flash

"ფაიზერით" ვაქცინაცია 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი

12:05
23 Jul

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით. როგორც გაბუნია აღნიშნავს, დაწესებულებების რაოდენობა, სადაც „ფაიზერზე“ აცრა იქნება შესაძლებელი, გაიზრდება და ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონულ და რ... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:03
23 Sep

კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, სწორედ კრწანისის საარჩევნო ოლქში გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 823 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. იმიტირებული კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:30
23 Sep

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და „ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:18
23 Sep

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს. ამის შესახებ მან გამოცემა „ინტეპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა. გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო 150 ათასი ვაქცინა შემოვა. მისივე თქმით, გრიპზე პირველ რიგში აიცრებიან რისკჯგუფები, სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი ადამიანები და ორსული ქალები.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:04
23 Sep

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2,646 პაციენტი და გარდაიცვალა 47. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 602,065 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 570,443 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8,711 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე მონაცემების თანახმად, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,79%-ს შეადგენს. ხოლო ბოლო ორი კვირის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი კი 6,85%-ია.  

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
10:41
23 Sep

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ "ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა. მესამე დოზით ვაქცინაცია 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მოხუცთა თავშესაფარში დასაქმებულ პერსონალსა და მასწავლებლებს შეეძლებათ. ვაქცინის მესამე დოზა მეორე დოზის მიღებიდან ექვს თვეში უნდა გაკეთდეს.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
10:35
23 Sep

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლის თებერვლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერებაში შეტანილი წვლილის, ასევე მისი თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. ქართველოლოგიის პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი, სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, პროგრამაზე პირველ ლექციას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
20:15
22 Sep

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში პირველადი ვაქცინაციის რაოდენობამ კატასტროფულად დაიკლო. მისივე თქმით, მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავის ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. „სამწუხაროდ, ყველანი შეშფოთებულები ვართ, ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით - ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი. კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:26
22 Sep

შსს-ს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელ დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. გამოძიების მიხედვით, ჯაფე-ბარში მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მიჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:40
22 Sep

რიონის ხეობის მცველები ჯერჯერობით ხეობაში დარჩებიან, - ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.  „რა ინფორმაციაც ახლა ვრცელდება, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა. ჯერ საბოლოოდ ველოდებით დადასტურებას, რამდენად სიმართლეა. არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. თუმცა სხვადასხვა სანდო წყაროდანაც გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და „ენკას“ შორის ხელშეკრულება გაწყდა. ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება აქედან უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:32
22 Sep

"ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა და ენერგეტიკის სფეროში მილიარდობით დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:05
22 Sep

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კომპანია „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტას ეხმაურება. მისივე თქმით, აღნიშნული კონტრაქტის გაწყვეტა სიბნელის, უტვინობის და უსამართლობის გამარჯვებაა. "გილოცავთ, სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების და შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვა. ეს არ არის მხოლოდ დაკარგული 800 მილიონი დოლარი, აქ ფულს აღარავინ ჩადებს, სანამ ეს ხელისუფლებაა. ეს ხელისუფლება არის გარანტირებული სიღარიბის რეცეპტი", — წერს ჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:45
22 Sep

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. როგორც უწყებამ განმარტა, ქვეყანა ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც საქართველოში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფ... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:16
22 Sep

აზერბაიჯანმა პრეზიდენტ ალიევის განკარგულებით სახელმწიფო კონტროლის საინფორმაციო სისტემა აამოქმედა. ახალი სისტემის მიზანია ელექტრონული მონიტორინგი გაუწიოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებების, ბრძანებებისა და ინსტრუქციების იმპლემენტაციას და შეაფასოს ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების აქტივობები. განკარგულების თანახმად, ელექტრონული სისტემა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქვეშ შეიქმნა და მიემართება ყველა ადგილობრივ ან ცენტრალიზებულ ხელიფულებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:04
22 Sep

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური - „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:36
22 Sep

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველს, სერგეი შეფირს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ცეცხლის მის მანქანას კიევთან ახლოს გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად დაიჭრა მანქანის მძღოლი, ის რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფება. პოლიცია თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებს. ზელენსკის განცხადებით, პასუხი ძლიერი იქნება და შემთხვევა თავისი გუნდის სიმტკიცეზე გავლენას ვერ მოახდენს. 

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:26
22 Sep

მსახიობი ჯაბა კილაძე 28 სექტემბერს „ჯინსების თაობაში“ ბოლოჯერ ითამაშებს. თავისუალი თეატრის ინფორმაციით, ჯაბა კილაძემ  21 წლის განმავლობაში, დუბლიორის გარეშე, 2000-ზე მეტჯერ ითამაშა გეგა კობახიძის როლი სპექტაკლში „ჯინსების თაობა“. ახლა კი, მან მასზე უფრო ახალგაზრდა მსახიობს უნდა გადასცეს ეს როლი. „ჯაბა 21 წელია  „თავისუფალი თეატრის“ წამყვანი მსახიობია და კიდევ მრავალი, მრავალი წელი იქნება ამ თეატრის მსახიობი, ვუთხრათ მადლობა ჩვენს შესანიშნავ, არაჩვეულებრივ ჯაბას 28 სექტემბერს, როცა ის ბოლოჯერ ითამაშებს სპექტაკლში „ჯინსების თაობა“ - აღნიშნავენ თეატრში.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:44
22 Sep

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22  სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 686 412 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 956 417 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 729 995 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.6%. 21  სექტემბერს აიცრა 13 962  ადამიანი.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:32
22 Sep

ა(ა)იპ “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” ორგანიზაციის მიერ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის გურამ გაბესკირიას სახელობის სტიპენდია გამოცხადდა. სტიპენდიის მიზანს გურამ გაბესკირიას ხსოვნის უკვდავყოფა და გმირი მამულიშვილების ღვაწლისა და დამსახურებისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაღრმავება წარმოადგენს. სტიპენდიის დებულების გაცნობა შესაძლებელია აქ.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:46
22 Sep

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სუს-ის ფაილებიდან პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, შორენა თეთრუაშვილი თანამდებობაზე რუსეთის საპატრიარქოს თხოვნით დატოვეს. „90-იან წლებში იგეგმებოდა მისი დათხოვნა საპატრიარქოდან. რუსეთის საპატრიარქოს მიერ დატოვებულ იქნა თანამდებობაზე. აკონტროლებს ყველა მიმდინარე პროცესს საპატრიარქოში. მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან მღვდელმთავრებისა და ხვა სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი. გავრცელებული ინფორმაციით, 1970-1980 წლებში ბრალდებოდა თანაკურსელის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე. აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც მოხდა მისი გადაბირება“ - აღნიშნულია გავრცელებულ მასალაში.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:21
22 Sep

ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი - მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ალმასგან“ გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო თუ რამდენად სწორი ბანერით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლება.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
მოიწონეთ ჩვენი გვერდი