flash

დიდი ბრიტანეთი მოწყვლადი ქვეყნების კიბერ უსაფრთხოებისთვის 22 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

18:48
13 May

გაერთიანებული სამეფო მოწყვლადი ქვეყნების კიბერ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 22 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, - ამის შესახებ დღეს გამართულ CYBERUK კონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრმა, დომინიკ რააბმა ისაუბრა. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მტრული სახელმწიფოების მიმართ მედეგობის გაძლიერების კუთხით. ჩვენი მიზანი კვლავ რჩება თავისუფალი, ღია, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერ სივრცის შექმნა“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:45
18 Jun

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმე წარმოებაში მიიღო, - ინფორმაციას თავად უგულავა ავრცელებს. „ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება და ფარდა აეხდება ივანიშვილის ნახმარ სამართალს. როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა, დამელოდეთ, დამელოდეთ“, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:29
18 Jun

საქართველოს მოქალაქე, 26 წლის დიტო ხელხელაური ერთ კვირიანი ძებნის შემდეგ პოლონეთში, ტბაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების განცხადებით, დიტო ხელხელაური პოლონეთში 4 წელია სამუშაოდ იყო წასული. ახლობლების ვარაუდით, ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარება გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდება.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:42
18 Jun

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცნობისთვის, „თბილისი პრაიდი“ 1-დან 5 ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეულს გამართავს. კვირეულის დასასრულს, 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ გაიმართება.  

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:18
18 Jun

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, რუსეთმა გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსია ოფიციალურად გაიფორმა. მათივე ცნობით, სოფლის ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის, ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი, ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა,“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:30
18 Jun

საქართველოს პროკურატურის განმარტებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში გამოყენებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტების ან მედიასაშუალების პასუხისმგებლობის მიმართულებით არ მიმდინარეობს. „აქვე გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, - კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:49
18 Jun

„Pfizer“-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, განვითარებული ქვეყნები ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ბოლოსთვის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოები კი, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდებიან. ალბერტ ბურლა თავის პროგნოზს ვაქცინაციის ტემპზე ამყარებს. მისი აზრით, განვითარებული ქვეყნები მოსახლეობის ვაქცინაციას წლის ბოლომდე შეძლებენ, ხოლო 2022 წლისთვის ვაქცინა მსოფლიოს მთელი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:39
18 Jun

საქართველოს პროკურატურა 6 მარტს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრებზე ფარული მიყურადება 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. მათივე განმარტებით, ფარული მიყურადება 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც პროკურატურა აცხადებს, ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს ამ საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ. უწყების განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის ფარგლებში ფარული სატელეფონო მიყურადება აქტიურად მიმდინარეობდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:21
18 Jun

საქართველოში გერმანიის საელჩო სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ.  გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: „ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:15
18 Jun

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ განაცხადა. ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის პირველი საერთაშორისო ფესტივალი წელს, შემოდგომაზე გაიმართება. ფესტივალის პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა. „2012 წლამდე ზურაბ რთველიაშვილი ლექსითა და პერფორმანსით ებრძოდა უსამართლობასა და ხელისუფლების მიერ ადამიანის წინააღმდეგ სისტემურ დანაშაულებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მის ხელოვნებასა და ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ხელოვნება ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუმარცხებელია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:51
18 Jun

2021 წლის 19 ივნისს, CENN ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით სოციალური და გარემოს დაცვითი მიმართულებით მომუშავე  56 საწარმო მიიღებს. დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ და შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების საინტერესო პროდუქცია და მონაწილოება მიიღონ მასტერკლასებში.სტუმრებისათვის ადგილზე იქნება შეთავაზებული მასტერკლასები ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებაში, ხატვაში, იოგაში და სხვ. ღონისძიება 19 ივნისს, 11 საათიდან, Expo Georgia-ს გარე საგამოფენო სივრცეში, მე-3 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:33
18 Jun

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:31 საათზე დაფიქსირდა. სტიქიის სიმძლავრე 3,0 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 9 კილომეტრი.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:23
18 Jun

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „პრაიდი“ არ უნდა ჩატარდეს. „მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე. ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ",- განაცხადა კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში. მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძე ხელისუფლებისგან „პრაიდის“ გაუქმებას მოითხოვს და მთავრობას 10 დღიან ვადას აძლევს.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
10:59
18 Jun

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 657 პაციენტი და გარდაიცვალა 17. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 357,591 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 343,377 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5,131 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე მონაცემების თანახმად, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 2,35%-ს შეადგენს. ხოლო ბოლო ორი კვირის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი კი 2,47%-ია.  

ავტორი: გოგა ნიჟარაძე

 

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:46
17 Jun

მინსკი-თბილისის თვინთფრინავში მგზავრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, - ამის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველების მტკიცებით, კონფლიქტი ერთ-ერთი მამაკაცის ქცევას მოჰყვა, რომელმაც ბორტზე მყოფ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. ქალის დაცვა კი სხვა მგზავრებმა სცადეს, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:06
17 Jun

თბილისის საკრებულოში გივი სიხარულიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მისი ნოველა ანსამბლ  "გვირილას" დამფუძნებელ, ერნა წიფურიას მიეძღვნა, რომელიც თავისი პროფესიონალიზმითა და პედაგოგიური ნიჭით ავტორისთვის ინსპირაციის წყარო ყოფილა.  გივი სიხარულიძის წიგნის პრეზენტაციას ქართველი და უცხოელი მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:56
17 Jun

თბილისის მერიის ცნობით, თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების – Nordic Tourism Collective წევრი გახდა. „Nordic Tourism Collective- ის წევრობით თბილისი ავტომატურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ტურისტული ასოციაციის – ETOA წევრი (European Tourism Association), რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, მიმართულების მართვის ორგანიზაციებს, მსხვილ ტუროპერატორებს აერთიანებს და ზრუნავს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე ევროპის მასშტაბით. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება ონლაინ B2B ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილობრივი და სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული კომპანიების ურთიერთწარდგენა და მათ შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, 2022 წლიდან თბილისში სკანდინავიური კერძო კომპანიების ინფო ტურების და ბ2ბ ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება“,- ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:44
17 Jun

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე აირჩია ამავე საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი - ალექსანდრე გზირიშვილი, - ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს. „ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი მამა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს. საგულისხმოა, რომ 2014 წელს ალექსანდრე გზირიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე იყო“, - ვკითხულობთ „სირცხვილიას“ განცხადებაში.

 

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:33
17 Jun

კომუნიკაციების კომისია „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2,500 ლარი დაეკისრათ. უწყების განმარტებით, საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 26 აპრილს 07:56 საათზე გასულ გადაცემას „შენი დილა“, სადაც მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსის“ შესახებ სიუჟეტი განთავსდა. რაც შეეხება „ტელეიმედს“, არხზე 18 მაისს 13:32 საათზე, გადაცემაში „იმედის დღე“ „ლილო მოლის“ შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, აღნიშნულ გადაცემებში პროდუქტებს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რაც გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსზე. „სიუჟეტში მოხდა შეძენისკენ წაქეზება, სარეკლამო განცხადებების გაჟღერება, ინფორმაციის მიწოდება ხელმისაწვდომობის შესახებ და გაკეთდა პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე მითითება,“ - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:15
17 Jun

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა და თანამშრომლებმა დისტანციურ ტრენინგზე „სიძულვილის ენასთან ბრძოლა და საარჩევნო პროცესები“  საარჩევნო პროცესებში სიძულვილის ენისა და სიძულვილის გაღვივებასთან  დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ტრენინგი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში არსებულ სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკებს შეეხო. სასწავლო კურსი საარჩევნო პროცესების დროს სიძულვილის ენისა და სიძულვილის გაღვივების საკითხთან დაკავშირებულ  საერთაშორისო სტანდარტებსა და ინსტრუმენტებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ სტრატეგიებს მოიცავს. სასწავლო კურსი დაინერგება და განხორციელდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც გამიზნულია საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეების ფართო წრეებისათვის.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:41
17 Jun

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროში საქართველოს მუდმივი მისია ავრცელებს. „წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სახელმწიფომ. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
მოიწონეთ ჩვენი გვერდი