flash

DRI: რუსეთმა გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსია ოფიციალურად გაიფორმა

16:18
18 Jun

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, რუსეთმა გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსია ოფიციალურად გაიფორმა. მათივე ცნობით, სოფლის ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის, ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი, ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა,“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:30
23 Jul

თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელებით შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. „ფორმულას“ ინფორმაციით, 49 წლის ქალი კლინიკაში ორი დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:55
23 Jul

26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარედგინება. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნები კანონის სესაბამისად ჩატარდა. დროებითი საგამოძიებო კომისია ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით შეიქმნა. კომისიამ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით იმუშავა, რომლებიც თავად "ქართული ოცნებიდან" და ასევე, "ევროპელი სოციალისტებიდან" იყვნენ წარმოდგენილი. საპარლამენტო ოპოზოციამ საგამოძიებო კომისიის... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:11
23 Jul

„ამდენი ადამიანი რომ სეირნობს, სჯობს სხვა ადამიანების დაცვისთვის პირბადის გაკეთება, ვიცი, გამაკრიტიკებენ, იტყვიან - გამყრელიძე წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო - არა, ბატონო!“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ადამიანებმა პირბადე ღია სივრცეში 5-10 ადამიანის შეკრების დროსაც უნდა ატარონ. „სეირნობის დროს, როდესაც ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავ, სასურველია, გეკეთოს პირბადე, რადგან ამაზე კარგი დაცვის საშუალება არ არის“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:18
23 Jul

ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. “ვიაროთ წინ“ - ეს არის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სლოგანი. ყველაზე დიდი დელეგაციით ოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა წარმოდგენილი: 431 სპორტსმენი, 298 ქალი და 133 კაცი. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თამაშებზე 34 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ჩვენი სპორტსმენები სპორტის 11 სახეობაში შეეცდებიან წარმატების მიღწევას. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:06
23 Jul

„მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. საქმე 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც წულუკინმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. როგორც „მთავარი არხის“ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია ითხოვს მინისტრის ქმედებებზე გამოძიება დაიწყოს.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:45
23 Jul

„ამბობენ, რომ მას აქვს განსხვავებული თვისებები და რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ“ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ, „ლამბდა“ შტამზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ლამბდა“ შტამი ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული და მასზე კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის. „ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური ლამბდაზე ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს. ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:30
23 Jul

„საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც IT სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პროც... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:40
23 Jul

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობას საშუალება აქვს, ვაქცინის მეორე დოზით აცრის სასურველი თარიღი დაჯავშნონ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით. „მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე“ - განაცხადა მინისტრმა.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:11
23 Jul

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო "წითელი" ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება. საელჩოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება. „ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება” - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:56
23 Jul

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში 31 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას მოახდენს. მინისტრის თქმით, 2030 წლისთვის დასრულებული იქნება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა; წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლ... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:30
23 Jul

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის, ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა ქალაქ ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ხოლო, მისი შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:17
23 Jul

„ექსპერტიზის ქიმიური დასკვნით, რომელიც არის ძალიან სწრაფი და არ სჭირდება 25 დღე, მის ორგანიზმში დაფიქსირდა ძალიან მაღალი დოზით ნარკოტიკული ნივთიერება“ - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა გრდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე განაცხადა. მისი თქმით, ოჯახს​ შესთავაზეს, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პროცესი დასრულდება, კიდევ ერთხელ ჩაატარონ ექსპერტიზა, უფრო მაღალკვალიფიციურ, უცხოელ ექსპერტებთან, თუკი ამას მოისურვებენ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა გადაჭრით თქმა, რომ სწორედ ეს ნივთიერება გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შს მინისტრი პასუხობს, რომ საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:07
23 Jul

სამწუხაროდ, ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გარდაიქმნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი ის სიყალბე, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არის მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული. პრემიერმა ასევე მიმართა „ფორმულას“ ჟურნალისტს და მას „ნაცმოძრაობის“ წევრი უწოდა. „თქვენი ტელევიზია არის პარტიული ტელევიზია, თქვენ ფინანსდებით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კრიმინალი კეზერაშვილის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში“ - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:36
23 Jul

შსს-მ  5 ივლისს,  რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშ... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:23
23 Jul

„ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაისჯებიან 5-6 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა მოძალადე არის დასჯილი და დაჭერილი.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:05
23 Jul

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით. როგორც გაბუნია აღნიშნავს, დაწესებულებების რაოდენობა, სადაც „ფაიზერზე“ აცრა იქნება შესაძლებელი, გაიზრდება და ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონულ და რ... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:53
23 Jul

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, მხოლოდ ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები დაიშვებიან. „მწვანე საშვი“ გაიცემა ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ და 9 თვის განმავლობაში იქნება ძალაში, ის ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვისაც, რომლებმაც ბოლო 48 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს, ამასთან მათთვისაც, ვინც ვირუსისგან განიკურნა.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:42
23 Jul

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს "ქართული ოცნების" გუნდი წყვეტს და, იმ შემთხვევაში, თუ მისი გადადგომა იქნება საჭირო, ის ამას გააკეთებს. რაც შეეხება ევროპის ელჩების მიერ გამოგზავნილ წერილს, სადაც ისინი მთავრობას პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ, მინისტრმა განაცხადა, რომ გუნდს უკვე აქვს ეს პასუხისმგებლობა აღებული, რომ დასაჯოს ყველა მოძალადე. გომელაურის თქმით, მის გადადგომასთან და... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:28
23 Jul

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოძალადე ჯგუფებს „სირცხვილიას“ ოფისამდე არ მიუღწევია და სადარბაზოს ტერიტორიიდან პოლიციელებმა გაიყვანეს. მისივე თქმით, როდესაც ძალადობრივი დაჯგუფებები პარლამენტიდან დაიძრნენ, პოლიციას მათ შესაჩერებლად საკმარისი რესურსი არ ჰქონდა, რადგან ოფისისკენ დაძერული 500 კაცის შესაჩერებლად 1000 პოლიციელი მაინც იყო საჭირო. „ბევრჯერ გაჟღერდა, რომ „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს - არ დარბეულა, არაფერი გაფუჭ... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:00
23 Jul

კოვიდსტატისტიკა განახლდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1082 პაციენტი და გარდაიცვალა 20. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 945 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  20 419, PCR ტესტით - 18 526. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 398 081 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 370 565 პაციენტი, გარდაიცვალა - 5 656. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღევანდელი დღიური მონაცემი 6,32%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის - 5,38%-ს.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
მოიწონეთ ჩვენი გვერდი