flash

ავტორი Sandro

14.10.2020 15:08

რა ხდება ყირგიზეთში? - მოკლედ

ძალაუფლებისთვის ბრძოლა, თუ დემოკრატიული პროცესი? - ეს კითხვა აწუხებთ ახლა მათ, ვინც ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. 

ეს უკვე მესამე რევოლუცია უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. თუმცა ექსპერტების ნაწილი ამ შეფასებას არ ეთანხმება. მათი აზრით, ყოველ ჯერზე ერთი მმართველი ძალა მეორეს ანაცვლებს, სისტემა კი უცვლელი რჩება. 



გაუქმებული არჩევნები

4 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მხარდამჭერმა პარტიამ “ერთობამ” ხმების 24% დააგროვა. თითქმის ამდენივე დააგროვა მეორე პროსახელისუფლებო პარტიამ “მეკინემ კირგიზსტანმა”. მათ გარდა, საარჩევნო 7%-იანი ბარიერი კიდევ ორმა პარტიამ გადალახა.

შედეგების გამოცადებისთანავე, ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ისინი ხელახალ არჩვენებსა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ.  დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მასობრივ დარღვევებზე საუბრობდნენ. 

არეულობებისა და პოლიციასთან მასობრივი დაპირისპირების შემდეგ, ცესკომ არჩევნების შედეგები მართლაც გააუქმა. ოღონდ სულ სხვა მიზეზით. 

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებითაა ნაკარნახები. უფლებადამცველები ამ ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში “კოალიცია დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის” აცხადებენ, - ამგვარად ცესკო თავს არიდებს დარღვევებზე საუბარს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არც კანონები მუშაობს და არც კონსტიტუცია ნიშნავს რამეს.

ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს წლის ბოლომდე მოხდება. მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, თანამდებობა დატოვოს, მას შემდეგ, რაც პროცესები დემოკრატიის ჩარჩოებში დაბრუნდება.



კლანური გარჩევები

უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ყირგიზეთს პოლიტიკური ვნებათაღელვა ნამდვილად არ აკლდა. ამისდა მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილს დიდი ეჭვი ეპარება იმაში, რომ დემოკრატიული ჩარჩოები საერთო ოდესმე არსებობდა.  

ყირგიზეთის პოლიტიკური სისტემა შუა აზიის სხვა სახელმწიფოებისგან საგრძნობლად განსხვავდება. უკვე დიდი ხანია, აქ პარლამენტი მართლაც სერიოზულ როლს თამაშობს და ხშირად, აღმასრულებელი ხელისფლების გადაწყვეტილებებს არ იზიარებს.  მაგრამ არსებობს სხვა გარემოებაც. 

ყირგიზეთში პოლიტიკური პარტიები არა ღირებულებების, ან პროგრამების, არამედ კონკრეტული გავლენიანი ფიგურების ირგვლივ წარმოიქმნება. ამ ფიგურებს კი ზურგს სხვადასხვა რეგიონებში დიდი გავლენების მქონე ოჯახები, კლანები და დაჯგუფებები უმაგრებენ  - ყვება “დოიჩე ველესთან” საუბარში  “აღმოსავლეთევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” (ZOiS) თანამშრომელი, ბეატე ეშმენთი.

სწორედ ამიტომ იგი სკეპტიკურად უყურებს სიტყვა “რევოლუციას” და ფიქრობს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ქვეყანაში უბრალოდ შესაკრებთა გადანაცვლება ხდება, ჯამი კი არ იცვლება. 

საერთაშორისო ორგანიზაციები გამუდმებით ამახვილებენ ყურადღებას ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით ადამიანების დევნაზე. მოსახლეობის 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსში კი ყირგიზეთს 189 ქვეყანას შოის 129-ე ადგილი უკავია.

თუმცა ბევრ მომიტინგეს სხვა მიზნები ამოძრავებს. აქციების დაწყებისთანავა მათმა ნაწილმა ძალის გამოყენებით გაანთავისუფლა ექს-პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც შარშან კორუფციაში დასდეს ბრალი და 11 წელი მიუსაჯეს.  აღსანიშნავია ისიც, რომ სამართალდამცველებს ომიტინგეებისთვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ეს ტენდენცია სხვა საპროტესტო აქციების დროსაც შეინიშნებოდა. მომიტინგეებს პოლიცია ან უმოქმედობით პასუხობდა, ანდაც პირიქით - უხეში ძალით.

რაც შეეხება ატამბავვს, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 11 ოქტომბერს იგი კვლავ დააკავეს. ოღონდ იქამდე, მან ხელისუფლებას მისი მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი.

6 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს. მან ციხეში სამი წელი გაატარა. მას ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ქვეყნის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორის მძევლად აყვანას ედებოდა. 

ჟაპაროვი გავლენიანი ფიგურაა და პრეზიდენტი უკვე მოუწოდებს პარლამენტს, დაამტკიცოს იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.  პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობის ხელმძღვანელი სწორედ ის გახდება. კონსტიტუციის თანახმად, ეს როლი პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მან რამდენიმე დღით ადრე თანამდებობა დატოვა.

გადაადგილებების დასრულების შემდეგ, ქვეყანაში სანანგებო მდგომარეობა გამოცხადაა. დედაქალაქში კი შეყვანელია სამხედრო შენაერთდები და ჯავშანტენიკა.



“სრული დომხალი”

ყირგიზი პოლტოლოგების ნაწილი ფიქრობს - ხელისუფლებაში მიმდინარე გადაადგილებები და ძალოვნების  ფლირტაობა მომიტინგეებთან იმაზე მიუთითებს, რომ ჟეენბეკოვის ძალაუფლება შესუსტებულია, ისევე, როგორც პროცესების გაკონტროლების უნარი. 

ეს კი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. მოსკოვში  ყირგიზეთის ახალ რევოლუციას უკვე გამოეხმაურნენ. “სრული დომხალი” - ასე აფასებენ კრემლში ყირგიზეთის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს. 

ყირგიზეთი რუსეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს წევრია. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე რუსული საემხედრო-საჰაერო ბაზაა განთავსებული.

ყირგიზეთშიპროგნოზების გაკეთება ძალიან უჭირთ. თუმცა ზოგიერთი პარალელებს უახლეს წარსულთან ავლებს. წინა ორი რევოლუცია 2005 და 2010 წლებში მოხდა. “ტიტების რევოლუციის” შემდეგ, პრეზიდენტმა ასკარ აკაევმა თავი მოსკოვს შეაფარა. ქვეყნის მეთაური კურმანბეკ ბაკიევი გახდა. თუმცა 2010 წლის გადატრიალების შემდეგ ისიც პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა. წინამორბედისგან განსხვავებით - ბელარუსში. ყირგიზეთში არ გამორიცხავენ, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტიც თავისი კოლეგების ბედს გაიზიარებს.





გარეკანის სურათი: Al Jazeera

სახელი

კომენტარის დამატება