flash

ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა

12:33
23 Sep

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23  სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%. ბოლო 24 საათში აიცრა 12 948  ადამიანი.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:47
15 Oct

იტალიამ ყველა დასაქმებულისთვის ე.წ. მწვანე პასპორტი აამოქმედა. ვალდებულება კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 23 მილიონ ადამიანს შეეხება და ის პირის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ჰქონას მოიცავს. კომპანიებს, რომლებიც მთავრობის მიღებულ წესს არ დაემორჩილებიან, ჯარიმის სახით 1000 ევროს გადახდა მოუწევთ. მთავრობის მიერ მიღებულ ზომას პროტესტი მოჰყვა მოსახლეობაში.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:32
15 Oct

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა ნაკრები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონატი „ჭადრაკი მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით. საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა ნაკრები შიდა ტურნირებით დაკომპლექტდა, რომლებიც სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსდა. მსოფლიო ჩემპიონატი ონლაინ რეჟიმში გაიმართა, 13 და 14 ოქტომბერს. მასში 43 გუნდი მონაწილეობდა.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:19
15 Oct

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს აქვეყნებს. "მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით, რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას, - წერს გიგი უგულავა.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:22
15 Oct

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ორი პატიმარი დაკვამლიანების გამო გარდაიცვალა. ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებას თავად ესტუმრა, დაათვალიერა დამწვარი სასადილო, გაესაუბრა ციხის ადმინისტრაციას და პატიმრებს. „"დავათვალიერე დამწვარი სასადილო, ვესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას, მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად დაიწყო და ძალიან სერიოზული დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა შიგნიდან და გარედან შუშები ჩაემსხვრიათ, თუმცა სამწუხაროდ, გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. რეალურად, როდესაც სახანძრო მოვიდა დაახლოებით 20 წუთში, 2 ადამიანი იპოვეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლის გამო,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:50
15 Oct

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვინც ჰოსპიტალში ხვდება, მათი 98% აცრილი არ არის. "სტატისტიკა რასაც გვეუბნება, ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე იმ პირების უდიდესი ნაწილი, ვინც ჰოსპიტალში ხვდება, ასევე არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ უდიდესი ნაწილი, ეს არის 98%. ასევე, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება. უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს რეალურად როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და კიდევ უფრო მეტად ძლიერად გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დელტა შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:19
15 Oct

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევის გამპ დაჯარიმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიამ გაავრცელა. ცნობისთვის, გიგი უგულავას კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასუტურდა. თუმცა, იგი 14 ოქტომბერს მაინც იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:26
15 Oct

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხმა“ სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების მოთხოვნით კამპანიას იწყებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მეოთხეკლასელ მოსწავლეებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლაში მისვლის დროს ქართველი მოსწავლეების 77% ყოველთვის ან ხანდახან განიცდის შიმშილის გრძნობას. მოძრაობა „ხმის“ განმარტებით, რადგან ცნობილია, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, სავარაუდოდ, შიმშილის მთავარი მიზეზი საკვების არქონაა. „ნებისმიერ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე იმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ ექცევიან მოხუცებს და ბავშვებს. ჩვენთან ბავშვების შიმშილი თითქოს უხილავია - ამაზე არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები, არც ტელევიზიები, არც უფლებადამცველები. მაგრამ ბავშვები შიმშილობენ მზის შუქზე, ჩვენ თვალწინ, ჩვენს ოჯახში, ჩვენს სამეზობლოში, სანათესაოში, სამეგობროში, ჩვენი შვილების საკლასო ოთახებში. საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა. ჩვენ ვიწყებთ მობილიზაციას ამ მოთხოვნის გარშემო,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:00
15 Oct

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი პატიმრების ვინაობას ავრცელებს. უწყების განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილი და ილია ხიპაშვილის სოცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. ქვამლით ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა დაწესებულების კვებით მომსახურების კომპანიის რამდენიმე თანამშრომელიც. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:28
15 Oct

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გუშინ მთელი დღე ღვინოს იღებდა და აქციაზე მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „სიმართლე გითხრათ, დიდად თვალი არ მიდევნებია, გუშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა. ვიცი, ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, თანდათან მივეჩვიეთ იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი, თუ რამდენიც იყო, არ ვიცი, გამოდის მშვიდად, აფიქსირებს თავის პროტესტს და მშვიდადვე მიდის სახლში. ეს არის ძალიან კარგი. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იმ აქციაზე იყო. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. აქციაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:36
15 Oct
შსს გუშინ თბილისის საკრებულოში განთავსებულ მოწყობილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით. აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.
 
ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი

კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:06
15 Oct

აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტო "როიტერის" ცნობით, მას სისხლში ინფექცია აღმოაჩნდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინტონის პირადი ექიმის განცხადებით, ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება. ბილ კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 1993-2001 წლებში იკავებდა.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:08
15 Oct

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ საკაშვილი, ციხეში არსებული პირობების გამო, კურორტზე იმყოფება. "ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი არის კურორტზე იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა მას აწყობილი 2012 წლამდე, როდესაც ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ის არის რეალურად კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. რაც შეეხება შიმშილობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება უზრუნველყოფილი, თუ იქნება გართულება, შესაბამისად, ჩაერევიან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
11:03
15 Oct

გუში, 14 ოქტომბერს რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში გაჩენილ ​ხანძარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარს ოფიციალური უწყებები ადასტურებენ. ხანძარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაახლოებით, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა, რომელიც მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. 

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
10:53
15 Oct

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 298 ადამიანი და გარდაიცვალა 26 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 652 677 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 608 861 გამოჯანმრთელდა, 9 396 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის  დღიური  მაჩვენებელია 8,58%, ბოლო 14 დღის კი – 7,58%

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:48
14 Oct

„ოდესღაც სააკაშვილმა 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები,“ - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი პოლიტპატიმარი უნდა იყოს.  „„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც ვერავინ დაგჩაგრავს, შენ სიმართლეს იტყვი და დაამტკიცებ,“ - განაცხადა გიგო უგულავამ.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე

 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:23
14 Oct

თავისუფლების მოედანზე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილმა წერილის საშუალებით მიმართა. "რატომ ვარ დღეს საქართველოში - მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში, ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი და მშრომელი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევნია", - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:21
14 Oct

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა, არის სიცრუე. მათივე განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:39
14 Oct

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი ადამიანები მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას მოითხოვენ. თავისუფლების მოედანზე უკვე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, ისინი ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. მოედანზე დამონტაჟებულია ეკრანიც, სადაც 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის კადრები გადის.

ავტორი: გოგა ნიჟარაძე


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:37
14 Oct

რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური მორიგ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, N17 დაწესებულების სამზარეულოში გაჩეილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა. N17 დაწესებულების სამზარეულოში  ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს, ასევე მოშორებულია ის რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6,  N 12, N 16) დაწესებულებებისგან.

ავტორი: ქეთი ადეიშვილი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:21
14 Oct

რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. "N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
მოიწონეთ ჩვენი გვერდი