flash

ავტორი Irina

11.09.2020 18:00

წინასაარჩევნო კამპანია: საუკეთესო მომენტები

წინასაარჩევნო კამპანია 2020

ილუსტრაცია: მარიამ ჩაგელიშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოახლოებამდეც ბევრ სიურპრიზს გვპირდებოდა. აქამდე ხომ ვერც წარმოვიდგენდით ამას: 

შემდეგ, შალვა ნათელაშვილის ოფისში ეს ვიხილეთ:

 

ვიფიქრეთ, რაღა გაგვაკვირვებდა, მაგრამ საარჩევნო სიებმა თუ პოლიტიკური აგიტაციის ახალმა, პოპ-კულტურით გაჯერებულმა მეთოდებმა დაგვარწმუნა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს სხვას ყველაფერს, მაგრამ შემოქმედებითობას ვერ დავუწუნებთ. 

5G არა, 5K 

დიახ, რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი ნაციონალური მოძრაობის გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას (თუ, ხუთიკა მელიას?) პლაკატმა დაიპყრო. როგორც ჩანს, პარტიის მესვეურებმა ნიკას სახელსა და შემოსახაზ ნომერს შორის მსგავსება აღმოაჩინეს. 

აღმაშენებელი ბნელი მხარის წინააღმდეგ

თავიდან, “სტრატეგია აღმაშენებელი” სამაგიდო თამაში გვეგონა, მერე იმას ვარკვევდით, ესემესს ყოველ მეორე დღეს გრიგოლ ვაშაძე გვწერდა, თუ გიორგი. აღმოჩნდა, რომ გიორგი, თანაც დავით აღმაშენებლის საგმირო საქმეებითა და ვარსკვლავური ომებით შთაგონებული. ახლა ბატონი ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფება და საინტერესოა, იქიდანაც მოგვიკითხავს თუ არა. 



კაპიტანი ევროპა? 

ზუსტად არ ვიცით, გიორგი ვაშაძის შთაგონებით მოხდა ეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ “ევროპულმა საქართველომ” ინსტაგრამის რეკლამისთვის არანაკლებ ცნობილი პერსონაჟი გამოიყენა. სამწუხაროდ, მარველს კაპიტანი ევროპა არ ჰყავს და არც პარტიას ჰქვია “ამერიკული საქართველო,” თორემ, დამთხვევა კიდევ უფრო კარგი იქნებოდა.

 წადი არჩევნებზე და მოიგე “ტესლა”

ამომრჩევლის წახალისების ეს ეფექტური მეთოდი პარტია “გირჩმა” მოიფიქრა - დარეგისტრირიდით გირჩის პორტალზე, წადით არჩევნებზე, გადაიღეთ ფოტო საარჩევნო უბნიდან, გაუკეთეთ შესაბამისი ჰეშთეგი და დაელოდეთ იღბლიან მომენტს. საინტერესოა, მოგებულ ტელსას თვითონ ბატონი ზურაბ გირჩი გადმოგცემთ თუ არა. 

ჯაფარა თამადად

ბატონი ზურაბ გირჩი, გამთამაშებლის გარდა, თამადის როლის მორგებსაც გეგმავს - “გირჩმა” გააკეთა განცხადება, რომ პარტია სხვადასხვა ტიპის ღია და დახურულ ხალხმრავალ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკოსებთან ერთად შესაძლებელი იქნება მუსიკის მოსმენა, გართობა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარება. ანუ, თუ ქორწილის და დაბადების დღის გადახდა დაგჭირდათ, გირჩის პოლიტიკოსებს არ გამოაპაროთ. 

თქვენ სად იყავით, ჩვენ რომ სუფრა გვქონდა

თუმცა, ბატონ ზურაბ გირჩს დააგვიანდა - სანამ კორონავირუსი შემოგვიტევდა, “ევროპულმა საქართველომ” სენაკში 600 კაციანი სუფრის გაშლა მოასწრო, გიგა ბოკერია კი წასულების სადღეგრძელოზე ვერ გაჩერდებოდა და ამიტომ, მას საარჩევნო სიტყვა მოაყოლა. 

ხატები და რუკები 

“პატრიოტთა ალიანსმა” რუსეთთან დაახლოების ისეთი გზა აირჩია, ნინო ბურჯანაძესაც კი გააკვირვებს. ირმა ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ხატი ჩაიტანა, რომელიც მადლობის გარეშე გამოუგზავნეს უკან. 

მანამდე კი, პატრიოტებმა უცნაური საარჩევნო ბანერი გააკრეს, რომელზეც, ოკუპირებულ ტეროტირიებთან ერთად, აჭარაც გაწითლებულია. თანაც, ინაშვილი და თარხანმოურავი აჭარის დაცვისკენ მოგვიწოდებენ. უცნაურია. ჩვენ მათ ამბებს მიღმას ისტორიისა და გეოგრაფიის ქვიზების გავლას ვურჩევდით. 

ირაკლი კობახიძეს ფეისბუქი გაუტეხეს

ვისგან, ვისგან და ბატონი ირაკლისგან ასეთ რამეს არ ველოდით. ბოლოს და ბოლოს, მას ხომ არასდროს უნახავს ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი და მათ ხომ არ დაემსგავსებოდა? თუმცა, ფაქტია, რომ ოპოზიციური პარტიის ბანერი ირაკლი კობახიძეს იმდენად ეგოიმა, რომ მას საკუთარი ფეისბუქის მეშვეობით, საკმაოდ არაკოლეგიალურად გამოეხმაურა. ვიფიქრებდით, რომ მისმა მეზობელმა ბავშვმა იხუმრა, მაგრამ, ასე არ არის - კობახიძეს პოსტი დღემდე არ წაუშლია. 

მანამდე, “ქართულ ოცნებსაც” გაუტეხეს ფიესბუქი

Მმართველი პარტია კობახიძის  უცნაურ გამოხტომებს არ იზიარებს და ძველი, კარგად გამოცდილი გზით მიდის - მაგალითად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის 8 წუთიანი გამოსვლით, რომელიც ტაშით ცხრაჯერ შეაწყვეტინეს და დასრულების შემდეგ, მეათედაც არ დაიზარეს ოვაციები. 

მაგრამ, როგორც ჩანს, პარტიის მესვეურებმა უყურადღებობა გამოიჩინეს და ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” ფეისბუქის გვერდთან მარტო დატოვეს. შედეგი ასეთია:

სპორტიდან პოლიტიკაში 

კიდევ ერთი  სიურპრიზი პარტიამ ახლახანს შემოგვთავაზა: ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სიის ოცეულში საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეები შეიყვანა. მაგრამ მათთან ერთად ჩამონათვალში კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავაც არიან. სპორტსმენები საარჩევნო სიებში მანამდეც გვნახავს, მაგრამ, ამჯერად ისინი ფეხბურთელ მერს შეუერთდებიან და სპორტულ ტრიუმვირატს შექმნიან. 

 

არჩევნებამდე კიდევ დარჩა დრო და დარწმუნებულები ვართ, პოლიტიკოსები კიდევ არაერთხელ გაგვაკვირვებენ. მანამდე კი, ისევ “ქართული ოცნების” ფეისბუქის ადმინს  დავესესხებით და გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, hamova?

 

სანამ წახვალთ, შეგახსენებთ, რომ არჩენებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მანამდე კი სასურველია იცოდეთ. რისი უფლება გაქვთ. ეს ქვიზი ყველაფრის გარკვევაში დაგეხმარებათ. 

 

*ილუსტრაციები: პოლიტიკოსების ფეისბუქ-გვერდები, "ისტორიული მიმები" და ინტერპრესნიუსი

სახელი

კომენტარის დამატება