flash

გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდება

15:19
15 Oct

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევის გამპ დაჯარიმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიამ გაავრცელა. ცნობისთვის, გიგი უგულავას კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასუტურდა. თუმცა, იგი 14 ოქტომბერს მაინც იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:40
22 Oct

5 ივლისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლემ მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა. ბრალდების მხარე თაბაგარისთვის 15-დღიან პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის მტკიცებით, 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას თაბაგარმა პოლიციელს ტელეფონით აგინა.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:35
22 Oct

მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნებისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების საუკეთესო ოცეულში მოხვდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია რვა ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების 100%-იანი შკალით 62% აიღო, რაც ისტორიულად მაქსიმალური შედეგია. „ეს წარმატება საქართველოს მთავრობის ეფექტური საქმიანობის შედეგია. საუბარია, განსაკუთრებით ორ ინდიკატორზე – სახელმწიფო სერვისების გაცემას და ანტიკორფუციულ რეფორმებზე“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:29
22 Oct

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს ბაძავს. "შედარება მინდა გავაკეთო, ერთი მხრივ, პარადოქსულია და აბსოლუტურად არარელევანტური შეიძლება იყოს შედარება სააკაშვილის ჰიტლერთან, მაგრამ ყველაფერში ეს ადამიანი ბაძავს, უბრალოდ გამოდის "Fake" ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა და ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეთხოვა ძალაუფლებაში დაბრუნება და ხალხს რომ დაეჯერებინა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:11
22 Oct

მსახიობი და რეჟისორი ალეკ ბოლდუინი სამართალდამცველებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, მსახიობი დაკითხვაზე თავად მივიდა და შენობა დაკითხვის შემდეგ დატოვა. ცნობისთვის, ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ხოლო, ფილმის რეჟისორი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, მისი პისტოლეტი ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
10:59
22 Oct

ამერიკელმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან ფილმის ოპერატორი მოკლა, რეჟისორი ჯოელ სოუსა კი დაჭრა. შემთხვევა ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს მოხდა, სადაც ბოლდუინი სარეკვიზიტო იარაღიდან ისროდა. სამართალდამცავებს, ჯერჯერობით, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი

 

კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
10:59
22 Oct

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4,155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2,507 პაციენტი და გარდაიცვალა 40. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 684,337 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 624,688 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9,657 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე მონაცემების თანახმად, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 8,32%-ს შეადგენს. ხოლო ბოლო ორი კვირის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი კი 8,89%-ია.  

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
20:09
21 Oct

ფაიზერისკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზამ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა 95,6%-ამდე გაზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაქცინის ეფექტურობა საგრძნობლად არის გაზრდილი ვირუსის „დელტა“ შტამის წინააღმდეგაც. ახალ კვლევაში მონაწილეობა 10,000-მა 16 წელს ზევით ასაკის ადამიანმა მიიღო.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:10
21 Oct

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გაავრცელა. "დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები", - წერს სააკაშვილი.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:11
21 Oct

ბათუმში, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში 44 წლის კაცი მოკლეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, სადაც ის დაახლოებით ერთ საათში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:03
21 Oct

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დარჩა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო. დაკავებულებს ბრალად მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:20
21 Oct

ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრები დააჯილდოვა. ნაკრებმა 13-14 ოქტობერს გამართულ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრის დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო. ფინალურ ბრძოლაში ქალმა მსჯავრდებულებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს. დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე ესწრებოდნენ.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:56
21 Oct

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. მისი თქმით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:22
21 Oct

ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობისა და საზოგადოების ინტერესის გაზრდის მიზნით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ დაარსდა. პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პროზაული წიგნი; საუკეთესო პოეტური წიგნი; საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი; საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი. საკონკურსო მასალა, კერძოდ, ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა და საკონკურსო წიგნის 5 ეგზემპლარი მიიღება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ოფისში (დელისის 2, შესასვლელი ასათიანის ქუჩიდან), 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, სამუშაო დღეებში, 11:30-დან 17:30 საათამდე. განაცხადის ფორმა, ასევე, უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@gpba.ge

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:27
21 Oct

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. "იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ და ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრისგან, სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული" , - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:17
21 Oct

მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. როგორც ცნობილია, გამოცდაზე წელს სულ 7327 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, თუმცა მონაწილეობა 5340-მა მიიღო. რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, 2021 წელს სულ 5912 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 4137, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2365-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:55
21 Oct

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს. მოქმედებები ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეებმა 215 წელს, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზეც მოაწყვეს ე.წ ქოლ-ცენტრები. ბოროტმოქმედების სამიზნეს ევროპის ქვეყნების მოქალაქეები წარმოადგენდნენ. დამნაშავეები ცრუ სატელეფონო ნომრებითა და სახელებით უკავშირდებოდნენ მსხვერპლს და მას მოტყუებით ეუფლებოდნენ მის კუთვნილ თანხას. ბოროტმოქმედები გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს უკანონოდ დაეუფლნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე შვიდი ბრალდებული დააკავეს, ხოლო ექვს მათგანს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:45
21 Oct

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „Forbes“-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის“. სტატიის ავტორი რანა გუდი „Forbes“-ის მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას,  ... სრულად


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:10
21 Oct

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარი სოციალურ ქსელის, Truth Social-ის შექმნას გეგმავს. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა წინ აღუდგება დიდი ტექნოლოგების ტირანიას. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ახალი სოციალურ ქსელის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი ყველა ანგარიში სოციალურ ქსელში დაბლოკეს. მისი ანგარიშების მას შემდეგ დაიბლოკა, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:40
21 Oct

ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია" იწყებს მონაწილეების შერჩევას პროექტისთვის ,,სისხლის სამართლის სკოლა 2021’’. პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული განათლების არმქონე სტუდენტებისთვის სისხლის სამართლის სფეროში ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში განხილული იქნება: სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი; დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ;  ადამიანით ვაჭრობა "ტრეფიკინგი"; დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და სისხლის სამართლის პროცესი. პროექტი 8-12 ნოემბრის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში, საღამოს 19:00 სთ-ზე წარიმართება. მონაწილეობის მიღება უფასოა. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, 6 ნოემბრამდე შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:38
21 Oct

სამართალდამცველებმა ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათი დაკავება ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატიურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე შეიძინეს ნარკოტიკი ბრალდებულებისგან და შეძენის პროცესის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა განახორციელეს. დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
მოიწონეთ ჩვენი გვერდი