flash

ავტორი ამბებს მიღმა

12.05.2021 14:47

ანონიმური წერილები: #მევლაპარაკობ (ნაწილი VIII)

ბულინგი

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ცდილობს მარტო გაუმკლავდეს ბულიგს.  თუმცა ყველაზე ძლიერი იარაღი მასზე ხმამაღლა საუბარია. სწორედ ამიტომ, აპრილში „ამბებს მიღმამ“ წამოიწყო კამპანია - #ბულინგიტეხავს!

გადავწყვიტეთ, ბულინგზე არამხოლოდ გვესაუბრა, არამედ მოგვესმინა რეალური ისტორიები. თითოეულ ამბავს თავისი გმირი ჰყავს. ამ ისტორიების წაკითხვით, თქვენც დარწმუნდებით რამდენად სერიოზული პრობლემაა ბულინგი ჩვენს ცხოვრებაში.

ისტორია 1

ჩემი ძმა ბავშვობაში გამუდმებით იყო ბულინგის მსხვერპლი, არავის არაფერს უშავებდა, პირიქით, სხვა ბავშვებისგან სიკეთით გამოარჩევდი. სხვა ბიჭებმა, როდესაც მისი ბავშვურობა და კეთილშობილება შეამჩნიეს დაცინვა დაუწყეს, ხან რას ეძახდნენ, ხან რას. ირონიულად ელაპარაკებოდნენ, იცოდნენ ხმას მაინც არ გასცემდა. ერთხელ ორი მეგობარი მხარდამხარ ამოუდგა, ერთი ერთი მხრიდან დაადებდა ხელს, მეორე მეორედან და ასე აწვალებდნენ, მუდმივად ამცირებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ “ძველბიჭობდა” და ყველას პატივისცემით ექცეოდა. ამ მოვლენამ კი მასში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგა, აგრესიული გახდა გარშემომყოფების მიმართ და ძალიან ბევრი კომპლექსი გაუჩნდა, რითაც დღემდე იტანჯება.

ისტორია 2

ბულინგი დღევანდელ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სკოლის ასაკში ძალიან დიდი პრობლემაა. შარშან, მე და ჩემს რამოდენიმე კლასელს უთანხმოება გვქონდა ასევე ჩვენს კლასელთან. მისი ოჯახიდან სერიოზული მუქარა წამოვიდა და შესაბამისად იყო ბულინგიც ჩვენს მიმართ. ვიღებდით შეურაცხმყოფელ სიტყვებს, გვწერდნენ სოციალურ ქსელში და გვემუქრებოდნენ სკოლიდან გარიცხვით. საბოლოოდ, როდესაც დამრიგებელმა ვერ მოაგვარა ეს პრობლემა, მანდატურებმა საქმე პოლიციას გადასცეს და გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტი მოგვარდა.

ისტორია 3

ძალიან ხშირად მაბულინგებდნენ სკოლაში, სამწუხაროდ არც მე მქონდა საიმისო ნებისყოფა, რომ შევწინააღმდეგებოდი და სხვებსაც არ უჩნდებოდა “ჩემი დაცვის” სურვილი,  როდესაც მარტო ხარ და კლასის  უმრავლესობა დაგცინის, ხშირად ფიზიკურად გეხება(და თითქოს ამით ხუმრობს) რთულია შეეწინააღმდეგო, ძალიან დიდი ფსიქიკაა საჭირო, ამავდროულად მასწავლებელთანაც რომ მიდიხარ და სიციალურ ქსელშიც გამოთქვამ პრეტენზიას, უმრავლესობა გეუბნება რომ უნდა აიტანო, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ადამიანებს მომავლის სურვილიც უქრება. 

ისტორია 4 

ჩემი ერთ-ერთი კლასელი აბულინგებდა მეორეს და ნუ ამას რა თქმა უნდა სხვებიც უყურებდნენ. გინდა არ გინდა უნდა უყურო და მაგარი რომ გამოჩნდე, არაფერი არ უნდა თქვა. მაგრამ სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და ბოლოს, რომ ყელში ამოვიდა მჩაგვრელი, მე გვერდში დავუდექი ჩაგრულს და ახლა როგორც ძმას ისე ვუყურებ. სხვათაშორის ახლა ჩემი ორივე კლასელი ერთმანეთში ძალიან კარგად არიან, არის მომენტები, როდესაც რაღაც წამოუვლით, მაგრამ შემდეგ მალევე დაზავდებიან.

ისტორია 5

ჩემი ბულინგის ისტორიები ადრეული ასაკიდან დაწყებითი კლასიდან დაიწყო, თუმცა ამ პრობლემის გაანაზილებას და მისგან წარმოქმნილი პრობლემების გამკლავება გვიან დავიწყე.     დაწყებითი კლასიდან საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი  ძალიან მიყვარდა სწავლა  და მეცადინეობა თუმცა ჩემს  დამრიგებელს დიდად არ მოვწონდი. არ ვიცი რატომ.  ბავშვობაში რაღაც სიტყვას სასაცილოდ ვამბობდი დამრიგებელმა  ამის გამო კლასის წინაშე დამაყენა და სხვა მოსწავლეებს  მისცა საშვალება დამამცირებელი სახელი ეძახათ ჩემთვის. ამის გამო არავინ მემეგობრებოდა ყველა გამირბოდა და დამცინოდა  ხშირად საშინელ წერილებს ვიღებდი  რომ საზიზღარი ადამიანი ვიყავი და საშინელ რამეებს მისურვებდნენ. თანაკლასელი ბიჭები მიჭერდნენ და ფიზიკურადაც  მამცირებდნენ.  ერთხელ სიმღერა  მომეწონა უცხო ენაზეიყო მაშინ არ ვიცოდი  უცხო ენები და სიტყვებსაც სწორად ვერ ვამბობდი  ეს რომ დამრიგებელმა მოისმინა სკოლის წინაშე მამღერა და შემდეგ დამცინა. ამის შესახებ სახლში არაფერს ვამბობდი  რადგან მჯეროდა რომ ოდესმე დამიმეგობრდებოდნენ თანაკლასელები. მახსოვს  დამრიგებელი ერთ კლასელს დასცინოდა რომ ასოები არიცოდა ის ბავშვი დღემდე განათლების გარეშეა და ამაში მას  ვადანაშაულებ. ბევრი სკოლა შევიცვალე და უკეთესი გავხდი  ეხლა მათთვის მოსაწონივარ.  სამწუხაროა რომ გვიან გავიგე რომ მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი   და ამის გამო  დეპრესიაც მქონდა ვფიქრობ აუცილებელია ყველა ბავშვმა  იცოდეს რომ საკუთარ თავთან ყველაზე ახლოს  საკუთარი თავია  ნუ აწყენინებ საკუთარ თავს იმიტომ რომ სხვას არ აწყენინო.

მადლობა თითოეულ გმირს პირადი ისტორიების გაზიარებისთვის. გახსოვდეს, ბულინგი ტეხავს, ბულინგზე საუბარი - არა. 

თუ შენც გსურს, საჯაროდ ისაუბრო ბულინგზე და თან ანონიმურობა შეინარჩუნო, მოგვწერე აქ  და მოგვიყევი ისტორია, რომელიც თავად გადაგხდენია ან შესწრებიხარ.

გამოიყენე ჩვენი პლატფორმა ბულინგის დასაგმობად. მოგვწერე და ჩვენთან ერთად ისაუბრე ხმამაღლა იმაზე, რისი შეცვლაც გსურს! 

 

 

 

მარიამი

მარიამი

ბულინგის მსხვერპლი ხშირად ვყოფილვარ.განსაკუთრებით გარეგნობის: ტანისამოსის, თმის, სახეზე გამონაყარის გამო.შეიძლება დღეს ეს ყველაფერი შევცვალე ან გამოვასწორე, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, მაგრამ ბულინგმა სრულიად დააზიანა ჩემი ფსიქიკა,სწორედ ამიტომ, დღეს მე კლავ ვებრძვი არასრულფასოვნების კომპლექსს და დაბალ თვითშეფასებას.

14.05.2021 20:58

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი