flash

ავტორი Irina

19.09.2020 14:00

ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ

აქცია კორონავირუსის წინააღმდეგ

ილუსტრაციები: მარიამ ჩაგელიშვილი

 

“აირჩიე, პირბადიანი მონობა, თუ ღირსეული თავისუფლება” - ბანერს ამ ტექსტით სრულიად შემთხვევით წავაწყდი პარლამენტის წინ. იქ რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი და კორონავირუსის არსებობა-არარსებობაზე კამათობდა. ყური მოვკარი, როგორ მოითხოვდა ანაფორიანი ადამიანი ყველა ინფიცირებულის ვინაობის გასაჯაროებას - ამბობდა, რომ მხოლოდ ცნობილ სახეებს იყენებენ ჩვენ მოსატყუებლად. 

ამ ინციდენტმა რამდენიმე დღით ადრე ნანახი პოსტი გამახსენა - თაკო ჩარკვიანის დაინფიცირების შემდეგ, ჩემი ერთი ნაცნობი მის ვიდეოს აზიარებდა, კითხვით: “ესეც კორონამაფიაა?” პასუხებს შორის, ასეთებიც იყო:

ასე, შემთხვევით, შეთქმულების თეორისტები აღმოვაჩინე, თანაც ქვეყანაში, რომელიც პანდემიის პირველ ტალღას შედარებით წარმატებით გაუმკლავდა. გადაწყვეტილი ამბავი იყო, იმ ბანერთან უნდა დავბრუნებულიყავი -  აქცია ჩემი თვალით უნდა მენახა. 

ვნახე კიდეც. 15 სექტემბერს, პარლამენტის წინ, დაახლოებით, 200 ადამიანი შეიკრიბა, მათ თან დასამასოვრებელი პლაკატები, ჯვრები და ხატები ჰქონდათ. მშობლებს შვილები ახლდნენ, ხატებს - სასულერო პირი, რომელმაც ჯერ საკმეველი დაანთო, შემდეგ პარაკლისი აღავლინა და ნაკურთხი წყალიც ჩამოარიგა. პირბადე არავის ჰკეთებია, არც სოციალური დისტანცია იყო დაცული, განსაკუთრებით, “მამაო ჩვენოს” კომუნალური წარმოთქმის დროს. 

აქცია სპონტანური არ ყოფილა - ჩემგან განსხვავებით, დამსწრე საზოგადოებამ ზუსტად იცოდა, რისთვის მოდიოდა.

“მე ხონიდან ჩამოვედი სპეციალურად.” - მითხრა ქალმა, რომელმაც აქციის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო. - “კიდევ ჩამოვალ, როცა საჭირო გახდება.” 

ინტერნეტი. რა თქმა უნდა, შეთქმულების თეორია ინტერნეტში უნდა მეძებნა. Რამდენიმე კითხვის შემდეგ მივაგენი კიდეც ჯგუფს “კორონა მაფია” - აქ ის 6 ათასამდე ადამიანი პოსტავს, რომელსაც ვირუსი გამოგონილი ბოროტება ჰგონია. 

მაინც, რისი სჯერათ ამ ადამიანებს? 

ისტორიას აქციის მონაწილეები ასე ყვებიან: ჯერ კიდევ 2017 წელს, ბილ გეითსმა ყველა სახემწიფოს წინასწარ დაინფიცირებული PCR ტესტები მიჰყიდა, რომლებითახ ახლა ვირუსს ავრცელებენ. გარდა ამისა,  PCR ტესტები ჰიპოფიზსაც აზიანებს და ჩვენს ტვინს 5G ანტენის სიგნალისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 5G ანტენას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან კარანტინისას დაამონტაჟეს, ნომებერში ჩაგვირთავენ, მანამდე კი თერმოსკრინინგითა და ულტრაიისფერი დასხივებით გვამზადებენ, რომ უკეთ გადვაკონტროლონ. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო იანვარში 5 მილიონ დოლარს მიიღებს. ერთადერთი, რაც მანამდე ევალება, იანვრამდე ქვეყნის “გაწითლებაა.” 

შეთქმულების ამ თეორიის უკან ბილ გეითსი, კლინტონების ოჯახი და მარკ ცუკერბერგი დგანან. ონლიან სწავლებაც მათი დიდი გეგმის ნაწილია - სულ ცოტა ხანში დაზომბირებულ, დასკანერებულ და უსწავლელ ახალგაზრდებს გამოზრდიან. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ PCR ტესტებს გადარჩენილებს ბოლოს ვაქცინა მოგვიღებს, რომელიც ჩვენს გენეტიკას შეცვლის. 

საიდან იღებენ ინფორმაციას? 

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, შეთქმულების თეორიებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიმატა. ბილ გეითსის და დასავლეთის ჩართვა ამ ნარატივში სიახლე არ არის - BBC-ის ამ სტატიაში ვკითხულობთ, რომ გეითსი ამერიკის საზოგადოებრივი ჯანრთელობის სახეა და უკვე დიდი ხანია, კონსპირატორების შთაგონების წყაროდ იქცა. თანაც, რუსი კონსპირატორების - ჯგუფში “კორონა მაფია” ვიდეოლექციები ძირითადად რუსულ ენაზეა, ქართულენოვანი წყაროები კი მითების დეტექტორმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაუკავშირა რუსულ მედიას:

"ქართულ მედია სივრცეში კორონავირუსის და მიკროჩიპების კონსპირაცია 25 მარტს საიტმა fact2.ge-მ გამოაქვეყნა,” - ვკითხულობთ 2 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში, - “რუსული წყაროებიდან კონსპირაცია გაავრცელეს yandex.ru, x-files, cont.wsfondsk.ru, oko-planet.su, business-gazeta.ru, zavtra.ru, svpressa.ru, livejournal.com, “AfterShock”. 19 მარტს მსგავსი შინაარსის ვიდეო იუთუბ არხზე Winde Changer-მაც ატვირთა სათაურით “Билл Гейтс. Микрочипы для борьбы с коронавирусом?”

 

აგვისტოში, ქართულ სოციალურ ქსელებში რუსი ექსტრასენსის, ანატოლი კაშპიროვსკის ვიდეომაც შემოაღწია. მიმართვა, რომელშიც კაშპიროვსკი ვაქცინაციას უპირისპირდება, ქართულმა ტაბლოიდებმა გააშუქეს. ეს ტაბლოიდები კი ფესიბუქის “კორონა მაფიის” ჯგუფში საკმაო პოლულარობით სარგებლობს. 

რა გველის? 

კონსპირატორებს საშიში პროგნოზები აქვთ: სულ მალე დაგვჩიპავენ, ჩვენს საზოგადოებას კი სძინავს. 

“200 ადამიანს დაგვცინებენ, მეტნი უნდა გამოვიდეთ” - ასე გამოხატა თავისი გულისტკივილი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისმა თანამოსაუბრემ კი მითხრა, რომ გადაკეტილ რუსთაველს და ათასობით მომიტინგეს ელოდა. 

გაკვირვება და და იმედგაცრუება ვირტუალურ სივრცეშიც შეინიშნება: ჯგუფშიც და აქცაზეც გაჩნდა კითხვები, სად არიან პატრიოტული პოლიტიკური ძალები, ანდა, რატომ სურს გადარჩენა უმცირესობას.

“ისინი ქვეყნის პატრიოტები არ არიან, არჩევნებისთვის ემზადებიან!” - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გამოსვლისას და ხაზი გაუსვა, რომ მათთან ერთად არც ერთი პოლიტიკური ძალა არ დამდგარა. 

დღეს ანტი-კორონისტები, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ, ვირტუალური სივრცეში უფრო ჩანან, ვიდრე რეალურში, თუმცა, იქაც, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას აგრძელებენ და შეგნებულად თუ გაუზრებლად, რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამენ ძალიან ბევრ ნავთს. 

უნდა ითქვას, რომ რუსეთი მათ არ უხსენებიათ. Სამაგიეროდ, ბევრჯერ ახსენეს იესო ქრისტე: 

"ღვთისმშობლის წილხვედრს არ გვჭირდება არავის წინამძღოლობა, რადგან ქრისტე გვყავს წინამძღოლად.” - ცოტა საეჭვოა, ქრისტე კაშპიროვსკის ვიდეოებს უყურებდეს.  

როგორ აქტიურად მუშაობს...გამოფხიზლდი შვილო..

29.09.2020 08:58

რა თეორიებია?! ნუთუ სჯერათ, რასაც ამბობენ.

27.09.2020 02:48
მართა

მართა

თქვენი ეგ ყბამოღებული და ცინიკური სახე მინდა მანახოს უფალმა 1 წლის მერე,რომ გნახო როგორ ხასიათზე გეყოლება ოჯახი თუ ნათესავები. ჯერ იესოს სახელს რომ ასე ხელწამოსაკრავად მოიხსენიებ იქედან ჩანს შენი ბნელეთის შვილობა.

25.09.2020 21:27
avtomelqadze

avtomelqadze

amaze uaresi virusebi arsebobs da arsebobda manamdec. magram rac axla msoflioshi xdeba da chventanac, yvelaferi aris xelovnuri da mimdinareobs xalxis dasashineblad. amashi eg xalxi martalia da ve5tanxmebi mat motxovnebs. dzirs xalxtmodzule mtavroba da xalxtmodzule liberalisturi televiziebi

23.09.2020 19:29
უიიი

უიიი

კორონობაც გადაივლის, მაგრამ ისმის კითხვა, ეს ბნელი ჯოგი ააშენებს ნორმალურ საზოგადოებას?

22.09.2020 22:31
ქეთი

ქეთი

თეორისტი კი არა თეორეტიკოსი!

22.09.2020 10:39
ar vici

ar vici

არც მე მჯერავს ამ კოვიდისბარსებობა ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს დაარქვეს.მაგრამ არც იმის მჯერავს ვაქცინის და მასონებისო.ვაქვინას აქამდე გამოაჩენდენენ.დროებით იქნება ასე სანამ ჯიბეებს არ დაისქელებენ და მერე იტყვიან შესუსტდა და გაქრა კორონაო

22.09.2020 09:35
ცუკერბერგი

ცუკერბერგი

შევიდეს ვინმე განბედავი ინფექციურში უნიღბოდ და მოეფეროს ავადმყოფს !!!

21.09.2020 12:55

Ეს არის გონებაჩლუნგი ადამიანის დაწერილი სტატია

21.09.2020 07:35

ნაცების ხელწერაა, ყველგან რუსეთს აკვეხებენ პოპულარობისთვის. იქ მყოფ ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს ჯერა რომ არსებობს ვირუსი , მაგრამ თქვენგან განსხვავებით არ უნდათ ვირუსის მონობაში ცხოვრება.

21.09.2020 04:06

ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელნი ხართ ზუსტად მედია საშუალებები.მაგ ადამიანებს კორონა ვირუსის არსებობის კი არ სჯერათ ვირუსის სასწაული ძალის არ სჯერათ აცნობიერებენ ფაქტებს რომლებიც მათ თვალწინ ვითარდება და არ ზომბდებიან ტელევიზიების დადგმული სპექტაკლებით.როგორც არ უნდა საპირისპიროთ გამოგვიყვანოთ სიმარათლეს ვერ დამალავთ ყოფილო ადამიანებო,ყოფილო ჟურნალისტებო ყველაფერს რუსეთს ნუ მიაწერთ აუარებელი ფაქტია მსოფლიოში?

21.09.2020 02:05

აქციის ორგანიზატორი ვწერ,ვირუსი არ არსებობსო=მაგას არავინ არ ამბობს,ეს კოვიდი გამოიყენეს სპეცოპერაციად მსოფლიოს დასამონებლად გარკვეულმა ძალებმა..გამოვფხიზლდეთ არა იძულებით რეგულაციებს,!

21.09.2020 01:22

ნუ მკრეხელობ! ქრისტეს შენს გონებაში ჯერ ვერ შემოუღწევია, ეტყობა!

20.09.2020 18:02

აშკარად გეტყობა ამ სტატიის დამწერს,რომ აქტიურად ხარ ჩაბმული ამ რაღაცა ვითომ და მომაკვდინებელი კორონა ვირუსის ტყუილებით სავსე მაფიაში. ვირუსები და გრიპები, ბაქტერიები და სოკოები, ყოველთვის იყო, არის და იქნება! ესენი ყველა ადამიანის ცხოვრების თანამგზავრია მთელი სიცოცხლის მანძილზე. მოიგონეს რაღაც სახელი"კორონა" და აპანიკებენ ხალხს. რატომ? იმიტომ რომ ხალხს მართლა სჯეროდეს რომ რაღაცა საშინელი ვირუსი გამოჩნდა და მუსრს ავლებს კაცობრიობას. არა, ეს მასე არ არის.აქ ვირუსი არაფერ შუაშია. მასონთა კლასტერს, რომლებიც სატანის დემონები არიან, გადაწტვეტილი აქვთ კაცობრიობის ამოწყვეტა (ეს მათი ვალდებულებაა სატანის წინაშე.) და თავიანთი ლეგიონერების დახმარებით დაიწყეს ამ მიზნის განხორციელება. როგორ? როგორ და აი ასე: წინა შემოდგომაზე, განვითარებულ ქვეყნებში(იტალია, ესპანეთი და ა.შ.) აცრეს რაღაცა სითხით მოხუცებულები, რომლებიც უპატრონოთა სახლებს იყვნენ მიბარებულნი. (ეს იმ სითხის ვარგისობის საცდელი აცრები ჩაატარეს ვაქცინას რომ უწოდებენ და სულ მალე შესთავაზებენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას, კორონა ზღაპრებით დაშინებულებს) 2020 წლის გაზაფხულზე კი დაიწყო ამ წინათ აცრილი მოხუცების სიკვდილიანობა, (ესეიგი გაუმართლა მასონებს და მათი მიზნის მისაღწევად ვარგისი გამოდგა ის მომაკვდინებელი სითხე,რომელსაც სულ მოკლე ხანში ვაქცინის სახით შემოგვთავაზებენ.)ამ დროს კი დაიწყეს ჰაერში მოფრქვევა მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების, რომელი მოწამვლაც იწვევს ყელის ტკივილს, სიცხეებს, სისუსტეს და სუნთქვას აძნელებს,კარგავს გემოსა და სუნის შეგრძნებას. ფულზე გაყიდულმა ეპიდემიოლოგებმა ვირუსოლოგებმა და ექიმებმა(ანუ მასონების ლეგიონერებმა)დაიწყეს მოტყუება ხალხის, რომ ეს ვირუსის სიმპტომებია და მთელი შემართებით ცდილობდნენ ხალხი დაეჯერებინათ და დაეპანიკებინათ,რადგან იციან რომ ავადმყოფობისგან შეშინებული ადამიანი იოლად დასაყოლიებელია და ადვილად მართვადი. დაიწყეს ხალხის იძულება რომ პირბადეების გარეშე არ იარონ. რატომ? ნუთუ ფილტვებს არ უნდა მიეწოდებოდეს ჟანგბადი ნორმალურ ფორმით? ფილტვებს რომელთაც არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი დღის განმავლობაში, რა დაემართება ასეთ ფილტვებს მაშინ როდესაც ჩვეულებრივი გრიპის სეზონი დადგება, როგორ უნდა შეებრძოლოს დაავადმყოფებული ფილტვი გრიპს? კიდევ მოაფრქვევენ ჰაერში იმ ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერებას,რომ გააუარესონ სიტუაცია და ესეც თქვენი მეორე ტალღა.ამის შემყურე ხალხი კიდევ უფრო მეტად დაპანიკდება(რა თქმა უნდა ისინი ვისაც სჯერავს ტელევიზორის ეკრანებიდან მოყოლილი ზღაპრების და აქვს იმედი რომ ბილ გეითსის ვაქცინა მათი მშველელია)დათანხმდებიან ვაქცინირებაზე, ვაქცინირებიდან ერთი წლის მერე კი დაიწყება მართლა უამრავი სიკვდილიანობა ეს მესამე ტალღააო იტყვიან- აბა რა მეტი საქმე აქვთ გამყრელიძეს ცერცვაძეს და იმნაძეს,ამ ზღაპრების მოყოლაში იღებენ მასონებისგან განდიდებას. ამოწყვეტავენ ასე ხალხს და მიაწერენ კორონა ვირუსს!!!! გაიღვიძეთ და გამოფხიზლდით ხალხო! თორემ ასე ღრმა ძილში ყოფნა სატანის ლუკმად გადაგაქცევთ.

20.09.2020 14:28

ხალხის უმრავლეზობას ამ ვირუსის სახელწოდებით კოვიდის არ სჯერა მაგრამ საუბედუროდ გამოსვლებით აქციებით არაფერი შეიცვლება ღმერტს ვთხოვოთ ჩვენს ექიმებს ტვინი არ გადაუბრუნონ და შეგნებულად არ მოკლან ადამიანები და მერე კორონას არ დააბრალონ როჯორც სხვა ქვეყნებში ხდება იმედს ვიტოვებ ჩვენი ქართველი ექიმები ამას არ გააკეთებენ დანარჩენი ღმერთს მივანდოთ

20.09.2020 05:36

სახელი

კომენტარის დამატება