flash

ავტორი Tamta

08.02.2021 19:00

CRRC: მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს და რელიგიურ ინსტიტუტებს ენდობა

გამოკითხვა

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

"კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC - საქართველო) უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად რელიგიურ ინსტიტუტებს, ყველაზე ნაკლებად კი - პოლიტიკურ პარტიებს ენდობა. 

შეიცვალა თუ არა მოსახლეობის განწყობა, სხვადასხვა ინსტიტუციების მიმართ, ბოლო 11 წლის მანძილზე? 

ამის გასარკვევად, შევადარეთ CRRC საქართველოს “კავკასიის ბარომეტრის” 2009 და 2020 წლის კვლევები.

2009 წელს მოსახლეობა ყველაზე მეტად რელიგიურ ინსტიტუტებს (85%), ჯარს (72%) და პოლიციას (51%) ენდობოდა. ყველაზე ნაკლებად - სასამართლო სისტემას (25%), არასამთავრობო ორგანიზაციებს (28%) და პარლამენტს (30%). 

 

2020 წლის პირველი სამეული ასე გამოიყურება: რელიგიური ინსტიტუტები (83%), ჯარი (81%) და პოლიცია/ჯანდაცვის სისტემა (56%). ყველაზე ნაკლებად კი - პოლიტიკურ პარტიებს (18%), არასამთავრობო ორგანიზაციებს(24%) და პარლამენტს/პრეზიდენტს (25%) ენდობიან.

 

კავკასიის ბარომეტრი: 2020. კვლევის სამუშაოები, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით, ჩატარდა 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე. გამოპასუხების დონე 29%-ს შეადგენს; სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით გამოკითხულია ე.წ . შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით (Random Digit Dial) ამორჩეული 1 504 რესპონდენტი

კავკასიის ბარომეტრი: 2009. კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 2009 წლის 28 ოქტომბრამდე. გამოპასუხების დონე 70%-ს შეადგენდა; გამოიკითხა 1991 რესპონდენტი.

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი