flash

ავტორი Tamta, PlatoTheTurtle

08.03.2021 20:00

8 მარტი პოსტერებში

1975 - 5th Ave &32 Sheet, NYC International Women's Day - NYC © Keystone Pictures

ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება ქალთა საერთაშორისო დღე - ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. ეს დღე პირველად ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა 1909 წლის 28 თებერვალს. ამ მოვლენას წინ უძღოდა მასობრივი პროტესტები მშრომელთა გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო. ხოლო 1910 წლის კოპენჰაგენის კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ დაფუძნდა. 

1917 წელს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა საბჭოთა კავშირშიც. ამ მოვლენის გამო,1920-იანი წლებიდან, დასავლეთში, 8 მარტის პოპულარობამ იკლო, რადგან იგი კომუნისტებთან ასოცირდებოდა. შესაბამისად, 1960-იან წლებამდე ეს დღესასწაული, ფაქტობრივად, კომუნისტებმა “გადაიბარეს”. 

თუმცა, 1960-იან წლებში, ფემინისტური მოძრაობის აღმავლობის გამო, ამ თარიღს კვლავ დიდი დატვირთვა მიენიჭა. 1975 წელს კი გაერომ 8 მარტი ოფიციალურად აღიარა ქალთა საერთაშორისო დღედ.

რას/როგორ ითხოვდა საბჭოთა კავშირი და რას - დასავლეთი? ნახეთ ფოტოებში და პოსტერებში.

 

1914, ხმის მიცემის უფლების მოთხოვნა 

 

8 მარტი, 1917, პეტროგრადი, რუსეთი 

დღეგრძელობა მშრომელ ქალთა საერთაშორისო დღეს, 1926 

 

8 მარტი არის ქალ მუშაკთა ამბოხება სამზარეულოს მონობის წინააღმდეგ, 1932

 

1961

"მე ჩემს ცოლს მივცემ რობოტს დღესასწაულზე. ბუტბუტი მორჩება ჩვენს სახლში. ორივე ვიგრძნობთ თავს მშვიდად." 1963

1964 

 

საბჭოთა ქალები - სამშობლოს სიამაყე, 1970 

თარიღი: უცნობი 

ბრიტანული პოსტერი ქალთა დღისთვის, 1974  

1975, ქალთა საერთაშორისო დღე, სიდნეი 

 

ლონდონი, 1975

 

ესპანეთი, 2020

8 მარტის, როგორც საერთაშორისო დღის, დაწესება იყო ისტორიული გადაწყვეტილება ქალთა უფლებების დაცვის საქმეში. პირველი მანიფესტაციიდან 100 წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა 8 მარტი კვლავ იმავე დატვირთვას ატარებს - ბრძოლის დღე ქალთა უფლებებისათვის. 

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი