flash

რუსეთმა უკრაინელ კონსული ქვეყნიდან გააძევა

20:06
17 Apr

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი კონსული, ალექსანდრ სოსანიუკი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მისი ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა. უკრაინელ დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის 5 დღიანი ვადა მიეცა, მან რუსეთი 22 აპრილამდე უნდა დატოვოს.  ცნობისთვის, უკრაინის კონსული რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, რამდენიმე საათის წინ დააკავა. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:56
13 May

Disneyplus ყველასთვის საყვარელი ანიმაციის, „მონსტრების კორპორაციის“ სპინ ოფს გამოუშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა IGN ავრცელებს, რომელმაც ახალი სერიალის პირველი ფოტო ექსკლუზიურად მოიპოვა და გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ანიმაციური სერიალის სახელი Monsters At Work იქნება. სერიალში მოქმედება იმ დღის შემდეგ გრძელდება, რაც მონსტრების კორპორაცია ქალაქ მონსტროპოლისის ელექტროენერგიით მომარაგებას ბავშვების სიცილის მეშვეობით იწყებს. ანიმაციის მთავარი გმირი ტაილერ ტასკომონი იქნება, რომელმაც მონსტრების უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა. სცენარის მიხედვით, იგი ყოველთვის ოცნებობდა, რომ შემშინებელი ყოფილიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც საოცნებო ადგილას მუშაობას იწყებს აღმოაჩენს, რომ ენერგიის მოსაპოვებლად შეშინების ნაცვლად, სიცილი გამოიყენება. ანიმაციური სერიალის პრემიერა 2021 წლის 2 ივლისს Disneyplus-ზე შედგება. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:39
13 May

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის კოდექსის ახალი რეფორმის შედეგად, წვევამდელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეეძლებათ, ასევე შემცირდება სავალდებულო სამსახურის ვადები. "ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. რეფორმის მიზანია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
19:36
13 May

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ სადაზვერვო ბაზა დაბომბეს, სადაც ათობით ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იმალებოდა. მათივე განცხადებით, ობიექტი „ჰამასის“ სათვალთვალო ქსელის მთავარი ცენტრი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალები არ აზუსტებენ თუ „ჰამასის“ რამდენი წევრი მოკლეს თავდასხმის დროს. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:48
13 May

გაერთიანებული სამეფო მოწყვლადი ქვეყნების კიბერ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 22 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, - ამის შესახებ დღეს გამართულ CYBERUK კონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრმა, დომინიკ რააბმა ისაუბრა. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მტრული სახელმწიფოების მიმართ მედეგობის გაძლიერების კუთხით. ჩვენი მიზანი კვლავ რჩება თავისუფალი, ღია, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერ სივრცის შექმნა“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:35
13 May

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლებს შეხვდა, რომელიც ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა. შპს "პულსარმა“ 2017-2018 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან  პროტოტიპირებისთვის  და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 5000-ლარიანი გრანტი  მოიპოვა. 2018 წელს, სტარტაპერებმა დამატებით სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ხოლო 2020 წელს 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში. 2019-2020 წლებში „პულსარმა“ 1.2 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა აშშ-დან, სილიკონის ველიდან და საბოლოოდ, ქართული სტარტაპი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ - ჩეთის საშუალებით.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
18:08
13 May

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, პარლამენტშიმინისტრის საათისფარგლებში მოსმენისას უწყებაში დანერგილ არაერთ ცვლილებაზე ისაუბრა. მინისტრმა თავდაპირველად ყურადღება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა და ტოტალური თავდაცვის სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვისრაფაელისმოდერნიზებულ სისტემას მივიღებთ. დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება. წელსვე გარემონტდება ოთხი ერთეულისუ-25“, ოთხი ერთეულიმი-24“ და სამი ერთეულიიროკეზისტიპის საფრენი აპარატი, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება. ასევედელტასტერიტორიაზე ახალი ქართულ-ებრაული საწარმო წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს. მინისტრმა ისაუბრა აშშ- მხარდაჭერაზეც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი.

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:40
13 May

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება ზუსტად 21-ე დღეს არ არის სავალდებულო. მისივე განმარტებით, გუშინ, 12 მაისს რეგისტრაცია დაიწყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა, რომ ვაქცინის მეორე დოზა ზუსტად 21-ე დღეს გაიკეთოს. "გუშინ მეორე აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ზუსტად 21-ე დღეს აიცრან. ხოლო, მათ ვისაც უნდათ, რომ აიცრან 21-28 დღის ფარგლებში, პორტალზე შესაბამისი ფანჯარა გაიხსნება 20 მაისს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.  


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
17:07
13 May

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმა განახლდა. მათივე ცნობით, „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. დაბომბვის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მათ შორის ერთი 7 წლის ბავშვია.  ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
16:13
13 May

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტია 15 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციას აუქმებს. „ახლა ვითარება სრულიად არის შეცვლილი. რეალობა სხვა ძალისხმევებს მოითხოვს და რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს,“ - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, 15 მაისს საპროტესტო აქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:45
13 May

მეგან რორერი პირველი ტრანსგენდერია, რომელიც ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსად აირჩიეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ცნობიით, არჩეული ეპისკოპოსი 6 წლის ვადით იმსახურებს. მეგან რორერი ეკლესიაში 2006 წლიდან მსახურობს. მას 2 შვილი ჰყავს. 

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
15:26
13 May

მადამ ტიუსოს მუზეუმში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები სამეფო ოჯახის ზონიდან, ჰოლივუდის ზონაში გადაიტანეს. ინფორმაციას dailymail ავრცელებს. მუზეუმის გენერალურმა მენეჯერმა, ტიმ უოთერსმა განაცხადა, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები ამიერიდან ჰოლივუდის ზონაში განთავსდება. მადამ ტიუსოს მუზეუმი ლონდონში მდებარეობს. მუზეუმში ათასზე მეტი  ცვილის ექსპონატია განთავსებული.

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:59
13 May

 ,,ფორბსმა“ 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალური სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში ირლანდიელი სპორტსმენი კონორ მაკგრეგორი მოექცა. ის შერეულ საბრძოლო სახეობებში ასპარეზობს და გასულ წელს 180 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მაკგრეგორი ,,კომბატ სპორტის“ ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ,,ფორბსის“ სიის ათეულში მოხვდა. მეორე ადგილზე „ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესია (130 მილიონი), მესამე პოზიციაზე კი ,,იუვენტუსის“ ფორვარდი კრისტიანო რონალდო (120 მილიონი).

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:39
13 May

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ-ჰოპ არტისტებს, Jay-Z-სა და LL Cool J-ს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ, - ამის შესახებ განცხადებას მუზეუმი თავად ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნიუ იორკელი ჰიპ-ჰოპ არტისტების შემოქმედების დიდების დარბაზში წარდგენის ცერემონიალი მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გაიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ Jay–Z და Cool J პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტები არ არიან, რომლებიც მუზეუმის დიდების დარბაზში მოხვდნენ. აქამდე ამ სიაში იყვნენ: 2Pac, The Notorius B.I.G. Beasty Boys, N.W.A, Run – D.M.C, Grandmaster Flash and The Furious Five და Public Enemy. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
14:30
13 May

რუსეთში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა. ინფორმაციას ,,როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდური შტამის 16 შემთხვევა ულიანოვსკის უნივერსიტეტის სტუდენტებს დაუდასტურდათ. მათ ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სტუდენტები ამჟამად კარანტინში იმყოფებიან. ცნობისთვის, 11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინდურ შტამს გლობალურ დონეზე შემაშფოთებელი ვარიანტის კლასიფიკაცია მიანიჭა.

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:57
13 May

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს და მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის ამპლუაში გააგრძელებს. მისივე თქმით, წინაპირობა რომლის გამოც პარლამენტში არ შედიოდა შესრულებულია, ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლდნენ. „როდესაც მე ევროპული საქართველოდან წამოვედი, განვაცხადე, რომ არ ვაპირებდი ახლო მომავალში არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას. მე ამ პოზიციას დღესაც ვიცავ და შესაბამისად, არ ვაპირებ გაწევრიანებას არც ერთ ფრაქციაში. მთლიან ოპოზიციურ ფლანგზე ვიქნები. გავაგრძელებ მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო პარლამენტის წევრი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
13:15
13 May

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. „ჩვენი თანამემამულეების ბედი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე არის გადასული, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ გაუწყეთ, რომ მცირე დაზიანება მიიღო ერთმა ჩვენმა მოქალაქემ, ძალიან უმნიშვნელო. მის ჯანმრთელობას საფრთხე უკვე არ ემუქრება, გაწერილია საავადმყოფოდან. მასთან მუდმივ კავშირზე არის ჩვენი საელჩო. ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას. სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:54
13 May

თბილისის 400 რესტორანი დედაქალაქის მერიის მიერ გამოყოფილ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მომავალი კვირიდან მიიღებს. მათივე განცხადებით, უქმე დღეების გამო, დაფინანსების პროცესი დროებით შეჩერებული იყო. 13 მაისიდან კი დოკუმენტების გადამოწმების პროცესი განახლდება და თანხის ჩარიცხვა მომავალი კვირიდან განხორციელდება. საერთო ჯამში თბილისის მერიამ 400 რესტორნისთვის 2 მილიონი ლარი გამოყო. თითოეულ რესტორანს მერია 5,000 ლარით დაეხმარება, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ფლობის შემთხვევაში, კი დაფინანსება 10,000 ლარი იქნება.


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:23
13 May

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. სესიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში იქნება. პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ მრჩეველთან პირველი სამუშაო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს პრიორიტეტული სფეროებია. მან ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:14
13 May

„ისრაელს აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი დაიცვას, როდესაც ათასობით რაკეტა მის ტერიტორიაზე მიფრინავს,“ - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მალე დასრულდება. მისივე თქმით, იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმაც გამოაქვეყნა. „პრეზიდენტმა დაგმო „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევები, მათ შორის იერუსალიმისა და თელ-ავივის წინააღმდეგ თავდასხმები. მან ხაზი გაუსვა, რომ იერუსალიმი, მორწმუნე ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქია და იქ მხოლოდ მშვიდობა უნდა იყოს. 


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
12:02
13 May

პოლიტიკური პარტია ,,გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით დროებით საგამოძიებო კომისიას არ შეუერთდება.  კომისიამ 2020 წლის არჩევნების შედეგები უნდა შეისწავლოს. ხვიჩიას თქმით, კი საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს. „შექმნის დროსაც კი აბსურდი იყო. მგონი, კომისიის ყველა წევრმა და შემქმნელმა იცოდა მისი აბსურდულობა. ჩვენ ეს ნაბიჯი გავიარეთ, შეთანხმებაზე ხელი მოწერილია, ახლა ველოდებით ჩვენი დანარჩენი კოლეგების ხელმოწერებს. მგონია, ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და გადავიაროთ. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საქმესთან დაკავშირებით აზრი არ ექნება. აბსურდი მგონია, არ ვუჭერ მხარს და არ მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავტორი: მარიამ მარღია


კომენატრები (0)

სახელი
კომენტარი
მოიწონეთ ჩვენი გვერდი