ზოგჯერ საჭიროა ქვეყნისთვის უფრო დიდი სიკეთის მისაღწევად”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონელმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა დაწერა. მისი აზრით, დოკუმენტის კომპრომისული ვარიანტი, დაბალანსებულ გადაწყვეტას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მათივე ინტერესების გათვალისწინებით.

ავტორი: გურამ ღვინიანიძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:35
17 Apr

აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობის 91.3% საქართველოზე მოდის - ამის შესახებ bm.ge აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. 2021 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანმა ჯამში 509 მილიონი კვტ-სთ-ის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა; აქედან ირანში ექსპორტირებულია 8.3 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, თურქეთში - 12.7 მლნ კვტ-სთ, რუსეთში - 23.1 მლნ კვტ-სთ, საქართველოში კი - 464.9 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, რაც სწორედ 91,3%-ს შეადგენს. ბოლო წლების განმავლობაში, აზერბაიჯანი ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად იქცა. 15 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა გენერაცია 3000 მეგავატით გაზარდა. აშენდა არაერთი ელექტროსადგური; ამ მხრივ ის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდა მსოფლიოში.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:58
17 Apr

„ქართული ოცნების“ მიერ კრისტიენ დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას დადებითად აფასებს „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია. მისი თქმით, იგი მზდაა შეუერთდეს ამ დოკუმენტს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ევროპელი სოციალისტებიდან“ აცნობეს. პარტია „ევროპელი სოციალისტების” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“  ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის და ამისთვის რეალურ ნაბიჯებსაც დგავს.

 ავტორი: გურამ ღვინიანიძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:40
17 Apr

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლეს, პრინც ფილიპეს დღეს დაკრძალავენ. როგორც CNN წერს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დაკრძალვას სამეფო ოჯახის წევრების ჩათვლით მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება. დაკრძალვის ცერემონია საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება. პრინცი პილიპე 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:22
17 Apr

დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა „გილიდამ“ და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის თეატრთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და რობერტ სტურუას და ელისო ბოლქვაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. აქციის მსლველობისას თეატრის რამდენიმე მსახიობსა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მსახიობი გოგა ბარბაქაძის განმარტებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ნინუცა მაყაშვილს, თუმცა მათი გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას შესახებ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა. ,,ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილია ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას,“ - განაცხადა გოგა ბარბაქაძემ. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:10
17 Apr

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, წურწუმიას ბანკში შესვლის მოტივი გარკვეულ საკითხებზე პროტესტის გამოხატვა იყო და მას ბანკთან, სახელმწიფოსთან ან იმ დროს ბანკში მყოფ ადამიანებთან არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. „ეს პროტესტი დაკავშირებული იყო გარკვეულ პირთა წრის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ვვარაუდობ, რომ შეიძლება დაიწყოს გამოძიება. დეტალებში ვერ შევალ. მეიჯარე, რომელიც მათზე სახლს აქირავებდა, სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა. ამასთან, სხვა პირები, რომლებსაც მისთვის დასაბრუნებელი ჰქონდათ თანხა, მის მიმართ გარკვეულ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ მუქარის ტონით“ - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ასევე მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ედავება, თუმცა, მას პნევმატური იარაღი ჰქონდა.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:20
17 Apr

4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეხება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, აღდგომების შემდგომ გამოცხადებულ ერთკვირიან უქმე დღეებზე დაისვენებს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. საკოორდინაციო საბჭომ 4-11 მაისი უქმე დღეებად 9 აპრილს გამოაცხადა და დამსაქმებლებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:45
17 Apr

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის საკონსულოს კონსული, ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელი დიპლომატი „დანაშაულის ჩადენისას“ დააკავეს. მათივე ინფორმაციით, იგი რუს თანამზრახველს ხვდებოდა, რომელმაც საიდუმლო მონაცემები გადასცა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზიდან. უწყების განცხადებით, აღნიშნული ქმედება არ შეესაბამება დიპლომატიურ სტატუსს და რუსეთის ფედერაციის მიმართ აშკარა მტრულ განწყობას ატარებს.  „ეფესბეს“ განმარტებით, რუსეთი უკრაინელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს, რისი მიხედვითაც მას შეიძლება ქვეყანაშ ყოფნის უფლება ჩამოერთვას. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:51
17 Apr

„ნახევრად კედლის აღება ბუნებრივია არ ცვლის არაფერს ჩვენთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას და ნამახვანში, ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებას“, - ამის შესახებ განცხადება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა. მისივე თქმით, გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება და გადაადგილება კვლავ შეუძლებელია. გოლეთიანის განმარტებით, ისინი ხელისუფლებისგან კომპრომისულ ნაბიჯს ელოდებიან. აქტივისტის თქმით, სავარაუდო ვადად დასახელებული იყო 3-4 დღე, ამიტომ აქციის მონაწილეები ამ პერიოდში დაელოდებიან ხელისუფლების ქმედებებს. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:32
17 Apr

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს, მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრლდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მინდია გოგოჭურს შელაპარაკება მოუვიდა ერთ პირთან, შელაპარაკების ნიადაგზე, გოგოჭურმა უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით ფიზიკურად იძალადა მასზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დამნაშავე 2020 წლის 19 ივლისს ქალაქ ბათუმში დააკავა. გოგოჭურმა სამართალდამცველებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანება მიაყენა. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ მაკაროვის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, ხუთი ვაზნა და 0,648 გრ. ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ აღმოაჩინა. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:02
17 Apr

სამართალდამცველებმა ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წელს მოხდა. ბოროტმოქმედმა საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში გარყვნილი ქმედება განახორციელა 7 წლის ბავშვის მიმართ. ამასთან ერთად, გამოძიებამ ასევე დაადგინა რომ დამნაშავემ გარყვნილი ქმედება განახორციელა 7 წლის ბავშვის 16 წელს მიუღწეველი მეგობრის მიმართაც. ბოროტმოქმედი თბილისში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:22
17 Apr

სოფელ გუმათში ჩადგმული რკინის ჯებირი მოხსნეს. კედელი გუმათში მას შემდეგ ჩადგეს, რაც სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილეების კარვები აიღეს და აქციამ რიონის ხეობიდან გუმათში გადაინაცვლა. ბოლო დღეების განმავლობაში, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ გუმათში აღმართული რკინის კედლის მოხსნა იყო. კედელი დღეს გამთენიისას სამართალდამცველებმა მოხსნეს. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:00
17 Apr

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი და გარდაიცვალა 9. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 294,540 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 280,132 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3,925 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე მონაცემების თანახმად, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 3,58%-ს შეადგენს. ხოლო ბოლო ორი კვირის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი კი 2,91%-ია. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
21:34
16 Apr

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებზე განცხადებას ავრცელებს. თავის განცხადებაში წერს, რომ საზღვაო მიმოსვლისთვის შავი ზღვის გარკვეული რაიონების (აზოვისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ქერჩის სრუტე) ჩაკეტვა სამხედრო მანევრების ჩატარების მიზეზით, იწვევს „ძლიერ შეშფოთებას“. ბორელის თქმით, „ირღვევა საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება, რომელსაც უზრუნველყოფს გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია“. განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი რუსეთისგან მოელის აზოვის ზღვაში დაუბრკოლებელი მიმოსვლის უზრუნველყოფას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ავტორი: გურამ ღვინიანიძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:36
16 Apr

 ქობულეთში სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით 45 წლამდე მამაკაცი უფროსმა ძმამ მოკლა. მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა.  ძმები ერთად ცხოვრობდნენ. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება ადრეც ყოფილა. სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:33
16 Apr

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითიც მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, გიორგი მენაბდე გუშინ, 15 აპრილს, მკვლელობიდან სამი წლის გასვლის შემდეგ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი მენაბდემ, თანამზრახველებთან ერთად, არასრულწლოვან დავით სარალიძეს  სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:23
16 Apr

"სტრატეგია აღმაშენებელი" კრისტიენ დანიელსონის დოკუმენტს ჯერჯერობით არ მოაწერს ხელს. მათი განცხადებით, ისინი ამ საკითხს ჯერ პარტიაში, ხოლო შემდეგ ოპოზიციურ ერთობაში განიხილავენ. პარტიის ცნობით, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხები."ზეპირსიტყვიერი განცხადებების ნიადაგზე სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე არაფერს მოაწერს ხელს. მოხდება ამ საკითხის განხილვა როგორც პარტიის შიგნით, ისე დიდ ოპოზიციურ ფორმატში და მოლაპარაკებების საფუძველზე გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენთვის მთავარია, რომ დოკუმენტში მკაფიოდ იყოს ჩაწერილი პოლიტპატიმრების საკითხი და შემდეგ უკვე ვადამდელი არჩევნები", - განაცხადეს "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურში.

ავტორი: გურამ ღვინიანიძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
მოიწონეთ ჩვენი გვერდი