flash

ავტორი სალომე ხაჟომია

15.07.2021 18:25

რა უნდა ვიცოდეთ სოციალური ბულინგის შესახებ

ბულინგი

ფოტო: მარიამ ყანჩაველი

სოციალური ბულინგი ბულინგის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს და ის ხშირად ფარული სახითაც გვხვდება, რადგან ზოგ შემთხვევაში რთულია მისი ამოცნობა. სოციალური ბულინგის მიზანია ვინმეს სოციალური რეპუტაციის შელახვა ან დამცირება. მასში იგულისხმება ტყუილისა და ჭორების გავრცელება, ნეგატიური სახის ჟესტები, მუქარისშემცველი მზერა, უსიამოვნო ხუმრობები ვინმეს დასამცირებლად, ცინიკური მიბაძვა, სხვების წახალისება ვინმეს გასარიყად, სოციალური რეპუტაციის შელახვა. 

ეს არის ემოციურად აგრესიული ქცევის ფორმა, რომელიც ხშირად პირდაპირ აგრესიისკენ არ არის მიმართული და ფარულ დაშინებაში გამოიხატება. ბულინგის ეს ფორმა ზოგჯერ მსხვერპლის ზურგს უკან რჩება ამოფარებული.  გოგონები უფრო მეტად ხდებიან სოციალური ბულინგის მსხვერპლი, ვიდრე ბიჭები და ეს შესაძლოა ბაღის ასაკიდანვე დაიწყოს. აშშ-ს განათლების დეპარტამენტის საერთაშორისო კვლევის თანახმად, სტუდენტების 16%-მა თქვა იმის შესახებ, რომ მათზე ავრცელებდნენ ჭორებს. 

პირდაპირი და არაპირდაპირ სოციალურ ბულინგს შორის განსხვავებაა, მაგალითები არის შემდეგნაირი: პირდაპირი სოციალური ბულინგია, როცა კონკრეტულ ბავშვს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათ ჯგუფში ის ზედმეტია, ან არ უნდათ მათთან მეგობრობა. არაპირდაპირი სოციალური ბულინგის შემთხვევაში ეს მოხდება იმ მხრივ, თუ ბავშვების ჯგუფს ეტყვიან, რომ კონკრეტული ადამიანი გარიყონ თამაშებიდან ან აქტივობებიდან, ან უთხრა მათ, რომ არ გესმის რატო მეგობრობენ რომელიმე კონკრეტულ ბავშვთან. 

რაც შეეხება ჭორების გავრცელებას, ის სოციალური ბულინგის ერთ-ერთი მთავარი სახეა და შეიძლება ორგვარად განხორციელდეს: უთხრა სხვებს ერთ კონკრეტულ ადამიანზე ნეგატიური ამბები, რომ მისი რეპუტაცია შელახო; შეარცხვინო საჯარო სივრცეში ან ინტერნეტის მეშვეობით სხვების თანდასწრებით შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაყენო სოციალურ ქსელებში. 

სკოლებში სოციალური ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიების მიხედვით, მის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა გზები არსებობს:

სკოლის პოლიტიკის შემუშავება, რომელიც აღიარებს და კრძალავს სოციალურ ბულინგს;

სკოლის პერსონალის გადამზადება, რომ რეაგირება მოახდინონ სოციალური ბულინგის შემთხვევებზე;

მთელი სკოლების მასშტაბით უნდა დაინერგოს მრავალსაფეხურიანი პრევენციის მეთოდები;

ზრდასრულ მოსწავლეთა სათანადო მეთვალყურეობა;

კლასის ეფექტური მენეჯმენტის ხელშესაწყობად საჭიროა, არსებობდეს პროფესიული განვითარების პოლიტიკა;

პოზიტიური ქცევითი ჩარევების არსებობა, რომ ამ გზით სადამსჯელო დისციპლინური მიდგომები შემუშავდეს;

დაშინებული და დაბულინგებული სტუდენტების მხარდაჭერა და დახმარება;

სოციალური ბულინგის შემთხვევების მონიტორინგი;

ოჯახის წევრებიც უნდა ჩაერთონ ბულინგთან დაკავშირებულ საკითხებში.

კვლევების თანახმად, ის ადამიანები, ვინც სოციალური ბულინგი საკუთარ თავზე გამოსცადა, განიცდიან ნეგატიურ ეფექტებს, მათ შორისაა: დეპრესია, სოციალური გამოფიტვა, დაბალი თვითშეფასება. 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი