ავტორი Yuri

04.08.2020 19:34

რას შვებოდა საბჭოთა პროპაგანდა?

ევანგელისტი იოანე ერთ-ერთ პირველი იყო, ვინც სიტყვის ღვთაებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრა.  იგი მიიჩნევდა, რომ „ლოგოსი“  დროს არ ემორჩილება, და მისი არსებობა მორადიულია. თუმცა პროპაგანდამ სიტყვის სხვა უნარიც გვიჩვენა. მაგალითად, ის, რომ მისი მეშვეობით შეიძლება დავამტკიცოთ, რომ შავი თეთრია და პირიქით.

 

მარტივი ლოზუნგები

სინამდვილის შელამაზება, ფაქტების რეალური მნიშვნელობის დამალვა, ხელისუფლების გაძლიერება, პიროვნების თავიუფლების შეზღუდვა და აბსურდული საზოგადოებრივი აზრის ფომირება, რომელიც წინააღმდეგობაში არათუ გარემოსთან, არამედ ადამიანის ბუნებასთან მოდის - აი, რას აკეთებს პროპაგანდა.

პროპაგანდას ამა თუ იმ დოზით ყველა ბობოლა ქვეყანა იყენებდა,  მაგრამ აბსურდის ისტორიაში საპატიო ადგილი სწორედ ბოლშევიკებს და მათ მიერ შექმნილ სახელმწიფოს ეკუთვნით. ლენინის მიმდევრებმა ხალხს თავი პრაგმატული და მიმზიდველი ლოზუნგებით მოაწონეს: „მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეთ, მიწა გლეხებს, ქარხნები მუშებს“. ამ მესიჯების გამოყენებით, კომუნისტებმა ხალხის მოტყუება მარტივად შეძებს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. შემდგომ, კოლოსალური ტყუილებისა და ტერორის წყალობით, საბჭოთა ხელისუფლებამ ყველა მოწინააღმდეგე სწრაფად გააქრო. ქვეყანაში მხოლოდ მადლიერი მოქალაქეები ხმა ჟღერდა. ისინი პარტიას სიბრძნისა და პოლიტიკური კურსის ოსტატურად წარმართვის გამო მადლობას უხდიდნენ.

პროპაგანდა დაუღალავად მუშაობდა.  თეატრი, კინო და ბეჭდური გამოცემები ადამიანების ტვინში პრიმიტიულ ლოზუნგებს ამკვიდრებდნენ: „პარტია ჩვენი მესაჭეა“, „პარტია ჩვენი ეპოქის გონება, სინდისი და ღრსებაა".

მარქსისტული დოქტრინები საზოგადოების ერთიანობას განამტკიცებდა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დასავლური ცხოვრების იდეოლოგიური ნაკლოვანებების ჩვენება. მართალია, პრიორიტეტები ამოცანების შესაბამისად იცვლებოდა, თუმცა ადამიანის განწყობებზე თამაში ყოველთვის ეფექტურად გამოსდიოდა. ეთიკისა და მორალის საკითხების მანიპულირებით ადამიანის დამორჩილება რომ ძალიან მარტივია, კომუნისტებმა კარგად იცოდნენ.  საზოგადოებას ლითონის ქილაში ფუთავდნენ, სადაც ადამიანები ვერც საკუთარ რეალობას აღიქვამდნენ და მითუმეტეს, ვერც სხვა ქვეყნებისას.  ყველაფერი პროპაგანდის ფილტრში ტარდებოდა.

 

რადიო „პატიმრობა“

რკინის ფარდა გაუმტარი იყო - 1948 წლიდან დასავლეთიდან წამოსული რუსულენოვანი რარადიოსიგნალის ჩახშობა ცენტრალიზებულად დაიწყო. ამ სიხშირეებს უბრალოდ ხმაურით ახშობდნენ, ან კლასიკურ მუსიკას ადებდნენ.

დასავლური რადიოსადგურები მოკლე დიაპაზონის ტალღებს იყენებდნენ, ამიტომაც საბჭოთა მრეწველობა იდეოლოგიას მოერგო და 25 მეტრზე დაბალი დიაპაზონის რადიომიმღებებს არ უშვებდნენ.

„რადიო თავისუფლება“ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო.  მისი პირველი ეთერი 1953 წელს გაიმართა. მოწოდებები ხელისუფლებისადმი დაუმორჩილების შესახებ, მამხილებელი სიუჟეტები და რკინის ფარდის მიღმა განვითარებული მოვლენები - ეს ყველაფერი საბჭოთა აუდიტორიას ძალიან აინტერესებდა,  ხელისუფლებას კი დამატებით თავისტკივილს უჩენდა. ყველა მცდელობის მიუხედავად, სპეცსამსახურები აღიარებდნენ - მსმენელების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდებოდა. სხვადასხვა მონაცემებით, დასავლურ მედიას 70-იან წლებში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ეცნობოდა.

საპასუხოდ, რეჟიმი სულ უფრო მეტ სიგნალის ჩამხშობს აყენებდა, საბჭოთა პროპაგანდა კი იმ ადამიანებს, ვინც დიდი ძერჟავის შესახებ დასავლეთის მიერ შეთხზულ „ტყუილებს“ იჯერებდა, მოღალატეებს უწოდებდა.

მას შემდეგ, რაც ნიკიტა ხრუშოვმა სტალინის პიროვნების კულტს ბრძოლა გამოუცხადა, რუსებმა „მოძმე“  ერების სიგნალებიც დაბლოკეს. საქმე ისაა, რომ ჩინელი და ალბანელი კომუნისტები საბჭოთა ხელისუფლებას ოპორტუნისტებად მოიხსენიებდნენ.

60-იანი წლების დასაწყისში მთელი „ძერჟავის“ მასშტაბით დაახლოებით 1,4 ათასი სიგნალის ჩამხშობი იყო დამონტაჟებული. უდიდესი თანხები იხარჯებოდა სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც ეთერის დახურვას უზრუნველყოფდა.

ცივი ომის პერიოდში, ამა თუ იმ ფორმით ცენზურის ქვეშ 19 რადიოსადგური მოექცა. მათგან 10 სრულად იყო ჩახშობილი, 9-ს კი მუსიკალური პროგრამებით ფარავდნენ.

 

კომუნიზმის იმპორტი

სსრკ-ს პირველ წლებში საზღვარგარეთ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. საქმე ისაა, რომ ის სოციალური სამართლიანობა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ადამიანებს თეორიულად სთავაზობდა, ბევრისთვის ბურჟუაზიული საზოგადოების საინტერესო და გაცილებით სამართლიან ალტერნატივას წარმოადგენდა. საბჭოთა იდეოლოგია სიკეთესა და ბოროტებას მკაფიოდ მიჯნვდა და ამიტომაც მიმზიდველი იყო.

ანრი ბარბიუსი, ლიონ ფოიხთვაგნერი, ჰერბერტ უელსი, ბერნარდ შოუ და სხვები საბჭოთა კავშირით მოიხიბლნენ. ინტელექტუალებს შორის ახალი ქვეყნის მიმარ სიმპატიების გამოჩენა კარგ ტონად ითვლებოდა.  ნორჩი საბჭოთა პროპაგანდა კი ცდილობდა, ეს განწყობები, შეძლებისდაგვარად, გაეძლიერებინა.

მაგრამ ნელ-ნელა დასავლეთის ქვეყნებამდე მიაღწია ინფორმაციამ, სისატიკის, დახვრეტების, მასობრივი რეპრესიებისა და ტერორის შესახებ. შესაბამისად, კომუნისტებმა ნელ-ნელა სტრატეგია შეცვალეს - აქცენტი კაპიტალისტურ სამყაროში  უკვე არსებული კომუნისტური პარტიების გაძლიერებასა და ახალი პარტიების შექმნაზე  გადაიტანეს. ეს პარტიორები უმეტესად სსრკ-ს რუპორების როლს ასრულებდნენ,  და გარკვეული აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაშიც კი, ძირითადი მარქსისტული დოგმების ტირაჟირებას ეწეოდნენ. საბჭოთა ხელისუფლება ამაზე დიდძალ თანხებს ხარჯავდა, რადგან კარგად ხვდებოდა - უცხოეთში მათ იმიჯზე მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ასევე იყენებდნენ კულტურულ ზემოქმედებასაც - გასტროლებზე წასულ სახალხო არტისტებს  დასავლელი ხალხის გული ჯერ საკუთარი გამოსვლებით, შემდეგ კი კომუნისტური უტოპიის ქება-დიდებით უნდა მოეგოთ. მაგრამ ეს სახიფათო გზა იყო - ბევრი არტისტი მსოფლიოში კომუნიზმის დამკვიდრებაზე მეტად, საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობდა და პირველივე შესაძლებლობისთნავე, კაპიტალისტურ დასავლეთში დარჩენას ამჯობინებდა.  

 

გარეკანის სურათი: pixel

სურათები: livejournal

ლევან

ლევან

დავით სხვის სქესი რატო გაწუხებს , ვერ ხარ ჯანზე ხო ((((((((

10.08.2020 13:34
დავითი

დავითი

ერთსქესიანთა ქორწინება ნორმააო, ამას რომ დააჯერებ ხალხს, ესაა სუპერპროპაგანდა. ბოლშევიკები ამ საქმეში საწყლად გამოიყურებიან

10.08.2020 13:34

კიდევ ამ კომუნისტურ მონობას მისტირიან ზოგიერთი ჩუჩუ კინოს ვერ გადაიღებდი ცენზურა არ გაევლო კიდევ რამდენი შეზღუდვა ამათი სისხლის მსმელი დედა. ვისაც რუსეტტან გინდათ ყველა უნდა დაგხვრიტოთ კაცმა

10.08.2020 13:34

სახელი

კომენტარის დამატება