flash

ავტორი Tamta

01.11.2019 16:18

ვიდეო-გამოკითხვა: რას კითხავდით გამვლელს?

ვიდეო-გამოკითხვა: რას კითხავდით გამვლელს?

იცით, ჩვენი ვიდეოებისთვის ერთი, თანაც ყველასთვის მომხიბვლელი კითხვის მოფიქრება ადვილი საქმე არ არის. ამიტომ, ამჯერად გადავწყვიტეთ, ფიქრი გამვლელებისთვის მიგვენდო - წარმოიდგინეთ, შემთხვევითი გამვლელისთვის ნებისმიერი კითხვის დატოვება რომ შეგეძლოთ, რას კითხავდით? გაეხუმრებოდით? რამე ღრმად ფილოსფიურ საკითხზე ჩააფიქრებდით? თუ არჩევანის წინაშე დააყენებდით?

ჩვენმა რეპოდენტებმა დავალებას საკმაოდ მრავალფეროვნად გაართვეს თავი და პროცესში გაერთნენ კიდეც. იხილეთ ვიდეო და გაგვიზიარეთ, საშუალება რომ გქონდეთ, თქვენ რას კითხავდით ქუჩაში გამვლელს?

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი