flash

ავტორი ამბებს მიღმა

26.04.2021 18:24

ანონიმური წერილები: #მევლაპარაკობ (ნაწილი IV)

ბულინგი

ილუსტრაცია: მარიამ ჩაგელიშვილი

ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ცდილობს მარტო გაუმკლავდეს ბულიგს.  თუმცა ყველაზე ძლიერი იარაღი მასზე ხმამაღლა საუბარია. სწორედ ამიტომ, აპრილში „ამბებს მიღმამ“ წამოიწყო კამპანია -#ბულინგიტეხავს!

გადავწყვიტეთ, ბულინგზე არამხოლოდ გვესაუბრა, არამედ მოგვესმინა რეალური ისტორიები. თითოეულ ამბავს თავისი გმირი ჰყავს. ამ ისტორიების წაკითხვით, თქვენც დარწმუნდებით რამდენად სერიოზული პრობლემაა ბულინგი ჩვენს ცხოვრებაში. 

ისტორია 1 

სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. არამხოლოდ კლასელებისგან ვიყავი დაცინვის ობიექტი, არამედ მასწავლებლებისგანაც. ბულინგი ხშირად გამოხატული იყო სიტყვებით: რამხელა ხარ, რას გავხარ, სახლში კარგად გაჭმევენ, ერთ სკამზე ეტევი?! ფრთხილად სკამი არ ჩატეხო და სხვა მსგავსი. 

მასწავლებლები სიცილნარევად გეტყოდნენ, ხომ არაფერი გიჭირს რომ დაიკლო. იმის ნაცვლად, რომ სხვისთვის შენიშვნა მიეცათ, მხარს უბავდნენ და იცინოდნენ. 

ბავშვზეც არის დამოკიდებული, რამდენად ყურადღებას აქცევს სხვის სიტყვებს და როგორი მენტალიტეტით იზრდება. მე არ მქონდა გააზრებული მომწონდა თუ არა სინამდვილეში ჩემი თავი, ვერც იმას ვხვდებოდი, რომ პირიქით უნდა მყვარებოდა საკუთარი თავი და არავისთვის მიმეცა უფლება დაეცინა ჩემთვის. არავინ იცის სხვისი სიტყვა ადამიანზე ხშირად რა ცუდ გავლენას ახდენს. 

ხშირად ვიკეტებოდი ჩემს თავში. ჩემი თავი ყველაზე მახინჯ არსებად მიმაჩდა. ძალიან ბევრი კომპლექსი დამიტოვა ბულინგმა. 

არავის აქვს უფლება დაგვაბულინგოს. სწორედ ამიტომ ჩავაბარე სამართალზე და ყოველ დღე ვხედავ როგორ ვიცვლები კარგისკენ და თუ სადმე ბულინგს ვხედავ, არასდროს ვიხევ უკან.

ისტორია 2

Ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვარ, რომელიც ყოველთვის სწავლობდა, შრომობდა და კავდებოდა მისთვის მოსაწონი აქტივობებით. Პირველად ბულინგის მსხვერპლი 10 წლის ასაკში გავხდი, როდესაც ჩემმა თანაკლასელმა გოგოებმა ასე ვთქვათ "გაპრანჭვა" და "მოდაზე აყოლა" დაიწყეს. Ჭარბი წონა მაწუხებდა (ახლაც განვიცდი ამ პრობლემას) შესაბამისად ყოველთვის იყო წამოძახილები "მსუქანო", "ვერაფერში ეტევი", "შენ ვინ შეგიყვარებს" და ასე შემდეგ. Ჩემს ჭარბ წონაზე "ღადაობას" ყოველთვის ვიტანდი და ვცდილობდი საკუთარი სტრესი სწავლაში ჩამეკლა. Სწავლის დროს ვივიწყებდი ჩემს პრობლემებს და ყველანაირდ ვკონცენტრირდებოდი. 

Შემდეგ სწავლა იქცა ბულინგის წყაროდ." ფუ შეხედეთ შკოლნიკი"," მსუქანია სწავლის გარდა სხვა რა დარჩენია" და ასე შემდეგ. Ეს ყველაფერი აუტანელია, ხალხო. Არასდროს ვყოფილვარ სუსტი ფსიქიკის პატრონი, მაგრამ როდესაც შეურაწყოფას გაყენებენ ყველანაირად გულზე გხვდება. Მეათე კლასში ვარ და ახლაც ბულინგს ვებრძვი.

Ვიღაცისგან წამოსული მცირე შეურაწყოფა იმის მოუხედავად რომ ეს ადამიანი ამას "ღადაობაში" ატარებს მაინც გულზე საშინლად გხვდება. Ყველაზე ცუდად შემიძლია გავიხსენო კომენტარები ჭარბ წონაზე. Ნურავის ჰგონია, რომ ჭარბი წონა, ცელულიტი და მისგან გამოწვეული პრობლემები ვინმეს მოსწონს. Ჩემი ცხოვრება რომ გავიხსენო საშინელი სტრესია, რომელსაც დიეტები იწვევს და აი ახლა, როდესაც ჰორმონალური დისბალანსი მაქვს უფრო მწვავედ გამოიხატება. Არც ერთი წამი არ მახსოვს წამოძახილით "მინუს ათი კილო მოგიხდებოდა".  მეც ვიცი, რომ მომიხდებოდა. ვერ წარმოიდგენთ რა მწარეა უყურებდე საკუთარ ანარეკლს სარკეში და ფიქრობდე "მაინც არარაობა ვარ","Მე ხომ მაინც ერთი სწავლაზე შეყვარებული მსუქანი გოგო ვარ, რომელსაც სხვა არაფერი დარჩენია" . Ეს ყველაფერი გულში და გონებაში ილექება. 

Სკოლა ის ადგილია, რომელიც ხალხს თავს აზიზღებს. Მასწავლებლებისგან, დირექციისგან, მანდატურებისგანაც კი მოდის რეპლიკები შენს წონაზე. Ხალხო, ეს მარაზმია და უნდა შეიგნოთ. Მეც ვისურვებდი ბევრად ლამაზი ვიყო. Ხალხს, რომელსაც სუსტი ფსიქიკა აქვს შეიძლება ფატალური შედეგით დაამთავროს სიცოცხლე და ამის მიზეზი რა არის იცით?! Ვიღაცის იდიოტურ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ. 

Ის რომ ვიღაცაზე მეტი ტვინი გიდევს თავში და მასზე წარმატებული ხარ დაცინვის ობიექტად არ უნდა გაქცევდეს. სხეული ჩემია და მე ვცდილობ საკუთარი თავი ასეთი მიყვარდეს. Ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც ნაკლი, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება ყოველ წამს არ შეიძლება. 

Მახსოვს როგორ ძლიერ მინდოდა მეტირა, მეყვირა და მეღრიალა. Ყველას თვალწინ მეთქვა, რომ მე მათზე უკეთესი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ადამიანებს გარეგნული მახასიათებლებით არ ვაფასებ და ვცდილობ ყველაში კარგი დავინახო.

 Ბოლინგი ადამიანს შიგნიდან ტეხს. Მეც გატეხილი ვარ. Ვცდილობ საკუთარი ნაწილები შევაკოწიწო, მაგრამ ყველა წარმოთქმული სიტყვა ახლიდან მამსხვრევს. Ბულინგის მსხვერპლი ადამიანები სამყაროს სხვანაირად უყურებენ.

ისტორია 3

მაბულინგებდნენ იმიტომ რომ ღმერთის არ მწამს. მესმის საქართველო ქრისტიანი ქვეყანაა მაგრამ მე არ ვარ გაზრდილი მორწმუნე ოჯახში, არ დავდიოდი ეკლესიებში, არ მილაპარაკია მამაოსთან, არ ვიცი ,,მამაო ჩვენო”. 

არასდროს არ ვლაპარაკობდი იმაზე რომ ათეისტი ვარ მაგრამ როცა მეკითხებოდნენ ყოველთვის ვპასუხობდი სიმართლეს. არასდროს არ დამიცინია იმათთვის ვისაც სწამდათ ღმერთის, პირიქით მათ ვაფასებ უბრალოდ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა რომ არ მწამს ღმერთის. უმეტესად ბულინგი ინტერნეტიდან მოდიოდა ჩემს მიმართ, კომენტარებში, ხშირად პირადშიც მწერდნენ ინსტაგრამიდან, ფეისბუქიდან. მაგრამ ინტერნეტის გარეთაც ყოფილა შემთხვევები. ერთხელ უბრალოდ საყურე მეკეთა რომელზეც ჯვარი იყო ჩემოკიდებული არც ჩანდა ნორმალურად და ვიღაცა ქალი მოვიდა და მკითხა მონათლული ხარო? მე ვუპასუხე კი თქო, აბა ეს ჯვარი ყურზე რატო გიკეთიაო და რა მნიშვნელობა აქვს თქო, და აბა ღმერთის ხო გწამსო და ვუპასუხე სიმართლე, ბევრი უსმენდა ჩვენ საუბარს და დამიწყეს ჩხუბი როგორ შეიძლება ქრისტიან ქვეყანაში ღმერთის რომ არ გწამსო, ეს მარტო ქუჩაში არა მეგობრებშიც მომხდარა და კლასში. მოკლედ ალბათ აზრს ჩაწვდით ათეისტებს აქეთ ქრისტიანები გვამცირებენ და გვაბულინგებენ როდესაც ათეისტებს არ აინტერესებთ ვის რისი სწამს პირადად ჩემთვის მთავარია ადამიანი ადამიანი იყოს და არა ცხოველები თუმცა ცხოველები ასეთ შეურაცხყოფას არ იმსახურებენ.

ისტორი 4

ძნელია ილაპარაკო ბულინგზე, თან ძალიან ძნელი. მგონია ამ ამბავს ძალიან ახლო ადამიანს ვუყვები, არადა, სულ არ ვიცი სად მიდის ჩემი ეს ამბავი... ბულინგის მსხვერპლი ვყოფილვარ ერთადერთხელ, მაგრამ სამწუხაროდ არ მეყო ძალები იმისთვის რომ ჩემი თავი გამემართლებინა და ჩემი თავი ამერიდებინა ბულინგს...  ერთმა ახალგაზრდამ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, მე ის შემეხო არასასიამოვნოდ, ზოგადად არ მიყვარს როცა ბიჭი გოგოს ეხება ზედმეტად! ვთვლი რომ ზედმეტია ხელის მხარზე გადადება და ა.შ... რაც ახლა მოვყევი ეს არ არის ბულინგი ,ვიცი. ეს არის ძალადობა, მაგრამ სწორედ ამ ძალადობას გამოიწვია შემდგომ ბულინგი! არავინ არ დაიჯერა ეს ფაქტი! ყველამ ხელი მკრა, ყველამ ჭორები გამიშვა ამ ამბავს, ყველამ გამამტყუვნა, აი სწორედ ის მომენტი იყო ბულინგი როცა გამრიყეს! მე ვერ დავამტკიცე სიმართლე ჩემი სიტყვებით, განა არ სჯეროდათ? სჯეროდათ, უბრალოდ "მაგ ბიჭს" ქონდა სიმდიდრე, რის გამოც მას ყველა პატივს სცემდა! დღემდე ვერ დავამტკიცე ის რომ მე არ ვარ მატყუარა! ბევრმა მომიბოდიშა კიდეც , რადგან გადამიღეს იმ მომენტში!  ამბიდან წლები გავიდა, მე ისევ დავიმკვიდრე სახელი!  

მინდა რომ ყველას მშვიდი ცხოვრება ვუსურო! მინდა რომ არავინ არ იყოს ბულინგის მსხვერპლი!

ისტორია 5

მთელი თინეიჯერობა ბულინგის მსხვერპლი ვიყავი.

ვერ ვიხსენებ როდის დაიწყო ყველაფერი, ვერც იმას რატომ. სამაგიეროდ მახსოვს რამდენად მტკივნეული იყო მათი ნათქვამი სიტყვები, ისიც მახსოვს,კიბეზე დაგორებულს ყველა ნეკნი ერთდროულად რომ მტკიოდა (სხვათაშორის იმ დღის კვალი სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს სხეულზე- ხერხემლის დაზიანების გამო მარჯვენა ფეხი გამუდმებით მტკივა),  ხელის ამობრუნების ტკივილიც ნათლად მახსოვს, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მათი ნათქვამი სიტყვები ჩამრჩა გონებაში. ის დაცინვა და საკუთარი თავის ზიზღი იმდენად ჩამებეჭდა, რომ ამდენი წლის შემდეგაც  ქუჩაში სიარულისას მგონია, რომ ყველა მე დამცინის.  არ ვიცი რატომ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს ასე, თუმცა ის ვიცი, რომ საკუთარი ქცევის დანაშაულს ვერც ერთი ხვდებოდა.

წლები გადიოდა და ფიქრი, რომ ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე უფრო და უფრო იბყრობდა ჩემს გონებას. 

მახსოვს ერთხელ მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის გამოსავალი ეკლესია იქნებოდა ( ეს იმიტომ, რომ ჰარი პოტერი მიყვარდა და გამუდმებით ზებუნებრივს ვუყურებდი). ჩემს კლასელებს ჩემი ეკლესიაში წაყვანა დაავალეს და იმ დღეს ღმერთიც დავკარგე. 

მათ ტელეფონებში დიდხანს ინახებოდა ჩემი უკანალის ფოტო, რომლის გადაღებისთვისაც მათ კაბა ძალით ამიწიეს და შემდეგ დიდხანს მაშანტაჟებდნენ ამ ფოტოთი. 

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო წლების შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი შემთხვევით ვნახე ქუჩაში და უეცრად მასთან საუბრისას თავი ჩავხარე- შიში,რომელიც მეგონა გადავლახე თურმე ისევ სადღაც ღრმად ცხოვრობს ჩემში. 

მიხარია რომ უფრო მეტი ადამიანი ხედავს ამ პრობლემას. იმედი მაქვს იმის გამოვლა, რაც მე გამოვიარე აღარავის მოუწევს.

ხშირად შევსწრებივარ ჩემს კლასში ბულინგს მე თვითონაც ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი მაგრამ არასდროს არ შემეძლო მხარში დავდგომოდი მსხვერპლს იმიტომ რომ მეშინოდა. ბულინგის მიზეზი უმეტესად იყო გარეგნობა, ხშირად დაცინოდნენ ერთმანეთს რადგანაც რაღაცა შემთხვევით წამოსცდა ამის გამო კლასში ხმის ამოღების მეშინოდა ვფიქრობდი იქნებ რამე არაწორად ვთქვა და დამცინონ თქო. ორი წელი ალბათ საერთოდ არ ველაპარაკებოდი კლასელებს და კლასიდან არ გამოვდიოდი ზოგჯერ საერთოდ მთელი დღე სკამიდან არ ვდგებოდი მაქსიმუმ მასწავლებლისთვის გამეცა პასუხი. მაგაზეც დამიწყეს დაცინვა რომ რატო არ დგები სკამიდანო და ერთხელ საერთოდ რომ ავმდგარიყავი ჩანთა წამართვეს და გადამიგდეს სკოლიდან ერთერთი წიგნი კიდევ სკოლის ტუალეტში ჩამიგდეს ხო არა მგონია რო ეფიქრათ რასაც აკეთებდნენ. ამის გამო საერთოდ ჩავიკეტე და სკოლაში დაახლოებით ერთი თვე აღარ მივდიოდი. იფიქრეთ სანამ რამეს იზამთ, იფიქრეთ რა მოხდება თქენი საქციელის მერე.

 

მადლობა თითოეულ გმირს პირადი ისტორიების გაზიარებისთვის. გახსოვდეს, ბულინგი ტეხავს, ბულინგზე საუბარი - არა. 

თუ შენც გსურს, საჯაროდ ისაუბრო ბულინგზე და თან ანონიმურობა შეინარჩუნო, მოგვწერე აქ  და მოგვიყევი ისტორია, რომელიც თავად გადაგხდენია ან შესწრებიხარ.

გამოიყენე ჩვენი პლატფორმა ბულინგის დასაგმობად. მოგვწერე და ჩვენთან ერთად ისაუბრე ხმამაღლა იმაზე, რისი შეცვლაც გსურს! 







სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი