flash

ავტორი გოგა ნიჟარაძე

04.02.2021 12:43

რეგულაციების შემსუბუქების შემდეგი ტალღა - რა მოიხსნა და რა დარჩა

საქართველოს მთავრობის მიერ 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეზღუდვების შემსუბუქების ახალი გეგმა წარადგინა.

გეგმა ორ ნაწილად დაიყო. რეგულაციების პირველი ნაწილი 8 თებერვალს მოიხსნება: 

  • მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
  • გაიხსნება ბაზრობები.

შეზღუდვების მეორე ნაწილი კი ერთი კვირის თავზე, ანუ 15 თებერვლიდან გაუქმდება: 

  • საქართველოს ყველა რეგიონში ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. ამასთან ერთად მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციური სწავლება აირჩიონ.
  • მუშაობას განაახლებენ რესტორნები და კაფე-ბარები. თუმცა, მათ სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივრცეებში შეეძლებათ. 

როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტა, ვირუსის გავრცელების უკეთესად მართვის მიზნით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად მნიშვნელოვანია არსებულ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება:

  • არსებული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას. რაც იმას ნიშნავს, რომ უქმე დღეებში ქვეყანა ისევ ლოქდაუნის რეჟიმში იქნება. 
  • გამკაცრდება სანქციები პირბადის ტარების წესის დრღვევის გამო. ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევაში, მოქალაქეებს ჯარიმა გაუორმაგდებათ და 20 ლარის მაგივრად 40 ლარის გადახდა მოუწევთ.
  • სანქციები მკაცრდება ბიზნესსექტორსა და ორგანიზაციებზე. თუ ამ სფეროების რომელიმე წარმომადგენელი მიზანმიმართულად დაარღვევს აღნიშნულ რეგულაციებს, ვეღარ ისარგებლებს პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებითა და სხვადასხვა პროგრამებით. 
ნინო

ნინო

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი რომ აღდგა სოფლის მარშრუტკებმა რა დააშავეს რატომ არ დაუშვით

14.02.2021 18:24
ნანა

ნანა

ირმა რა იცი რომ არცერთი არაა ღირსი?

13.02.2021 00:52
ირინა

ირინა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა რა დააშავა ვერ გავიგე.ქალაქში დავდივარ ტრანსპორტით და სოპელში აუცილებლად ტაქსით უნდა წავიდე? რა სისულელეა.

12.02.2021 19:49
ირმა

ირმა

დავიღალეთ უკვე ამდენი დაბოლებით ქვეყანას ეშმაკი დაეპატრონა და უფსკრულისკენ მიაქანებს ბავშვებს ბავშვობა და მომავალი წართვეს ხალხს სამუშაო დაიმშა და დაკლინდა ქვეყანა ტომარა ფქვილი 78 ლარი გახდა ლიტრა ზეთი 7 ლარი შაქარი 2 45 ყველაფრის ფასმა მოიმატა და ვინ აკონტროლებს ამას ვინ ფიქრობს საწყალ ხალხზე მასწავლებელის ხელფასი გაიზარდა მაგრამ არც ერთი მასწავლებელი არ არის ღირსი რომ ხელფას იღებდეს ვინ ზრუნავს იმ ადამიანებზე ვინც ხელფასი დაკარგა რით დაეხმარა მთავრობა ყელში ხელს უჭერს ხალხს და თვითონ კი ხალხის უბედურებით ხელს ითბობს და ჯიბებს იმდიდრებს სოციალურად დაუცველ ადამიანებს თვეში 50 ლარს იღებს მათხოვრულ ნუთუ ამ ფონზე ერთ ადამიანს ეყოფა 40ლარი არა რათქმა უნდა ამ ხალხს უნდა ქონდეთ მუშაობის უფლება პარალელურად თუ ადამიანს 40 ლარი შეინახავს მავრობის ხალხის ხელფასიც იყოს ორმოცი ლარი დავიღალეთ ხალხო ხმა ამოიღეთ და წინ აღუდგეთ ამ უსამართლობას

07.02.2021 19:54
მაია

მაია

მთელი საქართველოს მაშტაბით აღსდგება ტრანსპორტის მუშაობაო და სოფლები საქართველოს ნაწილი არააა დავიღალეტ ამდენი დაბოლებით . საშველი არ გვადგა სოფლის მაცხოვრებლებს

07.02.2021 17:13
მაკა

მაკა

დისტანციურ სწავლაზე რომ სწერთ ყველა მშობელს ექნება არჩევანიო ტყუილია.მხოლოდ დიდ ქალაქებშიო. სხვა სკოლებს არ აქვთ ამის უფლება.მე მინდოდა მგრამ ვერ ვსარგებლობ.

06.02.2021 15:46
ბესო

ბესო

სახელოვნებო სტუდიები არც სასწავლებლებს მიეკუთვნება და არც ეკონომიკურ საქმიანობას? თუ ხელოვან ხალხი ხალხად არ მიიჩნევა?

06.02.2021 00:25

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი