flash

ავტორი ამბებს მიღმა

01.07.2021 14:53

#ბულინგიტეხავს კამპანია ქუთაისსა და ბათუმში

ბულინგი

ბულინგის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი მასზე ხმამაღლა საუბარია. სწორედ ამიტომ, აპრილშიამბებს მიღმამწამოიწყო კამპანია - #ბულინგიტეხავს, ბულინგზე საუბარი - არა. კამპანია დღემდე გრძელდება და ონლაინ სივრცესაც გასცდა.

ბულინგზე სასაუბროდ ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მოძრავი გამოფენა - #ბულინგიტეხავს. პირველი გამოფენა თბილისში მოეწყო, ამჯერად, მოძრავი გამოფენის საშუალებით, ამბებს მიღმა ბულინგზე საუბარს ქუთაისსა და ბათუმში აგრძელებს. 

21-24 ივლისს ამბებს მიღმა ადგილობრივ პარტნიორებთან, მოწვეულ სტუმრებთან, ჩვენს აუდიტორიასთან ერთად გთავაზობთ არაერთ საინტერესო პანელ-დისკუსიას, პირისპირ შეხვედრას, გამოფენას. 

ქუთაისში #ბულინგიტეხავს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიები ამბებს მიღმასა და წიგნების თაობის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდება. 

 

21-22 ივლისი - ქუთაისი 

 
21 ივლისს 15:00 საათზე გიწვევთ 10-13 წლის ასაკის ბავშვებსა და მშობლებს ბულინგზე სასაუბროდ. შეხვედრა გაიმართება ამბებს მიღმას და წიგნების თაობის ერთობლივი ინიციატივით კამპანიის #ბულინგიტეხავს ფარგლებში. ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი ნინო ქარსელაძე ბავშვებსა და მშობლებს ათამაშებს სხვადასხვა როლურ თამაშს, მათთან ერთად იმსჯელებს ბულინგის შედეგებსა და პრევენციაზე. 
19:00 საათიდან გაიმართება გამოფენა #ბულინგიტეხავს, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოვიდეს და დაათვალიეროს თაობა Z-ის მიერ შექმნილი ნახატები და ილუსტრაციები ბულინგისა და ძალადობის თემაზე.
 
 
 
22 ივლისს 17:00 საათზე ამბებს მიღმა და წიგნების თაობა გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე #ბულინგიტეხავს.
შეხვედრა გაიმართება ამბებს მიღმას და წიგნების თაობის ერთობლივი ინიციატივით კამპანიის #ბულინგიტეხავს ფარგლებში, გიწვევთ ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ყველას, ვისთვისაც ეს თემა მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგთან, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტირ ნინო ქარსელაძესთან ერთად, განვიხილავთ ბულინგის შედეგებსა და პრევენციის გზებს. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, ხმამაღლა ისაუბრონ ბულინგზე.
პარალელურად, გაიმართება გამოფენა #ბულინგიტეხავს, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოვიდეს და დაათვალიეროს თაობა Z მიერ შექმნილი ნახატები და ილუსტრაციები ბულინგისა და ძალადობის თემაზე.
 
 
 

23-24 ივლისი - ბათუმი 

23 ივლისს 17:00 საათიდან ბათუმში სოციალური მიმართულების მედია-პლატფორმა ,,ამბებს მიღმა’’ და სოციალური კაფე ,,თავისუფალი სივრცე'' გიწვევთ გამოფენაზე #ბულინგიტეხავს. კაფეში მოსულ სტუმრებს დაგხვდებათ ბულინგისა და ძალადობის თემატიკაზე შესრულებული ილუსტრაციები და ნახატები, რომელიც კონკურსის #ბულინგიტეხავს ფარგლებში თაობა Z-ის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს. 

 

 
24 ივლისს 16:00 საათიდან ბათუმის ცენტრალურ (6 მაისის ) პარკში გელოდებით ყველას გამოფენაზე #ბულინგიტეხავს. 16:00 საათიდან, მთელი საღამოს განმავლობაში, შესაძლებლობა გექნებათ უბრალოდ გაისეირნოთ ბათუმის პარკში და დაათვალიეროთ ბულინგისა და ძალადობის თემატიკაზე შესრულებული ილუსტრაციები და ნახატები, რომელიც კონკურსის #ბულინგიტეხავს ფარგლებში თაობა Z-ის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი