flash

ავტორი სალომე ხაჟომია

22.09.2021 17:32

რა სარგებელი მოუტანა ნავალნის ჩამოშორებამ პუტინს

არჩევნები

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

20 სექტემბერს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პუტინის გაერთიანებულმა რუსულმა პარტიამ შეინარჩუნა თავისი უმრავლესობა დუმაში. რუსეთში მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 17, 18 და 19 სექტემბერს მიმდინარეობდა. 2021 წლის სექტემბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პუტინის რეჟიმი ცდილობდა, ძირი გაეთხარა როგორც ოპოზიციისთვის, ისე საკვანძო ოპოზიციური ფიგურა ალექსეი ნავალნისა და მისი “ჭკვიანი კენჭისყრის” კამპანიისთვის. 

კრემლი არჩევნების წინ ნავალნის ჩასახშობად ონლაინ სივრცეში გარკვეულ ტაქტიკებს იყენებდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს. ამას წინ უძღვის კანონი, რომელიც კენჭისყრას უკრძალავს "ექსტრემისტული ორგანიზაციების" საქმიანობასთან კავშირის მქონე პირებს. რუსეთის ხელისუფლების მიერ ნავალნის დაფუძნებული ორგანიზაციები ექსტრემისტულად არის გამოცხადებული.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დიდი ხანია სურს, შეინარჩუნოს ძალაუფლება განუსაზღვრელი ვადით. ამისთვის კი ის ცდილობს, ყველა კრიტიკოსი ჩამოიშოროს და ბევრი მათგანი გაურკვეველ ვითარებაში დაუპატიმრებიათ ან გარდაცვლილი უპოვნიათ. ნავალნი მისთვის სავარაუდოდ ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია, რომელზეც განხორციელდა მკვლელობის მცდელობა, რასაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტები რუსულ სახელმწიფოს უკავშირებენ.

ნავალნი ცნობილი გახდა ხალხისთვის ჯერ კიდევ მას შემდეგ, რაც იგი ოპოზიციის ლიდერების საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს 2012 წელს. ანტიკორუფციული ფონდის მეშვეობით მან დაიწყო პუტინის მთავრობაში კორუფციის გამოვლენა. მან მიიღო “უცხოელი აგენტის” იარლიყის ნიშანი პუტინის მთავრობის მიერ, რაც მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ განიხილონ, როგორც მტრულად განწყობილი და ქვეყნის შიდა ოპერაციებიც შეუზღუდოს. საპარლამენტო არჩევნებამდე, ნავალნის "ჭკვიანი კენჭისყრის" პროგრამა სულ უფრო მეტად აღმოჩნდა კრემლის სამიზნეში.

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ მათი „ჭკვიანი კენჭისყრის“ საარჩევნო კამპანია იმართებოდა რუსი ხელისუფლების პირების მიერ. Google play-სა და App Store-ის რუსი მომხმარებლებისთვის სპეციალური დანართი “ნავალნი” გაქრა, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საიტიდან სხვადასხვა ინფორმაციის მიღება იყო შესაძლებელი. მანამდე კი რუსეთის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების მიერ ონლაინ გამოცემებიდან ამ დანართის წაშლა მუდმივად მოითხოვებოდა. 

2021 წლის 6 სექტემბერს რუსულმა მედიის მარეგულირებელმა “როსკომნადზორმა” დაბლოკა წვდომა "ჭკვიანი კენჭისყრის” ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეეძლოთ, ესწავლათ, როგორ არ მიეცათ ხმა პუტინის მომხრე კანდიდატებისთვის.  17 სექტემბერს, სამდღიანი ხმის მიცემის პირველ დღეს, Apple– მა და Google– მა ამოიღეს “ჭკვიანი კენჭისყრის” აპლიკაცია. თუმცა მანამდე, ამ კამპანიის ჩასახშობად 2021 წლის მაისში მოსკოვის სასამართლომ Google- ს და რუსულ საძიებო სისტემა Yandex-ს უბრძანა ტერმინი "ჭკვიანი კენჭისყრა" მათი ძიების შედეგებიდან ამოეღოთ.

კამპანია მიმართული იყო Telegram– ზე და აპლიკაციების მაღაზიებზე, სადაც პროგრამებმა მოახდინეს “ჭკვიანი კენჭისყრის” ოფიციალური კოლეგების იმიტაცია პოტენციური ამომრჩევლების დაბნევისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით. ორი ყალბი არხი, Разумное голосование („გონივრული კენჭისყრა“) და მისი შესაბამისი ბოტი, შეიქმნა 2021 წლის 5 სექტემბერს, ერთი დღით ადრე, სანამ “როსკომნადზორი” დაბლოკავდა ნავალნის “ჭკვიანი კენჭისყრის” ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომას. 

მათი სახელები რუსულ ენაზე ნავალნისთან დაკავშირებული არხების იდენტურია. განსხვავება რუსულ ენაზე სამი ანბანური სიმბოლოა, მათ შორის „გონივრულს“ („Разумное“) სამი დამატებითი სიმბოლო („Раз“) წინ უსწრებს ზუსტად იგივე სიმბოლოები "ჭკვიანი" ("Умное").  იმიტირებული არხების ლოგოები შეიქმნა იმ ოფიციალური არხების იმიტირებისთვის, რომლებშიც იყო “ჭკვიანი კენჭისყრის” კამპანიის კარგად დამკვიდრებული ლოგო.

ოფიციალური “ჭკვიანი კენჭისყრის” ბოტი დაპროგრამებული იყო იმ მიზნით, რომ აეხსნა ტაქტიკური ხმის მიცემის სტრატეგია, სთხოვდა მომხარებლებს დაეწერათ თავიანთი მისამართი და მიეღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა მათი ადგილმდებარეობის მიხედვით. გაურკვეველია ვინ იყო ამ არხების უკან ან რა იყო მათი მოტივი, მაგრამ სავარაუდოა, რომ არხები შეიქმნა ოფიციალური ვერსიების იმიტაციის მიზნით, რათა პოტენციური ამომრჩევლები გაექროთ ოფიციალური კამპანიის არხებიდან.

რუსეთში დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2021 წლის არჩევნები წინა არჩევნებს შორის ყველაზე უსამართლოა. მათივე თქმით, ისეთი ხერხები იქნა გამოყენებული არჩევნების გაყალბებისთვის, როგორიცაა კამერების გათიშვა, ბიულეტენების ჩაყრა ურნებში, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების არდაშვება. ნავალნის არჩევნებიდან გამოთიშვის შემდეგ, პუტინის მმართველმა პარტიამ ხმების თითქმის 50%-ით გაიმარჯვა. ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ოთხზე მეტი პარტიით წარსდგება. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი