flash

ავტორი Irina

13.10.2020 15:00

როცა მეზობლები ომობენ - დიალოგი სომეხსა და აზერბაიჯანელს შორის

დიალოგი სომეხსა და აზერბაიჯანელს შორის

ილუტრაცია: მარიამ ყანჩაველი

 

ამ ამბის მოყოლას ტუალეტის რიგით დავიწყებ. მაშინ კორონავირუსი არ იყო და ხალხით სავსე ბარში ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ. აზერბაიჯანელმა სტუდენტმა, პირობითად, შაჰინმა, რომელიც იმ დროს საშუალოზე მეტად ნასვამი იყო, სწორედ ტუალეტის რიგში გაიცნო გევროგი. ახალგაზრდებმა ისაუბრეს, იხუმრეს, დარწმუნებული ვარ, რომელიღაცამ მეორეს საპირფარეშოში შესვლაც კი დაუთმო, მერე კი მეგობრობის სადღეგრძელო დალიეს და შეთანხმდნენ, რომ ხვალ, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის სესიაზე, ძმაკაცობას გააგრძელებდნენ. ერთი რამ ორივეს გამორჩა - ინგლისურად საუბრობდნენ და ერთმანეთს არ ჩაძიებიან, ვინ საიდან იყო. 

მეორე დღეს, როცა ქართულმა ჭაჭამ მოქმედება შეწყვიტა და საპირფარეშოში ურიგოდ შესვლა გახდა შესაძლებელი, შაჰინმა და გევორგმა ერთმანეთს უხერხულად გაუღიმეს და არასამთავრობოს წარმომადგენელებს პრეზენტაციები თავ-თავიანთ ენებზე გაუკეთეს. მერე  მეგობრებს უყვებოდნენ,  რა ვიცოდით, ის მხიარული ბიჭი მაინცდამაინც აზერბაიჯანელი ( მეორე კი სომეხი) თუ აღმოჩნდებოდაო. 

ისტორიის გაკვეთილები 

“ისტორია სულაც  არ ისწავლება მხოლოდ იმისთვის, რომ აწმყოზე დავფიქრდეთ და მომავალი ვიწინასწარმეტყველოთ.” - წერდა ისტორიკოსი ვიკტორ შნირლემანი 2003 წელს. - “ისტორია, როგორც სასკოლო საგანი, ხშირად, მოსწავლეების ახლანდელ დამოკიდებულებებს უფრო აყალიბებს, იმის ნაცვლად, რომ მათ სანდო და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.”

მას სხვა მკვლევარებიც ეთანხმებიან - 2000 წლის დასაწყისში UNICEF-მა გამოაქვეყნა კვლევა განათლების როლზე კონფლიქტების მიმდინარეობაში. ავტორები გვეუბნებიან, რომ განათლების სისტემა, რომელსაც ეთნიკური ჯგუფი სათავისოდ იყენებს, საშიშ პოლიტიკურ იარაღად იქცევა - ის, რასაც მოსწავლეები საკლასო ოთახებში იგებენ, მათი აღქმისა და ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

გევორგსა და შაჰინსაც ასე დაემართათ: ტუალეტის რიგის მეგობრობა არ შედგა, რადგან ამ ორ ადამიანს შორის  ყარაბაღის კონფლიქტი დგას, მათ კი ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ერთმანეთთან ფრთხილად იყვნენ. 

გადავწყვიტე, ამაზე სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან მესაუბრა. მაინტერესებდა, რა ახსოვდათ ერთმანეთზე სკოლის ასაკიდან და იყო თუ არა ტუალეტის რიგის ამბავი გამონაკლისი. 

სამშობლოს დასაცავად 

“არავის უთქვამს, რომ აზერბაიჯანელები უნდა დავხოცოთ, ეს სისულელეა, უბრალოდ გვაფრთხილებდნენ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება და ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთებით - უცხოეთში.” - მითხრა ადვოკატმა არტემ ს-მ ინტერვიუში. (გვარი ამოღებულია, კონფიდენციალურობის დასაცავად) მან მომიყვა, რომ არაერთ აზერბაიჯანელ ახალგაზრდას იცნობს, მაგრამ მათთან მთიანი ყარაბაღის თემაზე  კომუნიკაცია ხშირად უჭირს. 

ერთი გოგო გავიცანი გერმანიაში. მითხრა, აქ ვმეგობრობთ, მაგრამ როცა დავბრუნდებით და საზღვრის საპირისპირო მხარეებზე დავდგებით, მტრები ვიქნებითო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება.

უნდობლობა, რომელიც მხარეებს აქვთ, საკმაოდ ხანგრძლივი ინდოქტრინაციის შედეგია. პუბლიკაცია “მითები და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში - ისტორიული ნარატივები” კი მთლიანად მას ეძღვნება: სამხრეთ კავკასიელი მკვლევრების ჯგუფმა მიმოიხილა ისტორიის წიგნები რეგიონში და დაასკვნა, რომ:

“ბევრ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ისტორიის სწავლების მიზანი  “პატრიოტული განათლებისა” და “კრიტიკული აზროვნების განვითარების” უცნაური ნარევია.” 

ისიც გამოჩნდა, რომ სისტემა პირველს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე - მეორეს.  მაგალითად, ყარაბაღის კონფლიქტის სწავლებისას, ორივე მხარე ხაზს უსვამს საკუთარ “გმირობას,” ”ტერიტორიული მთლიანობის”, ან “ისტორიული სამართლის აღდგენას,” მოვლენების ძველებურ და თანამედროვე გაგებას შორის განსხვავებაზე კი არავინ საუბრობს.  

ეს გავლენა ჩემს რესპონდენტებთან საუბარშიც იგრძნობა. აზერბაიჯანელი დიპლომატი, ალიბაშირ ა (გვარი ამოღებულია კონფიდენციალურობის დასაცავად) თავიდან მეუბნება, რომ მნიშვნელოვანია თანამედროვე გეოპოლიტიკის გათვალისწინება, მალევე კი მიცხადებს, რომ კონფლიქტის დასრულება მხოლოდ “ჩვენი ისტორიული სამშობლოს დაცვითა და საბოლოო გათავისუფლებით შეიძლება.” ამ ისტორიულ სამშობლოში სომხების ადგილიც არის, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ “აზერბაიჯანული მოქალაქეობით.” 

მეხსიერება 

“ყველას გვყავს მეგობარი ან ნაცნობი, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო.” - მეუბნება არტემ ს.-  “მე ვერ ვივიწყებ ამბებს მკვლელობაზე, ძალადობაზე და გაუპატიურებაზე, რომლებსაც ისინი ყვებოდნენ.” 

ტრაგედიით აპელირება ისტორიული ინდოქტრინაციის მნიშვნელოვანი ნაწილია - ისტორიის წიგნის კითხვისას იფიქრებთ, რომ ყარაბაღის ახლანდელი კონფლიქტი საუკუნოვანი დაპირისპირების ერთადერთი ლოგიკური შედეგია  და საერთო სიძულვილიც ახალი არ არის. ავტორები არ ერიდებიან ისეთ ემოციურ ფრაზებს, როგორიცაა “გენოციდი”, “ეთნიკური წმენდა,” “ტრაგედია,” “ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა,” რომლებსაც “ვანდალები,” “დამპყრობლები” და “საშიში მტრები” სჩადიან. შესბამისად: 

მათ ვერ ვაპატიებთ და ვერ დავივიწყებთ.

ამ მტრობის განზოგადებას ისტორიის წიგნებში მოვლენების გადაწერით ახერხებენ: იქმნება ნაამბობი, თითქოს ერთ-ერთ ერი ყარაბაღის ტერიტორიაზე “უხსოვარი დროიდან” ცხოვრობდა და სახელმწიფოებრიობაც ჰქონდა, მოსული მტერი კი საუკუნეების მანძილზე ცდილობდა, ძირი გამოეთხარა მათთვის.  გარდა ამისა, სახელწიფოებს დღევანდელი პოზიციების გასამყარებელი ნარატივებიც აქვთ: სომხეთს - საუკუნოვანი თავდაცვის არაქრისტიან მტერთან ბრძოლაში,  აზერბაიჯანს კი საკუთარი მიწების უცხოებისგან  გათავისუფლების. 

ეს განწყობები  2020 წლის დაპირისპირებასაც მოარგეს:  ალიბაშირ ა აღფრთოვანებით მიამბობდა აზერბაიჯანულ მიწაზე ჩატარებულ ოპერაციებზე, არტემ ს კი ხაზს უსვამდა, რომ სომხეთი მხოლოდ თავს იცავს და რეგიონში თურქეთისნაირი ძლიერი პარტნიორიც კი არ ჰყავს. 

დიალოგი 

არტემი და ალიბაშირი ერთმანეთს იცნობენ. რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ კონფერენციებზე და მათი გზები ადრე სოციალურ ქსელშიც იკვეთებოდა. ამიხსნეს, რომ სამშობლოში დაბრუნებული სომხები და აზერბაიჯანელები, ხშირად, სოციალური ქსელიდან შლიან ერთმანეთს - ასე ნაკლები უსიამოვნება ექნებათ.  საკუთარ გვერდებზე კი ჩემი რესპონდენტები  ცალსახად პროპაგანდსტულ მასალას პოსტავენ. პროპაგანდის საკუთარ მხარეს, რომელიც მეორეს არ ესიამოვნებოდა. 

ორივეს ვკითხე, რას ელიან მომავლისგან და რას ეტყოდნენ მეზობელ თანატოლებს. 

“სომეხ ახალგაზრდებს უნდათ კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ მათი ლიდერები ნაციონალისტურ განცხადებებს აკეთებენ და სიტუაციას ამძიმებენ.” - მითხრა ალიბაშირმა, და შემდეგ სომეხ თანატოლებს მოუწოდა, აღიარონ მთიანი ყარაბაღი და მშვიდობით იცხოვრონ აზერბაიჯანის სუვერენიტეტის ქვეშ.

არტემმა კი ისევ სომხეთის ისტორიულ ფესვებს გაუსვა ხაზი: “გაცდით თქვენი ქვეყნის საზღვრებს და ნებისმიერ მუზეუმში გაიგებთ, რა ისტორია აქვს სომხეთს.” 

საუბრის ბოლოს ისევ ისტორიის მნიშვნელობას დავუბრუნდით. და მგონი, საწყის განწყობასაც -  ეს ადამიანები იცნობენ, მაგრამ არ ენდობიან ერთმანეთს. ერთი მეორეზე ფიქრობს, ზღაპრების სჯერაო, რომლებსაც მთავრობა ყვება.

რომლის “ზღაპარი” უფრო ნამდვილია? საერთაშორისო თანამეგობრობამაც ხომ უნდა თქვას თავისი სიტყვა და  ისევ UNICEF-ის კვლევას შემოგთავაზებთ: 

“როდესაც ხელისფლებაში რომელიმე ეთნიკური ჯგუფია, ის ქმნის ისტორიის ვერსიას, რომელიც აძლიერებს ამ ეთნიკური ჯგუფის როლს, სხვა ჯგუფების ხარჯზე.” 

მგონი, გოგონა, რომელიც არტემს გერმანიაში შეხვდა მართალია - საზღვრის სხვასხვა მხარეს სხვადასხვა სიმართლეა. ისინი კი ჯერ-ჯერობით ვერ მეგობრობენ. 

ზედა მეზობელი

ზედა მეზობელი

ამ კომფლიქტში ორივე მართალია და ასევე,ორივე მტყუანია. სომხებისათვის ისტორიული ტერიტორიაა და იქ მათი ჯარი დგას,ძნელია დატოვონ მამაპაპათა მიწა უბრძოლველად. აზერბაიჯანს დოკუმენტები აქვს,რომლითაც ადასტურებს საკუთრების უფლებას და მათვისაც ძნელია ამ მიწის დათმობა. ეს არის მათი სიმართლე და ეხლა გეტყვით,რატომ ტყუის ორივე მხარე. ყველამ იცის,როგორ მოხვდა ეგ ტერიტორიები აზერბაიჯანის მხარეს,ისევე როგორც ჩვენი კახი,ზაქათალა და ა.შ. სომხებსაც აქვთ ეგეთი ტერიტორიები მიერთებული,მათ შორის ჩვენიც. თუ ყარაბაღზე აცხადებენ პრეტენზიას,მაშინ შესაძლოა საქართველო სევანამდე ჩავიდეს და არც აზერბაიჯანს დადგება კარგი დღე,არც თურქეთს. კავკასიის ყველა სახელმწიფო ხვდება,რატომ გააკეთეს ეს თავის დროზე,მაგრამ მაინც მათ დაწერილ გეგმას მიყვებია,მაშინ როცა შეუძლიათ სხვა რამის მოფიქრება. ჩემი აზრით,ორივემ უნდა თქვას უარი და მოიპოვოს დამოუკიდებლობა ყარაბაღმა ან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს. კავკასიის ერთიანობისთვის ეს მნიშვნელოვანია და ეს ნაბიჯი უნდა გადადგან. სხვა შემთხვევაში განვითარება არ ეღირსება კავკასიის რეგიონს. ამ ყველაფერში კი,საქართველომ უნდა ითამაშოს დიდი როლი. ყველაზე მეტად რუსეთს ან თურქეთს კავკასიის ერთიანობის ეშინია და აქეთ უნდა მიდიოდეს ყველა სახელმწიფო. არცერთ სახელმწიფოში ეროვნულად მოაზროვნე მთავრობები არ მოსულა,თორემ ამის გაკეთება მარტივია. საქართველოში ეგ ეროვნული მთავრობა იყო მოსული და აქტიურობდა ამ კუთხით,მაგრამ მოკლეს. ყველა ამ სახელმწიფოში რუსულ-თურქული აგენტურა მოღვაწეობს და ამიტომაც მიდის ომები და დაპირისპირებები. არადა კავკასიას შეუძლია როგორც რუსეთის,ასევე თურქეთის დაჩოქება. 30 წელია რუსეთის დანიშნული კადრები მოღვაწეობენ ყველა სახელმწიფოში,რომელებიც ვერაფერ წინააღმდეგობას ვერ უწევენ რუსეთს.რომ დასცლოდა ზვიადს და ჯოხარს ამ გეგმის განხორციელება,სხვა რეალობაში ვიცხოვრებდით ეხლა,მაგრამ ვერ მოხერხდა. ზვიადის შეცდომაც იყო აქ,რადგან ახალი დაშლილი იყო სსრკ და მათი გავლენები მაინც დიდი იყო. იგივე რამის გაკეთება ეხლა უფრო იოლი მგონია.რაც მთავარია,ყველა სახელმწიფომ უნდა აღიაროს სეკულარიზმი და რელიგიური გრძნობები მეორე პლანზე გადადოს და თუ გვინდა მშვიდობა,მაშინ ერთიანობა საჭირო. სხვა შემთხვევაში,ბევრი ომი იქნება და ბევრი ადამიანი დაიღუპება. ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება,რადგან ეს რუსეთის და თურქეთის წისქვილზე წყლის დასხმაა და სხვა არაფერი. ბევრი ეთნიკური სომეხი და ახერბაიჯანელი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და მათ ვეტყვი,რომ თქვენი ქვეყანა საქართველოა,რომელმაც მშვიდობის გარანტიები მოგცათ და ერთამანეთთან თანაცხოვრების საშუალება. ნუ იქნებით ბეცები და ნუ შეუწყობთ ხელს ამ კომფლიქტის გაღრმავებას. გახსოვდეთ,რომ ჩვენ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ის არ გამოვიდეს,რომ აქედან გაგყარონ და იქაც არ მიგიღონ. თუ გგონიათ,რომ აზერბაიჯანი თავის კამიკაძე დრონებით ან სომხეთი რუსული ჯართით რამეს გვიზავს,უბრალოდ ცდებით. ჩვენი ჯარი საერთაშორისო მისიებში გამოზრდილია და ნატოს პარტნიორები ვართ,სულ მალე წევრებიც გავხდებით. ქართულ ჯარს უმაღლესი შეფასება აქვს მიღებული ნატოს სწავლებებში და თქვენს ადგილას იმედი არ მექნებოდა ურთიერთობის გაფუჭების.მიწაზე რუსული ჯარი დავაგდეთ და რამდენადაც ვიცი,არც თქვენ გყავთ ავიაცია ძლიერი.იფიქრეთ ამაზე და იზრუნეთ ერთიანობაზე.

14.10.2020 11:13

სახელი

კომენტარის დამატება