flash

ავტორი ჯინი

10.03.2021 14:39

5 ყველაზე გავლენიანი ტერორისტი ქალი ისტორიაში

ქალი ტერორისტები

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

ხანდახან, ამბობენ, ქალების რაოდენობა პოლიტიკაში იმიტომ არის მცირე, რომ ნაკლებად გამბედავები არიან, ვიდრე კაცებიო. აზრს, რომ ქალების მიდრეკილებაა, ნაკლებად რისკიანი მომავალი აირჩიონ, სრულიად უპირისპირდება ტერორიზმიც კი, დაწყებული ანარქიზმის პერიოდიდან, დღევანდელი დღის ჩათვლით. სხვადასხვა ფორმით ქალი ტერორისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია. მათი როლის მანიფესტაციის ფორმა დროთა განმავლობაში იცვლება - ხან ჩრდილში რჩებიან, ხანაც მოწინავე რიგებს იკავებენ ტერორისტული აქტებისას. სტატიაში თქვენ გაეცნობით ყველაზე ცნობილ, გაბედულ და რისკიან 5 ტერორისტ ქალს. 

ვერა ზასულიჩი 

ვერა ივანოვნა ზასულიჩი რუსი  რევოლუციონერი (ანარქისტადაც მოიაზრება) ქალი იყო, რომელმაც ესროლა და დაჭრა გენერალი ფიოდორ ფ. ტრეპოვი, პეტერბურგის გუბერნატორი. ვერას სასამართლო პროცესი (1878) მიიჩნევა ყველაზე გახმაურებულ და ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად რუსეთის იმპერიის ისტორიაში. სასამართლომ ვერა უდანაშაულოდ ცნო. ერთის მხრივ, ძალიან კარგი ადვოკატი ყავდა, მეორეს მხრივ, ამ საქმემ გამოაჩინა მთავრობისა და სასამართლოს უუნარობა. 

დიდგვაროვანის შვილი, რომელიც გათამამებული, უზრუნველი ცხოვრების მქონე ქალად უნდა ჩამოყალიბებულიყო, საზოგადოების მოლოდინების მიხედვით, რევოლუციონერი 1868 წელს გახდა. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ციხეში, გაქცევასა თუ დამალვაში. 

ახლა გადავიდეთ იმაზე, რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებს: რატომ და რა გააკეთა ვერა ზასულიჩმა, როგორც ტერორისტმა .

1877 წლის ივლისში, ალექსეი ბოგოლიუბოვმა უარი განაცხადა ქუდი მოეხადა პოლკოვნიკი ფიოდორ ტრეპოვის წინაშე, კაცის, რომელიც ცნობილი იყო პოლონელთა ამბოხების (1830-1863) ჩახშობით. უპატივცემულობით განრისხებულმა ტრეპოვმა გადაწყვიტა, შური ეძია და ბოგოლიუბოვის გაწკეპვლის ბრძანება გასცა. ეს გახლდათ უკანასკნელი საბაბი, რამაც ექვსი რევოლუციონერი დასხა მაგიდის ირგვლივ ტრეპოვის მკვლელობის დასაგეგმად, მაგრამ ზასულიჩი პირველი იყო, ვინც იმოქმედა. თავის მეგობარ სოციალისტ რევოლუციონერთან ერთად, მარია (მაშა) კოლენკასთან ერთად, დიდი ხნით ადრე გეგმავდა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ორი ადამიანის მკვლელობას: ერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ვლადისლავ ჟელეხოვსკი, პროკურორი, მეორე სამიზნედ კი ავტომატურად ჩაიწერა ტრეპოვმა თავი, როცა პირველი წკეპლა მოხვდა ალექსეის. კოლენკინას მცდელობა მოეკლა ჟელეხოვსკი, ჩაფლავდა, მაგრამ წარმატებული გამოდგა ზასულიჩის ცდა - მან გამოიყენა ბრიტანული რევოლვერი - ბულდოგი, ესროლა და სერიოზული ჭრილობა მიაყენა ტრეპოვს. ვერა, სხვათაშორის, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აღიარა, რომ ტერორისტია. 

მერეად ფარელი (1957-1988)

დაიბადა ბელფასტში, მიიღო კარგი განათლება, პოლიტიკურად აქტიური კი 1970-იან წლებში გახდა. მას შემდეგ, რაც შეესწრო ბრიტანული ძალების ბრუტალურ ქმედებებს ჩრდილოეთ ირლანდიაში, შეუერთდა cumann na gcailini-ს, შემდეგში ცნობილს, როგორც IRA (ირლანდიის რესპუბლიკური არმია). 1976 წლის 5 აპრილს, ორ სხვა მოხალისესთან ერთად, სცადა ბომბის განთავსება ბელფასტის სასტუმროში. ფარელს 14 წელი შეუფარდეს, აქედან მან მხოლოდ 10 წელი და ნახევარი მოიხადა ციხეში. 

პროტესტის ნიშნად, რომ ის იყო პოლიტ-პატიმარი, უარს ამბობდა ციხის დავალებების შესრულებაზე სხვა ქალებთან ერთად და არ სცნობდა ციხის თანამშრომლებს, როგორც ავტორიტეტებს.  ციხეში სათავეში ჩაუდგა  IRA-ს პატიმართა გაერთიანებას. 

კაცების ციხეშიც პროტესტების ტალღა არ წყდებოდა იმ დროს. როდესაც ლონგ კეშში კაცები თავს დაესხნენ ციხის ზედამხედველს, ქალთა კოლონიაში პატიმრები გამოკეტეს საკნებში და აბაზანაში გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ აქაც იგივეს დაატრიალებდნენ. ქალებმა შიმშილობა დაიწყეს. 90 დღე იშიმშილა მერეადმა მერი დოილთან და მერეად ნუგენთან ერთად. ფარელი ამ ყველაფერს, სწორად თუ არასწორად, აღიქვამდა, როგორც ქალების განთავისუფლებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს: “მე მდევნიან როგორც ქალს და ირლანდიელ ადამიანს…”

1981 წლის ირლანდიის რესპუბლიკის საყოველთაო არჩევნებზე, ფარელი ერთადერთი ქალი პატიმარი იყო, რომელმაც თავისი კანდიდატურა წამოაყენა, წინასწარი 2751 ხმით კორკ ნორზ ცენტრალის საარჩევნო ოლქში.  ციხიდან გამოსვლის შემდეგ ორინეტირებული იყო საკუთარი თავის განვითარებაზე, და სჯეროდა თავისი მზნების. 

ყველაფერთან ერთად, მან გააგრძენა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. გეგმავდა და იღებდა მონაწილეობას IRA-ს ოპერაციებში. თუმცა, ბრიტანელებმა, SASს ჯარისკაცებმა მეირედი, კიდევ ორ ტერორისტთან ერთად, განიარაღებულ მდგომარეობაში 1988 წელს მოკლეს. 

ულრიკე მერი მეინჰოფი (1939-1976)

წარმატებული ჟურნალისტი, გერმანელი ლამაზმანი, ტყუპების დედა, მემარცხენე. მისმა პოლიტიკურმა ხედვებმა უბიძგეს ჩამოაეყალიბებინა “წითელი არმიის ფრაქცია” დასავლეთ გერმანიაში, სხვანაირად ცნობილი როგორც “ბაადერ-მაინჰოფის” ტერორისტული დაჯგუფება. 

სტუდენტობის პერიოდიდან აქტიური მოქალაქე SDS-ს ლიდერის, რუდი დაჩკის მკვლელობის მცდელობის შემდეგ (1968), წერდა სტატიებს konkret-ში , სადაც მისი ყველაზე ცნობილი სიტყვები გაჟღერდა: პროტესტი არის როდესაც მე ვამბობ, რომ რაღაც არ მომწონს. წინააღმდეგობა არის როდესაც დავრწმუნდები, რომ ის, რაც მე არ მომწონს, აღარ მოხდება კიდევ ერთხელ.”

მისმა სტატიებმა სხვადასხვა ნაცნობები გამოუძებნა ულრიკეს, მათ შორის, ანდრეას ბაადერი და გუდრუნ ენსლინი. ეს უკანასკნელნი კანონდამღრვევები, აქტივისტები და  შეყვარებულები იყვნენ. როდესაც ბაადერი დაიჭირეს, ენსლინი დაუკავშირდა ულრიკეს, რომ ციხიდან გამოეყვანათ. დაიწყო სქემის შემუშავება, ულრიკე სარისკო გადაწყვეტილებებს იღებდა და საბოლოოდ მისი წყალობით ბაადერი ციხიდან გამოვიდა. გერმანიის მთავრობამ 10 000 გერმანული მარკის ჯილდო დააწესა, მათთვის ვინც ულრიკეს გადასცემდა მართლმსაჯულებას. 

დასაწყისში, მეინჰოფი ცდილობდა კულისებს მიღმა დარჩენილიყო, გამოეყენიბა თავისი ძალაუფლება, როგორც ჩვეულებრივ ჟურნალისტს, ასე უფრო დაეხმარებოდა დაჯგუფებას. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომის შემდეგ (ტერორისტების დასაკავებლად შტურმის დროს, მათთან ერთად ფანჯრიდან გადახტა, ხოლო შემდეგ მეგობარს დაურეკა, რომ ბავშვები სკოლიდან გამოეყვანა), ნათელი გახდა, ისიც ტერორისტი იყო. 

შემდეგი ორი წელი, მეინჰოფი მონაწილეობას იღებდა ბანკის ძარცვაში, დაბომბვაში. მან და დაჯგუფების სხვა წევრებმა სცადეს თავისი შვილების გატაცება, რომ პალესტინის ობოლთა თავშესაფარში გაეგზავნათ, სადაც მისი სურვილების შესაბამისად აღზრდიდნენ. იგი არ წყვეტდა მანიფესტების წერას, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია “ურბანული პარტიზანული ომის კონცეპტია”.  ოფიციალური ვერსიით, ულრიკემ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე საკანში 1976 წელს. 

ლოლიტა ლებრონი (1919-2010)

ლო-ლი-ტა პუერტო რიკოელი ნაციონალისტი იყო, რომელიც 1941 წელს გადავიდა ნიუ იორკში. იქ არსებულ პუერტო რიკოს ნაციონალისტურ პარტიაში შევიდა და მალე გავლენაც მოახდინა მის ლიდერებზე. 50-იანების დასაწყისში პარტიამ დაიწყო რევოლუციური აქტივობების სერია. მათი ტერორისტული აქტების მთავარი სათქმელი ის იყო, რომ პუერტო-რიკო აღარ დაექვემდებარებოდა ამერიკის ხელისუფლებას.  1954 წელს, ლოლიტა სათავეში ჩაუდგა ნაციონალისტურ დაჯგუფებას, რომელიც თავს დაესხა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას.

ლებრონი  დამნაშავედ სცნეს მკვლელობის მცდელობისა და სხვა დანაშაულებების ჩადენისთვის, მას შემდეგ რაც განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ს კაპიტოლიუმზე 1979 წელს. კონგრესის 5 წევრი მძიმედ დაიჭრა.  1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ლოლიტა შეიწყალა. 

ლეილა ხალედ (1944 წლის 9 აპრილი)

პალესტინელი ლტოლვილი და პალესტინის განმათავისუფლებელი სახალხო ფრონტის (PFLP) წევრი. 

ლეილამ სამყაროს ყურადღება მიიპყრო 1969 წელს, როდესაც თვითმფრინავი TWA Flight 840 გაიტაცა. ეს მოხდა კიდევ სამი თვითმფრინავის გატაცების პარალელურად (ცნობილია, როგორც Dawson's Field hijackings). როგორც შემდეგში გახდა ცნობილი, მას და მის გუნდს ეგონათ, რომ Yitzhak Rabin, ამერიკაში ისრაელის ელჩი უნდა ყოფილიყო თვითმფრინავში, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ლეილას არც პირადი სენტიმენტები დავიწყებია ოპერაციის დროს: ის ამტკიცებდა, რომ პილოტს უბრძანა, ჰაიფას თავზე გადაეფრინათ, რათა ენახა ის ადგილი, სადაც დაიბადა.  დღეისათვის  ხალედი აქტიური მოქალაქეა, იწვევენ სხვადასხვა კონფერენციებზე, თუ შეხვედრებზე საერთაშორისო არენაზე. დაქორწილებულია ფიზიკოსზე, ჰყავს ორი შვილი და ბედნიერად ცხოვრობს იორდანიაში. 

ლეილა ხალედი არის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც გაიტაცა თვითმფრინავი. შემდეგში იგი ციხიდან გამოვიდა სამოქალაქო ტყვეების გაცვლის დროს. 

მას ხელოვნებაში მიეძღვნა არაერთი ფილმი, ინსტალაცია, სიმღერაც კი! მათ შორის ორიგინალობით, ალბათ თამამად შეიძლება გამოვარჩიოთ, ამერ შომალის ნამუშევარი, სახელად "The Icon" - ლეილას პორტრეტი მთლიანად შექმნილი ტუჩსაცხით. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი