flash

ავტორი ამბებს მიღმა

28.04.2021 18:08

ანონიმური წერილები: #მევლაპარაკობ (ნაწილი V)

ბულინგი

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ცდილობს მარტო გაუმკლავდეს ბულიგს.  თუმცა ყველაზე ძლიერი იარაღი მასზე ხმამაღლა საუბარია. სწორედ ამიტომ, აპრილში „ამბებს მიღმამ“ წამოიწყო კამპანია -#ბულინგიტეხავს!

გადავწყვიტეთ, ბულინგზე არამხოლოდ გვესაუბრა, არამედ მოგვესმინა რეალური ისტორიები. თითოეულ ამბავს თავისი გმირი ჰყავს. ამ ისტორიების წაკითხვით, თქვენც დარწმუნდებით რამდენად სერიოზული პრობლემაა ბულინგი ჩვენს ცხოვრებაში. 

ისტორია 1

გამარჯობა. სიმართლე გითხრათ ბულინგი ჩემი ბავშვობის განუყრელი ნაწილი იყო. ,,მსუქანი" ვიყავა. სიტყვა მსუქანი მეზიზღება (ახლაც არ ვარ ტანწერწეტა, თუმცა მაინც). 

,,რას გავხარ", ,,არავის მოეწონები თუარ დაიკლებ", ,,რამდენს გაჭმევენ", ,,ძროხა ხარ". საზოგადოებისგან  ხშირად მესმოდა მსგავსი რეპლიკები, რაზეც პასუხს ვერ ვუბრუნებდი და ჩემში ვიტოვებდი. ამ ყველაფერმა დროთა განმავლობაში ჩემი თავი შემაზიზღა, თვითშეფასება იმ ტრამვის მერე ახლაც ვერ ავიმაღლე და ახლაც ყველაზე მახინჯი მგონია ჩემი თავი. ჩემთვის კილოგრამები პრობლემა არ იყო, მაგრამ გარშემო ადამიანებს ,,აღელვებდათ". მახსოვს კლასელებთან ერთად ზღვაზე ვიყავი, რაც კიდევ უფრო დიდი ტრამვა იყო ჩემთვის, საცურაო კოსტუმი უნდა ჩამეცვა. ერთ-ერთმა კლასელმა ხმამაღლა დამიყვირა: ,,რამხელა ხარ,ერთი 100 კილო იქნები, შენ ვინ შეგიყვარებსო". გაიცინეს სხვებმაც, ვისაც მსგავსი პრობლემა არც ჰქონია. ჩემში კი ეს დღეს ყველაზე საზიზღარ დღედ ჩაიწერა და გადავწყვიტე, არა იმიტომ რომ მე მიქმნიდან პრობლემას, არამედ იმიტომ,რომ ამ ადამიანების რეპლიკა არ მომესმინა,ვარჯიში დამეწყო. 

მოკლედ, სიტყვა გამიგრძელდა. მაგრამ ვიტყი, რომ ახლაც ხშირად ვხვდები მსგავსს სიტუაციებს და მართლა ვიაზრებ როგორ მდგომარეობაში არიან ადამიანები. ჯერ-ჯერობით ვერ დამკვიდრდა ჩვენში, რომ სტარდარტები არავის შეუქმნია და ყველას შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც უნდა და არა სტანდარტებზე მორგებული, გრძელი ფეხებით და პატარა ცხვირით. ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ადამიანები ერთმანეთს არა გარეგნობით,არამედ შინაგანი სილამაზით აფადებენ!

მადლობა თუ ბოლომდე წაიკითხეთ  და ბოდიში დიდი ტესტის გამო.

ისტორია 2

მეც ვარ ბილინგის/ჩაგვრის “მსხვერპლი”.  ჩემს კბილებზე იცინოდნენ კლასელები, ჩემს ტანზე,

ადრეეულ ასაკში დიდ მკერდზე. ბურთებს მესროდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ჩემი აზრის გამოთქმის უფლებას არ მაძლევდნენ. ყველაფერზე დამცინოდნენ, თუ როგორ დავდიოდი, როგორ ვიცინოდი, როგორი შეუხედავი და მახინჯი ვიყავი. ვერ ვსაუბრობდი. ვერავის ვერ ვუყვებოდი ამ ყველაფერს. ჩუმად ვიყავი, ვიტანდი ყოველივეს. ჩუმად ვტიროდი, ჩუმად მტკიოდა, მაგრამ ახლა… დავძლიე.

როცა დავფიქრდი, ”მოიცა, მე რით ვარ ნაკლები?” “იმ ბიჭს რომელიც დამცინის მაგასაც ხომ არ აქვს კარგი კბილები?”  “ეე, მოიცა იმან ბურთი რომ მესროლა ეგ ბიჭიც ხომ მსუქანია?”

ნუთუ! ყველას გვაქვს ნაკლი. მაგრამ ამ ნაკლთან ერთად, გვაქვს ბედნიერების უფლება. იმას თუ აქვს, შენც გაქვს.  არაუშავს შენ თუ არ გაქვს კარგი კბილები, ერთადერთი არ ხარ ვისაც არ აქვს კარგი კბილები. ბევრია შენს გარდა, შეიყვარე თავი და არასდროს დაუხარო არავის. ყოველთვის მაღლა გქონდეს აწეული! გამოთქვი შენი აზრი და თუ ზედმეტს გაგიბედავენ, შენც უბრალოდ გაუბედე. 

ისტორია 3

მე პირადად შორს არ წავალ და საკუთარ ისტორიას მოვყვები. მოკლედ, ბავშვობიდან ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, ცხვირის სიგრძის გამო. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ პატარა ასაკში უფრო განვიცდიდი, ვიდრე ახლა, თინეიჯერიბაში. თითქოს ეგუები და ეს ყველაზე ცუდია, ვითომ იუმორით იღებ და ვითომ სხვაც იუმორით გეუბნება, მაგრამ ეს ხო ნორმალური არაა?! სამწუხაროდ ადამიანები კიდევ ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ ბულინგის სერიოზულობას.. მახსოვს პატარაობაში სახლშიც ვიკეტებოდი ამის გამო. ბულინგის პრევენციისთვის, ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა ამაღლდეს ცნობიერება ამ საკითხის მიმართ. პატარა ასაკიდან უნდა ხდებოდეს თაობასთან ამ თემაზე საუბარი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ჩემი აზრით, გარემოს სადაც იზრდება ბავშვი. ბავშვი უნდა იზრდებოდეს თბილ გარემოში, რადგან ამას მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში დიდი მშნიშვნელობა აქვს. მადლობა.

ისტორია 4

16 წლის ვარ, ძირითადათ კანის ფერის გამო მაბულიგებდნენ, ქართველების უმრავლესობასთან შედარებით მუქი კანის ფერი მაქვს, მაგარამ ქართველი ვარ. პირველად ბაღში ვიყავი, როცა ზანგი დამიძახეს, შემდეგ სკოლაშიც და ეზოშიც ხშირად დამცინოდნენ და ხუმრობდნენ ჩემი კანის ფერზე. მახსოვს, ერთხელ ეზოდან რომ ამოვედი, მთელი ღამე ვტიროდი, ვერ ვიტანდი ჩემს კანის ფერს და ვციდილობდი მზეს მოვრიდებოდი, რომ უფრო არ გავმუქებულიყავი, მძულდა სარკეში ჩახედვაც. საბოლოოდ ამ ადამიანებთან კონტაქტი შევწყვიტე და ჩავიკეტე. ძნელია წესიერი ურთიერთობა არ გქონდეს შენს კლასელებთან ან მეზობლებთან, მაგრამ უკეთესია ასეთ ადამიანებს მოშორდე, საბოლოოდ აღარ მაკომპლექსებს ჩემი კანის ფერი და დღეს ასეთ "ხუმრობებზე" ადეკვატური პასუხიც მაქვს და აღარ ვჩუმდები, რაც მთავარია აღარც ჩემი თავი მძულს კანის ფერის გამო.

ისტორია 5

ჩემს სკოლაში მასწავლებლები უფრო ჩაგრავდნენ მოსწავლეებს, ვიდრე ბავშვები ერთმანეთს. პირადად მე იშვიათად ვხდებოდი მათი მსხვერპლი, რადგან ჩუმი ბავშვი ვიყავი და პასუხის გაცემა ჩემთვის მორალურად არასწორი იყო, რადგან ბებია პედაგოგი მყავდა და მასწავლეს, რომ მასწავლებელი ყოველთვის მართალია. ჩემ კლასელებს კი , განააკუთრებით მათ, ვინც შედარებით ნელა ითვისებდა მასალას, ცხოვრება ჯოჯოხეთად ჰქონდათ ქცეული მასწავლებლებისგან, რომლებიც შანს არ უშვებდნენ, რომ ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ეძალადათ და საკუთარი ეგო დაეკმაყოფილებინათ. 

მადლობა თითოეულ გმირს პირადი ისტორიების გაზიარებისთვის. გახსოვდეს, ბულინგი ტეხავს, ბულინგზე საუბარი - არა. 

თუ შენც გსურს, საჯაროდ ისაუბრო ბულინგზე და თან ანონიმურობა შეინარჩუნო, მოგვწერე აქ  და მოგვიყევი ისტორია, რომელიც თავად გადაგხდენია ან შესწრებიხარ.

გამოიყენე ჩვენი პლატფორმა ბულინგის დასაგმობად. მოგვწერე და ჩვენთან ერთად ისაუბრე ხმამაღლა იმაზე, რისი შეცვლაც გსურს! 








ლიზა

ლიზა

მეც მიდა ჩემი ამბავი მოვღვე

03.05.2021 20:04
ანანო მჟავანაძე

ანანო მჟავანაძე

არ ვიცი ამასბრამდენად ბულინგი შეიძლება ეწოდოს მაგრამ ჩემი აზრით ასეა!ვარ 12 წლის. და რამდენიმე თვეა ვუსმენ კორეულ ბოიბენდს.ეს არის კორეული ბოიბენდი რომლევიც ატარებენ მაკიაჟს და მსგავს რამეებს.ამის გამო კი ყველა დამცინის.ეს გოგო გიჟია""ფუ რამ მოგაწონა ეგ ჩინელები""წამო ეს გოგო იმ ჩინელებთან გავუშვათ კომფორტულად იქნება".ამის გამო კლასელებთან კი გავწყვიტე ურთიერთობა.მაგრამ ახლა ვიცი რომ სხვის გამო არაა საჭირო საკუთარი თავის დაზიანება.*დავამატებ იმას რომ ეს ბოიბენდი მე ბევრ რამეს მასწავლის და მათ შორის საკუთარი თავის სიყვარულს* მე ახლა ვიცი რომ უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი როგორიც ვარ.მათი წყალობით გავიცანი ონლაინ ბევრი მეგობარი და ახლა ბედნიერი ვარ.ეს ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ.გემოვნებაზე ბულინგი ტეხავს.ამიტომ გიყვარდეს საკუთარი თავი როგორიც ხარ.გააკეთე,მოუსმინე,ჩაიცვი,მაკიაჟი წაისვი...რაც გინდა ის გააკეთე რადგან ეს შენი საკუთარი ცხოვრებაა და არავის აქვს ის დაანგრიოს. *ბოდიშს გიხდით ამხელა ტექსტის თვის*

02.05.2021 13:46

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი