flash

ავტორი ამბებს მიღმა

13.04.2021 13:37

ანონიმური წერილები: #მევლაპარაკობ (ნაწილი I)

ბულინგი

ილუსტრაცია: მარიამ ჩაგელიშვილი

 

ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ცდილობს მარტო გაუმკლავდეს ბულიგს.  თუმცა ყველაზე ძლიერი იარაღი მასზე ხმამაღლა საუბარია. სწორედ ამიტომ, აპრილში „ამბებს მიღმამ“ წამოიწყო კამპანია -#ბულინგიტეხავს!

გადავწყვიტეთ, ბულინგზე არამხოლოდ ექსპერტებთან ერთად ან ჩვენი მხრიდან გვესაუბრა, არამედ მოგვესმინა რეალური ისტორიები.
თითოეულ ამბავს თავისი გმირი ჰყავს. ამ ისტორიების წაკითხვით, თქვენც დარწმუნდებით რამდენად სერიოზული პრობლემაა ბულინგი ჩვენს ცხოვრებაში. 

ისტორია 1  

ჩემი ძმა ბავშვობაში გამუდმებით იყო ბულინგის მსხვერპლი,არავის არაფერს უშავებდა პირიქით სხვა ბავშვებისგან სიკეთით გამოარჩევდი,სხვა ბიჭებმა როდესაც მისი ბავშვურობა და კეთილშობილება შეამჩნიეს დაცინოდნენ,ხან რას უძახოდნენ ხან რას,ირონიულად ელაპარაკებოდნენ,იცოდნენ ხმას მაინც არ გაცემდა.ერთხელ მახსოვს ორი ამხანაგი მხარდამხარ ამოუდგა,ერთი ერთი მხრიდან დაადებდა ხელს მეორე მეორედან და ასე აწვალებდნენ,მუდმივად ამცირებდნენ მხოლოდ იმიტომ რომ არ ძველბიჭობდა და ყველას პატივისცემით ექცეოდა,ამ მოვლენამ კი მასში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგა,აგრესიული გახდა გარშემომყოფების მიმართ და ძალიან ბევრი კომპლექსი გაუჩნდა,როთაც დღემდე იტანჯება.

ისტორია 2 

ბულინგი საზოგადოებაში კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება. განსაკუთრებით ხშირია მოზარდების დაბულინგების შემთხვევები. ზოგჯერ ამ დანაშაულს განზრახ აკეთებენ, თუმც არის შემთხვევები, როდესაც ამას გაუცნობიერებლად ჩადიან, რადგან საზოგადოებაში არის დაბალი ცნობიერების დონე. ამ კუთხით ბულინგი ხშირია სკოლებში მოზარდ თანატოლთა შორის.

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მოუკრავს თვალი საგაზეთო თუ ინტერნეტ სტატიებისათვის, სადაც ამ პრობლემას ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე და იქ მომხდარ არაერთ შემთხვევაზე დაყრდნობით განიხილავენ, თუმცა ადეკვატური რეაგირება ამ ფაქტს იშვიათად თუ მოჰყვება.

რამდენიმე სკოლის მოზარდმა გაგვიმხილა იმ ფაქტების შესახებ, რაც მიუთითებს ბულინგის მწვავე შემთხვევებზე. მთთან ინტერვიუებს კი უცვლელად გთავაზობთ კომფიდენციალურობის დაცვით.

 16 წლის ბიჭი ი.ნ. საკუთარ ისტორიას გვიზიარებს

"მეათე კლასის მოსწავლე ვარ. ჩემს კლასში 25 მოსწავლე ვართ, ამათგან 9 ბიჭი. ჩემს კლასელებს ადრე დაუბოხდათ ხმა, მე დღესაც ბავშვის ხმა მაქვს. ამის გამო, კლასელები სიცილით „ქალაჩუნას", ხან კი "ქალოიას’’ მეძახიან. ამ ფაქტს მშობლების შესწრებულან, მაგრამ შენიშვნა მხოლოდ სიცილით უთქვამთ მათი შვილებისთვის. ადრე ვფიქრობდი სკოლიდან წამოსვლაზე, ისიც მიფიქრია ჩავიკეტო და საერთოდ აღარ გავიდე გარეთ-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები ვინც გვერდში დამიდგნენ და გადამატანინეს ეს სტრესი.“

ისტორია 3 

ძალიან ხშირად მაბულინგებდნენ სკოლაში, სამწუხაროდ არც მე მქონდა საიმისო ნებისყოფა, რომ შევწინააღმდეგებოდი და სხვებსაც არ უჩნდებოდა “ჩემი დაცვის” სურვილი,  როდესაც მარტო ხარ და კლასის  უმრავლესობა დაგცინის, ხშირად ფიზიკურად გეხება(და თითქოს ამით ხუმრობს) რთულია შეეწინააღმდეგო, ძალიან დიდი ფსიქიკაა საჭირო, ამავდროულად მასწავლებელთანაც რომ მიდიხარ და სიციალურ ქსელშიც გამოთქვამ პრეტენზიას, უმრავლესობა გეუბნება რომ უნდა აიტანო, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ადამიანებს მომავლის სურვილიც უქრება.

ისტორია 4 

ჩემი ერთ-ერთი კლასელი აბულინგებდა მეორეს და ნუ ამას რათქმაუნდა სხვებიც უყურებდნენ. გინდა არ გინდა უნდა უყურო და მაგარი, რომ გამოჩნდე არაფერი არ უნდა თქვა. მაგრამ სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და ბოლოს, რომ ყელში ამოვიდა მჩაგვრელი, მე გვერდში დავუდექი ჩაგრულს და ახლა როგორც ძმას ისე ვუყურებ. სხვათაშორის ახლა ჩემი ორივე კლასელი ერთმანეთში ძალიან კარგად არიან, არის მომენტები როდესაც, რაღაც წამოუვლით მაგრამ შემდეგ მალევე დაზავდებიან.

Მადლობა თითოეულ გმირს  პირადი ისტორიების გაზიარებისთვის. გვახსოვდეს,  ბულინგი ტეხავს, ბულინგზე საუბარი - არა.

თუ შენც გსურს, საჯაროდ ისაუბრო ბულინგზე და თან ანონიმურობა შეინარჩუნო, მოგვწერე აქ  და მოგვიყევი ისტორია, რომელიც თავად გადაგხდენია ან შესწრებიხარ.

გამოიყენე ჩვენი პლატფორმა ბულინგის დასაგმობად. მოგვწერე და ჩვენთან ერთად ისაუბრე ხმამაღლა იმაზე, რისი შეცვლაც გსურს!








მიხარია,რომ მოზარდებს საᲨუალება აქვᲗ,აქ მაინც გამოხატავენ ᲗავიანᲗ გულისტკივილს და რაც მᲗავარია გულწრფელად მოუსმენენ...განაᲗლების სისტემაᲨი,სკოლებᲨი,ბაᲦებᲨი კი სულ მცირე ისეᲗი პედაგოგები უნდა იყვნენ დასაქმებულები,რომლებსაც ეყვარებაᲗ ბავᲨვები, და Ა.Შ.?

18.04.2021 12:45

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი