flash

ავტორი Sandro

10.09.2020 19:10

5 ლეღვობა, რომლისგანაც დავიღალეთ

5 ლეღვობა

სამწუხაროდ, ეს ლეღვობები მუდამ ჩვენთანაა და მათ ყოველდღიურად ვეჯახებით ხოლმე. ერთგვარი ხაფანგებია, რომელსაც თითქოს განგებ გვიგებენ, რათა ჩვენი განწყობა გააფუჭონ და ცხოვრებაც უფრო უსიამოვნო გახადონ. მათ იმდენად მივეჩვიეთ, რომ ხანდახან გვგონია - ისინი იყო, არის და იქნება. როგორც ზიგმუნდ ფროიდი იტყოდა, არის რაღაცები, რასაც ვერ იმასიზამ. ამ სტატიაში სწორედ 5 მსგავს რამეზე მოგიყვებით.  



ზებრაზე გზის არდათმობა

მარტივი ლოგიკა გვეუბნება - უბედური შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, ზებრაზე ან ქვეითმა ან მძღოლმა სვლა უნდა შეანელოს. საგზაო მოძრაობის წესები არჩევანს ქვეითის სასარგებლოდ აკეთებს. თუმცა, ბევრ მძღოლს ამ მოცემულობასთან შეგუება დღემდე უჭირს. 

მართალია, ჯარიმების შემოღებამ ვითარება ოდნავ გამოასწორა, მაგრამ ზებრას გადაკვეთისას მაინც მაქსიმალურად ფრთხილები უნდა იყოთ. თქვენი გადასწრება და რამდენიმე წამის მოგება ზოგისთვის შეიძლება პრინციპულად მნიშნელოვანი აღმოჩნდეს . ამიტომაც იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, ოღონდ თან წინდახედულობა გამოიჩინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის შანსი, ბრძოლა საავადმყოფოდან გააგრძელოთ. 

 

დაუსრულებელი საცობები

თუმცა საქმე მოლხენილად არც  მძღოლებს აქვთ. საცობში გაჭედვა ხშირად გაუსაძლისი ხდება. და არამხოლოდ დროის გამო. ჩააქრეთ ძრავა და მიმოიხედეთ ირგვლივ - საცობში რომ გაიჭედნენ იციან, მაგრამ თავად რომ არიან საცობი, მაგას ვერ ხვდებიან. 

ზოგი მძღოლი აღიარებს, რომ მზადაა, სამუშაო დღეებში ავტომობილით არ ისარგებლოს, მაგრამ ამაში ხელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა უშლის.  მოკლედ, სანამ მანქანას დაქოქავთ, სამჯერ დაფიქრდით და ერთხელ მოჭერით. სულ მწვანეზე სიარული ნამდვილად არ გამოგივათ. და ღმერთმა დაგიფაროთ - შემთხვევით ჭავჭავაძის გამზირზე არ აღმოჩნდეთ. 



ყველა ექსპერტია

ქვეყანაში, სადაც განათლების დონე წარმოუდგენლად დაბალია, უამრავი ადამიანი მაინც ახერხებს, ექსპერტი იყოს. ყველგან და ყველაფერში. ზოგი მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილებას არაფრად აგდებს, ზოგი არ აღიარებს იმ პრობლემების არსებობას, რომელიც ათასობით ადამიანს აწუხებს.

ფეხბურთი და პოლიტიკა აშკარად ეცოტავებათ. რაც უფრო ცოტა იციან, საკუთარ აზრს მით უფრო თამამად გამოხატავენ. მათი არგუმენტები ხშირად თეთრი ძაფითაა ნაკერი. ყველაზე უკეთ იციან, კორონა საიდან გაჩნდა, დიდგორის ბრძოლაში რამდენი ქართველი იბრძოდა და გვჭირდება თუ არა გენდერული კვოტები პარლამენტში. ან სჯერათ, რომ ყველგან ყველაფერი ცუდადაა და დემოკრატია ბუნებაში არ არსებობს. 

 

პირად ცხოვრებაში ხელის ფათური

ამ ლეღვობის შემოქმედები არ ექსპერტობენ. ისინი უბრალოდ მეტისმეტად ცნობისმოყვარეები არიან. ნამეტანი აინტერესებთ, როდის დავოჯახდებით, როდის გვეყოლება შვილები, რამდენია ჩვენი ხელფასი და რა გვაქვს მიღებული გულაობის დროს. ჩვენს საზღვრებს როდესაც ვიცავთ და მათ ადგილს მივუთითებთ, სწყინთ, ან ბრაზდებიან. საკუთრი უფლებებისა და ჩვენი ვალდებულებების შესახებ მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ. 

სწორად მათი წყალობითაა, ამ ქვეყანაში ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დღემდე რომ აშანტაჟებენ. 

 

რადიკალიზმი 

ეს ლეღვობა კი იმის გამო ხდება, რომ ბევრი ადამიანის არგუმენტი საერთოდ არ გვესმის. ხანდახან იმიტომ, რომ საკუთარ პოზიციას მშრალად აფიქსირებენ და სხვა არაფერი აინტერესებთ. მართლები მხოლოდ ისინი არიან და მისაღები მხოლოდ მათი თანამოაზრეების პოზიციაა. ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ან მოსყიდულია, ან მოგზავნილი. ანდაც უბრალოდ სულელი. 

მაგრამ ხანდახან საქმე უარესადაა - მათი არგუმენტების მოსასმენად უბრალოდ მზად არ ვართ. რაც არ უნდა გვითხრან, მათი პოზიცია კი იმდენად ცუდად გხვდება ყურში, რომ არგუმენტებად მის დაშლაში ემოციები გვიშლის ხელს. 




თქვენ რომელმა ლეღვობებმა დაგღალათ? მოგვიყევით ამის შესახებ კომენტარებში.

 

გვერდით მეზობელი

გვერდით მეზობელი

ზებრაზე დაპარკინგებული ავტომობილი. ავტომობილიდან ნასროლი და აცილებული ნაგავი. დაუსრულებელი სატელეფონო საუბარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ფრაზები _ ''ძაღლი ჩემს ქუჩაზე არ გაასეირნო!'' ''მხოლოდ ერთი რაღაც მაქვს და რიგი დამითმეთ'' ''სამი წელია გათხოვდი და ბავშვს რატომ არ აჩენ?'' ''თუ არ გაწყობს წადი სადაც გინდა.'' ''არაფერი გვეშველება!'' და ა.შ. და ა.შ.

12.10.2020 23:28
ქვედა მეზობელი

ქვედა მეზობელი

ლეღვობის მეტი რა გვაქვს ქვეყანაში, უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა-ადამიანის ბუნების ყველა ცუდი თვისება. ყველაზე ჭკვიანები გვგონია თავი, ამ დროს უბრალო ამბიციური რეგვენები ვართ... 60 წლის ქალს/კაცს გვჯერა, რომ უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე რომელიმე 20-30 წლის ახალგაზრდა, რადგან ასაკით და ე.წ. გამოცდილებით ვჯობივართ მათ და ამას ყველანაირი /უკულტურო მანერით გამოვხატავთ. ნებისმიერს, ასაკის და სქესის განურჩევლად, სხვისი აზრის პატივისცემა არ შეგვიძლია. სხვისი წარმატება 99%-ს არ გვიხარია, წარუმატებლობა კი გვაბედნიერებს. შრომა გვეზარება, სამაგიეროდ მარტივად შეგვიძლია სხვისი ნაშრომის მიტაცება- მიტაცებას კი კრიმინალად, კანონდარღვევად ვერ აღვიქვამთ. თუ ვინმე ჯერ კიდევ რამეს აკეთებს ამ ქვეყანაში პატიოსნად, იქნება ეს წარმოება, ვაჭრობა, განათლება...ვცდილობთ გავუნადგუროთ საქმე, ნებისმიერი მეთოდით (დღეს უარყოფითი ფიდბექებია მოდაში, ძაან სვეცკობაა, თან იმდენად ვართ ორიენტირებული უარყოფით ფიდბექზე, რომ მის აბსურდულობასაც ვერ ვამჩნევთ). ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უნდა მიიღოს საუკეთესო და ფასი არ გადაიხადოს, ან საიდან უნდა ვიცოდეთ ფასი, როცა რაიმე ღირებული არ შეგვიქმნია?! ჩვენ გვინდა "კარგი ხელფასი", და არა "მონური ჯამაგირი", თუმცა კარგი ცოდნა და შრომა არ გვინდა. ჩვენს საკუთარ ხელმოცარულობაში მუდამ ვიღაც არის დამნაშავე: მშობელი, მეზობელი, ცოლი, ქმარი, შვილი, მთავრობა (პირველ რიგში). ელემენტარული უნარები არ გაგვაჩნია, ღორებივით ვმართავთ საჭეს, ღორებივით ვცხოვრობთ, ღორული სულის პატრონები ვართ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საკუთარ ბოღმაში და შურში რომ ვიხრჩობით, ამას ვარქმევთ ნერვოზს და დეპრესიას. შვილებს ბავშვობიდანვე მტრობას და აგრესიას ვუნერგავთ, ვასწავლით, რომ აუცილებლად დაჩაგრავენ და ასეთ დროს უკან არ უნდა დაიხიონ, მეტიც, ისე გაუსწორდნენ ფიზიკურად თუ მორალურად, რომ სურვილი დაუკარგონ მათთან საქმის დაჭერის. ზოგიც ძალაუნებურად ვსწავლობთ აგრესიას, რადგან ოჯახში გინების და ლანძღვის მეტი არაფერი გვესმის, მერე კი ამით ვიმშვიდებთ თავს, ეს ხომ ჩვენი ბრალი არ არის... სიყვარულზე და ღმერთზე "წერილებს ვაცხობთ" და სიყვარულის 0,000001% არ გავცემთ ჩვენი უბადრუკი ცხოვრების განმავლობაში. ასე შეიძლება ჩამოთვლა უსასრულოდ. შენ, ვინც ამოიცანი თავი, გახსოვდეს, რომ შენნაირების გამო ზოგიერთ ადამიანს ცხოვრება უჭირს. არსებობენ ადამიანები, რომლებშიც კეთილშობილება ძალიან დიდია და მათთვის გაუსაძლისია შენნაირების გვერდით ცხოვრება. უბრალოდ, აგრძელებენ ცხოვრებას, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ.

16.09.2020 20:25
ზედა მეზობელი

ზედა მეზობელი

სულ დამავიწყდა,ეს სტატიაც ლეღვობააა,რადგან გგონიათ,რომ თქვენ მიხვდით სხვის ლეღვობას. სხვის ლეღვობაზე საუბარიც ლეღვობაა პატივცემულებო

16.09.2020 17:20
ზედა მეზობელი

ზედა მეზობელი

ყველაზე დიდი ლეღვობა არის,როცა გგონია ქალთა უფლებებს იცავთ და კვოტირება შემოგაქვთ პოლიტიკაში. ეს არის ქალების შეურაწყოფა,რადგან თუ მცოდნეა კვოტა არ სჭირდება და თუ არ არის მცოდნე ,გამოდის მხოლოდ ხვრელის გამო მოხვდება სიაში. კვოტა არ იყო,მარა ელენე ხოშტარია პარლამენტში ხო იყო,მანამდე თავისუფალ უნივერსიტეტში და ნაცების დროს საჯარო სამსახურში. ნინო ბურჯანაძე კვოტის გარეშე იყო პალამენტის თავჯდომარე,ხოლო ელენე თევდორაძე ერთერთი საუკეთესო უფლება დამცველად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ანა დოლიძეს პარლამენტში რა უნდა,როცა ხვდები რო დებილია. 12 საუკეთესო უფლებადამცველებს შორის მოვხვდიო. ხოდა 12 უფლება დამცველია,სხვა შემთხვევაში ათეულს ან ხუთეულს ან სამეულს იტყოდა. რო უყურებ მაგ გოგოს,მარტივი მისახვედრია როგორ მოხვდა იქ სადაც იყო. ხვრელის გავლით იშოვა სამუშაო,აბა მაგ გოგოს ლოგიკა არ აქვს. ელენე ხოშტარიას შეხედეთ და მიხვდებით,როგორი ქალები უნდა იყვნენ პარლამენტში და პოლიტიკაში. არ ვარ მისი მხარდამჭერი,მაგრამ ეგ გოგო მაგარია,თავისი ლოგიკით,აზროვნებით და განათლებით. სირცხვილია,როცა ქალს ეუბნები ხვრელის გამო ხარ სიაშიო.

16.09.2020 17:18
ირაკლი

ირაკლი

მოტოტრანსპორტის ან ავტომობილების ისეთი ბღუილი თავი უსასრულო რალიში გგონია.

13.09.2020 13:00

სახელი

კომენტარის დამატება