flash

ავტორი ს.ხაჟომია

10.06.2021 14:10

საიდან მოდის პრაიდი და როგორ აღინიშნება მსოფლიოში

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

პრაიდის იდეა და მნიშვნელობა

1969 წლის ივნისში მანჰეტენის ქუჩებში გეები, ლესბოსელები, ტრანსგენდერები, ბისექსუალები გამოვიდნენ და აჯანყება მოეწყო, რომელიც ცნობილია „სტოუნვოლის“ სახელით. ეს გამოწვეული იყო ლგბტ-ს უფლებების დასაცავად და არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ბრძოლის საფუძველი გახდა. სწორედ აქედან მოდის პრაიდის იდეაც.   

იმ პერიოდში ამერიკაში ათასობით ადამიანს სექსუალური ორიენტაციის გამო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კეტავდნენ, ბევრს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ ან ოჯახიდან აგდებნენ. რეპრესიების შეწყვეტის საფუძველი სწორედ გეი ბარ „სტოუნვოლში“ პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდი გახდა. ამ დღიდან ერთი წლის შემდეგ 1970 წელს მსოფლიოში პირველი პრაიდი გაიმართა და ამერიკის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აღნიშვნა. 1999 წლის ივნისში აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ივნისი პრაიდის თვედ გამოაცხადა. 

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ის სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღინიშნება. ისეთ ქალაქებში, რომლებშიც ჰომოფობიური განწყობები ნაკლებია, პრაიდს აქვს კარნავალური და ტურისტული დატვირთვა, მაგალითად ნიუ-იორკში, ლისაბონში, სინგაპურში, ტორონტოში, სან-პაულუში, რომში, მეხიკოში და ბევრ სხვაში, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში პრაიდის მთავარი სათქმელი ისევ უფლებებისთვის ბრძოლაა. 

ლგბტ დროშის ისტორია 

ლგბტ თემის დროშა ცისარტყელის ფერებშია და ივნისის თვის მანძილზე მუდმივად გამოფენილია სხვადასხვა ქვეყანაში. გილბერტ ბეიკერმა, ამერიკელმა მხატვარმა, გეების უფლებადამცველმა აქტივისტმა და აშშ-ის ჯარის ვეტერანმა, შექმნა ეს დროშა 1978 წელს, როგორც გეებისა და ლესბოსელების პოლიტიკური მოძრაობის სიმბოლო. მისი განმარტებით, ლგბტ დროშის თითოეულ ფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, წითელი დაკავშირებულია სიცოცხლესთან, სტაფილოსფერი-განკურნებასთან, ყვითელი-მზის შუქთან, მწვანე-ბუნებასთან, ლურჯი-ჰარმონიასთან და იისფერი-სულისკვეთებასთან. 

პრაიდი საქართველოში 

საქართველოში 17 მაისი პირველად 2011 წელს აღინიშნა, რომლის დროსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. მომდევნო წლებში ლგბტ პირების მიმართ სიძულვილს გამოხატავდნენ აქტივისტები და სასულიერო პირები, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვებოდა. ლგბტ თემს საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. 

2014 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ამ წლიდან ყოველ 17 მაისს საპატრიარქო მსვლელობები ეწყობა, რომლის პარალელურადაც ლგბტ აქტივისტები, ძირითადად, პოლიციის გარემოცვაში იკრიბებიან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ასე აღნიშნავენ. 

2018 წელს თანასწორობის მოძრაობამ მიიღო მონაწილეობა მარათონში Wings For Life, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ტარდება. მარათონში 100-მდე თემის წევრი იყო და ამან ლგბტ ჯგუფის მოტივაცია უფრო აამაღლა. საქართველო პრაიდს პირველად 2019 წელს შეუერთდა, თუმცა ის საზეიმო ფორმატში არ ჩატარებულა, რადგან „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი თაბაგარის თქმით, საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ ქვიარებს საზეიმოდ ჰქონდეთ საქმე. 2019 წელს „თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს დაიწყო და ორი ღონისძიება ჩატარდა, სოციალური სპექტაკლი და კონფერენცია. 

წელს 1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს გამართავს, კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ გაიმართება. აქტივისტების მთავარი მიზანია, რომ ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და მათ გარშემო მყოფებს გააგონონ თავიანთი ხმა. ისინი ამით დისკრიმინაციის დაგმობას და დაძლევას ცდილობენ. 

პრაიდი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

თელ-ავივის პრაიდი, რომელიც გრძელდება 6 ივნისიდან 25 ივნისამდე არის ყველაზე დიდი დღესასწაული შუა აღმოსავლეთში როგორც ლგბტ წარმომადგენლების, ასევე სხვა საზოგადოებისთვისაც. თელ-ავივი შეიძლება თავშესაფრადაც ჩაითვალოს ლგბტ ადგილობრივი მოსახლეობისა და მოგზაურებისთვის რეგიონში. პრაიდის კვირაში გეებისთვის განკუთვნილ მთავარ კლუბებში დიდ წვეულებებს აწყობენ. მთავარი აღლუმი 25 ივნისს იმართება, რომელიც სანაპიროზე წვეულებით დასრულდება.

ვაშინგტონის პრაიდი ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ღონისძიებების მრავალფეროვნებითა და სტილით. წელს მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ღონისძიებები. წლევანდელი თემაა  „ჯერ კიდევ ჩვენ“ და განასახიერებს გეი საზოგადოებაში არსებულ ბრძოლას, დღესასწაულსა და სიამაყეს. 1 ივნისს პრაიდის გახსნის ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შეეძლოთ, შეეძინათ ბილეთები. პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი აღლუმი შედარებით განსხვავებულია და ყველაზე დიდი ღონისძიება 12 ივნისს გაიმართება, დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ.

შვეიცარიაში პრაიდი ასოცირდება კარგად დაგეგმილ ღონისძიებასთან ბევრი მუსიკითა და გართობით. ორდღიანი წვეულება სავსეა ღონისძიებებით, კულტურული აქტივობებით, ცოცხალი მუსიკითა და სხვა ბევრი შემადგენელი კომპონენტით. იქიდან გამომდინარე, რომ შვეიცარიაში პრაიდის ორგანიზატორებს სურდათ უფრო უსაფრთხო და დაცული ღონისძიების მოწყობა, პრაიდის თარიღი შეიცვალა. 

საბერძნეთი ცნობილია პრაიდის ღონისძებების მოწყობით ყოველ წელს. ამ წელს, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი ღონისძიების თარიღი შეიცვალა. ათენმა პრაიდი გადადო 18-25 ივლისისთვის. ამ წლის თემაა „ეს არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს“. 

ნიუ-იორკში იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს ბევრი ღონისძიება გაუქმდა, წელს პრაიდი უფრო მასშტაბურად აღინიშნება. მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. ამ წლის თემაა „ბრძოლა გრძელდება“. ღონისძიებების უმეტესობაზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი. . მთავარი ღონისძიება, ნიუ იორკის პრაიდის მარში, 27 ივნისს იგეგმება.

მადრიდი ცნობილია პრაიდის ღონისძიებებით. წელს პრაიდი ჩატარდება 25 ივნისიდან 4 ივლისამდე, თუმცა გარკვეული რეგულაციების დაცვით. დახურვის ცერემონია კი უფრო გრანდიოზულად 4 ივლისს აღინიშნება.

ლონდონმა გადაწყვიტა, რომ ღონისძიებები 11 სექტემბრის კვირაში გადადოს. ამ წლის თემაა „ხილულობა, ერთიანობა და თანასწორობა“. ორგანიზატორები იღებენ აპლიკაციებს პრაიდში მონაწილეობის მისაღებად და მოუწოდებენ ხალხს, რომ ხმა აიმაღლონ ლგბტ-ს უფლებების დასაცავად.

წელს 150-ზე მეტი პრაიდის ფესტივალი და ღონისძიება იმართება მსოფლიოში. პრაიდის თვეში მილიონობით მონაწილე იკრიბება სხვადასხვა ქვეყნებიდან მსოფლიოს გარშემო, თუმცა, 2021 წელს ქალაქების ნაწილმა უარი თქვა პრაიდზე, ვაქცინაციის პროცესისა და შეზღუდვების გამო. აქტივისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ დღისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ და მათი მთავარი მოთხოვნა თანასწორი უფლებებია. 

ვარლამი

ვარლამი

უვოცებო, ეს ცისარტყელა არ არის, ეს არის ლგბტ დროშა. ცისარტყელას 7 ფერი აქვს დროშას კი 6. ფერებიც არ იცით რაზე გაქვთ ხმა ამოსაღები ჰომოფობებს? დასაბრუნებელი ხართ ბაღში და ცისარტყელის ფერები გაქვთ ხელახლა სასწავლი. რაც შეეხება, პრაიდის აუცილებლობას. პრაიდი ბრძოლაა უფლებებისთვის და თანასწორობისთვის, ღირსებისა და თავისუფლებისთვის. ამიტომ ეს აქცია აუცილებელია. ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს ეს ფეხებზე მკიდია! არც მე მომწონს თქვენი ქუჩაში ხეტიალი ყლეებო, მაგრამ არ გიშლით! აგიკრძალოთ აქციების გამართვის უფლება?

25.06.2021 18:57
lordfan

lordfan

ერთი წეშმარიტი ფაქტი არსებობს არ არის საწირო პრაიდის ტვის აღნიშვნა რადგანაც ჩვენი ქვეყანა არ იღებს ამას ეს ერთი და მეორე ჩვენ ვიცით ლგბტ პროპაგანდა რას იწვევს შესაბამისად უბრალოდ აქვს ხალხს უფლება რომ იცხოვრონ არავინ გებრძვის ოღონდ ნუ ავრცელებ თორემ ამიტომ ხდება ისევ ძალადობა

22.06.2021 20:57
კახა

კახა

ბავშვებს დაუბრუნეთ ცისარტყელა ❗️❗️❗️ და დაიმახსოვრეთ, რომ აქ ეგ არ გამოგივათ. არასდროს ❗️❗️❗️ გინდათ მშვიდობა? იცხოვრეთ მშვიდად ❗️ არავინ გერჩით... ტვინი ნუ შეჭამეთ ❗️

17.06.2021 22:17

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი