flash

ავტორი გოგა ნიჟარაძე

19.10.2020 19:00

დავით გარეჯი და კარტოგრაფების საქმე - მოკლედ

დავით გარეჯი

დავით გარეჯის თემა ძალიან სენსიტიურია როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მხარისთვის. ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ეს კულტურული და რელიგიური ძეგლი რთული დასათმობი აღმონდა ორივე სახელმწიფოსთვის.

უკვე მრავალი წელია, რაც ამ მონაკვეთზე საზღვრის დელიმიტიზაციის საკითხი ვერაფრით მოგვარდა. პრობლემა კი დროდადრო მწვავდება.

პრობლემის სათავეებთან

საზღვრის დემარკაციის პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოჩნდა და იგი მხოლოდ აზერბაიჯანის საზღვარს არ მოიცავს. ერთადერთი სახელმწიფო საზღვარი, რომელიც საქართველომ უპრობლემოდ დაადგინა, იყო თურქეთთან. ამის მიზეზად ისტორიკოსები იმას ასახელებდნენ, რომ ამ ქვეყანასთან სახელმწიფო საზღვარი საბჭოთა კავშირს ჰქონდა. ხოლო საქართველოს სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ, საზღვრის დადგენის პროცესი დღემდე არ არის დასრულებული.

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკასთან ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვს სასაზღვრო მონაკვეთის 29%, ხოლო აზერბიაჯანის რესპუბილიკასთან  - 34% მათ შორის,დავით გარეჯის ტერიტორიაც. რაც შეეხება ჩრდილოეთ საზღვარს, ეს უფრო პრობლემური საკითხია, რადგან რუსეთი შემოსულია საქართველოს ტერიოტირიების დიდ ნაწილზე და დღემდე განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას.

საბჭოთა კავშირში საზღვრები იოლად დგინდებოდა. საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გამყოფი ზოლები წყალგამყოფებზე, ქედებზე და კლდეებზე იყო გავლებული. Დავით გარეჯი კი თავის დროზე ისე აშენდა, რომ ერთი ქედის ორი მხარე მოიცვა. შედარებით დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ტერიოტირაზე მოხვდა, მეორე ნაწილი კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამიტომ დავით გარეჯი პრინციპულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის.

რას ამბობს ქართული მხარე? 

საქართველოში ყველა თანხმდება, რომ დავით გარეჯი ქართული ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლია. იუნესკოს ინფორმაციით, მის შემადგენლობაში დღეს 19 მონასტერია. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი 13 ასურელი მამიდან ერთ-ერთმა, დავითმა ჩაუყარა. დროთა განმავლობაში კი ეს ადგილი ქართველი ბერ-მონაზვნებისთვის უმნიშვნელოვანესი სასულიერო კერა გახდა და დღემდე ქართველი ქრისტიანების სამონასტრო ცხოვრების ცენტერად ითვლება.

ეკლესიების რაოდენობა აქ ნელ-ნელა იზრდებოდა, თუმცა ისინი არ შენდებოდა დამოუკიდებლად, სხვა სხვა სახელით, - თითოეული ახალი ნაგებობა დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი ხდებოდა.  დავით  ამიტომ,  ქართული მხარე ფიქრობს, რომ ტერიტორიის საზღვრით დანაწევრება არა მხოლოდ ემოციურადაა მტკივნეული, არამედ  ლოგიკას და ისტორიულ საფუძველსაც არის მოკლებული. მოკლებული.

 რას ამბობს აზერბაიჯანული მხარე?

აზერბაიჯანი თვლის, რომ დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელიც მათ მხარეს არის, კავკასიელი ალბანელების კულტურას მიეკუთვნება. კავაკსიის ალბანეთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო იყო სამხრეთ კავკასიაში, ამჟამიდნელი აზერბაიჯანისა და დაღესტნის ტერიოტრიაზე. აზერბაიჯანელები თავს მათ შთამომავლად მოიაზრებენ. 

კავკასიური ალბანეთის კულტურა  ა არაბების გამოჩენის  შემდეგ პრაქტიკულად განადგურდა. აზერბაიჯანული ნარატივის მიხედვით კი, ის ქრიტიანული მემკვიდრეობა, რაც ამ  ტერიტორიის  ისლამიზაციის შემდეგ გადარჩა, ეროვნული კუთვნილების სიმბოლოა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. 

სიტუაციის გამწვავება და წარსულის ინციდენტები დავით გარეჯში

2019 წლის აპრილ-მაისის პერიოდში ამ თითქოსდა მიძინებულმა თემამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი, რასაც წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა:

20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპა ნოსტრას“  ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის მონასტერში იმყოფებოდა. ამავე დღეს პრეზიდენტმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იგი დავით გარეჯთან და მასზე გამავალ სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული პრობლემების სასწრაფო გადაწყვეტაზე საუბრობდა. ამავე თემაზე ზურაბიშვილმა ორი თვის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებებს რეაგირება მოყვა აზერბაიჯანის მხირდან:. 25 აპრილს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სასულიერო პირებსა და მომლოცველებს უდანბოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილებას უკრძალავდნენ. მაშინ აზერბაიჯანმა სამ მონასტრამდე მისასვლელი გზა დაკეტა, რაც საქართველოს მოსახელობის მასობრივი პროტესტის საგნად იქცა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მნახველებს დავით გარეჯში შესვლა აუკრძალეს. 2019 წლამდე ასეთ ორი ინციდენტი მოხდა: უდაბნოსთან მისასვლელი გზა აზერბიჯანულმა მხარემ პირველად, 2007 წელს ჩაკეტა, მეორედ კი 2012 წლის მაისში, მაშინ ტურისტებს და მომლოცველებს იქ შესვლა ორი კვირის განმავლობაში არ შეეძლოთ.

რა ხდება დღეს? - კარტოგრაფების საქმე

30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის (საზღვის დადგენის) კომისიის ქმედებების კანონიერებას იძიებს. მათი მტკიცებით, კომისიის წევრებმა სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთი საქართველოს საზიანოდ შეათანხმეს. გამოძიებას საფუძვლად თავდაცვის სამინისტროდან 2020 წლის 17 აგვისტოს  მიღებული წერილი დაედო.

7 ოქტომბერს ამავე კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. თუ საქართველოს კონსტიტუციას ჩავხედავთ, 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს. მისი პირველი ნაწილი კი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართული უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთლიანი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ.

რას ამბობს პროკურატურა?

რატომ  წარედგინათ კომისიის წევრებს ეს ბრალდება? ამაზე პროკურატურა გვპასუხობს, რომ დაკავებულებმა განზრახ გადამალეს 1937-1938 წლებით დათარიღებული რუკები,მათ მაგივრად კი 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებით იხელმძღვანელეს. პროკურატურა ამტკიცებს,რომ ეს უკანასკნელი არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს - საქმე არ ეხება მხოლოდ დავით გარეჯის მონაკვეთს, პროკურატურის თქმით, ამ რუკის მიხედვით სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰა ფართობს შეადგენს.

პროკურატურა  გვამცნობს,, რომ 1937-38 წლების რუკები სამართალდამცველებმა ნატალია ილიჩოვას კაბინეტის ჩხრეკისას აღმოაჩინეს. Ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ  1938 წლის რუკა გამოძიებას ჩხრეკამდე ერთი დღით ადრე მიაწოდა საბერძნეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა.

რას ამბობენ ბრალდებულები?

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებენ. 8 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე კომისიის ყოფილმა წევრებმა იმ რუკაზე ისაუბრეს, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა. ივერი მელაშვილის თქმით, კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის პროცესში ხელმძღვანელობდა 1938 წელს ხელმოწერილი, ოღონდ 1:500 000 მასშტაბიანი რუკით. ამის მიზეზად კი ის მოყავს, რომ 1938 წელს ამეირკავკასიის სამმა ქვეყანამ ამ რუკის საფუძველზე შეათანხმა საზღვრები. ასევე ამ რუკის საფუძველზე მოაწერა ხელი საზღვრის დადგენას სამივე რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა.

რაც შეეხება 1:200 000 მასშტაბის რუკას, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა , ივერი მელაშვილის თქმით,მას  საზღვრის დელიმიტაციის პროცესში ვერ გამოიყენებდნენ. . კომისიის ყოფილი წევრი განმარტავს: , თუ ამ ამ რუკას სხვა ნებისმიერს შევადარებთ,  ვნახავთ რომ მათზე დატანილ ელემენტებს შორის ცდომილება დაახლოებით 200-300 მეტრია.

მელაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ამ რუკის წარდგენით, საქართველი ვერაფერს მიაღწევდა,  რადგან მეორე მხარე მას მარტივად ჩაუტარებდა ექსპერტიზას და მიხვდებოდა რომ დოკუმენტი უვარგისია.

მეორე დაკავებული, ნატალია ილიჩოვა  ამბობს, რომ საზღვრის დადგენის პროცესში, კომისია, 1938 წლის რუკასთან ერთად, საბჭოთა პერიოდის უფრო გვიანდელ, უკეთეს რუკებს, სხვადასხვა დოკუმენტს და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებდა..

ილიჩოვას მტკიცებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი რუკა ქართულ მხარეს არამარტო უხერხულობას შეუქმნიდა, არამედ წამგებიან პოზიციაშიც ჩააყენებდა. Როგორც თვითონვე თქვა  სასამართლოზე,   ეს რუკა 1929 წლის ხელშეკრულების სამართლებრივ ველში შედის,ხელშეკრულებაში კი პირდაპირ წერია, რომ საზღვარი გადის ჩიჩხიტურის კოშკზე. ილიჩოვას თქმით,  ამ შემთხვევაში საქართველო დავით გარეჯის ნაწილს კარგავს.

რას უნდა ველოდოთ მომავალში?

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ჯერ არ დადასტურებიათ. საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ვარაუდობს, რომ კარტოგრაფების საქმეს აშკარა პოლიტიკური სარჩული აქვს და ხელისუფლებამ მისი  წინასაარჩევნოდ გამოყენება გადაწყვიტა. ხელისუფლება ბრალდებებს არ პასუხობს და საქმის გამოძიების დასრულებას ელოდება. 

რეგიონული მნიშვნელობით კი,  არც ერთი მხარე არ აპირებს პოზიციების დათმობას, შესაბამისად, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორ შეიძლება ამ საკითხის ისე მოგვარება, რომ ორი მეგობარი სახელმწიფოს ურთიერთობა მნიშვნელოვნად არ დაზარალდეს, საქართველომ კი მისთვის სასურველ შედეგს მიაღწიოს.

ელგუჯა

ელგუჯა

ეს წერილი ცუდი ქართველის მიერ არის დაწერილი

04.11.2020 02:06

ეს წერილი ძალიან ცუდი ქართველის მიერ არის დაწერილი

04.11.2020 02:05

სახელი

კომენტარის დამატება