flash

ავტორი Tamta

22.02.2021 18:00

უმუშევრობა, კოვიდ-19 და სიღარიბე: რა მიაჩნიათ ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოში?

პანდემია, სიღარიბე, უმუშევრობა

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

"კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC - საქართველო) უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა, კოვიდ-19 და სიღარიბე მიაჩნია. 

CRRC საქართველოს "კავკასიის ბარომეტრის" 2020 წლის კვლევა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს მოიცავს. "ამბებს მიღმას" გუნდმა კვლევიდან გამოეყო პუნქტები, რომლებიც პანდემიისგან გამოწვეულ შედეგებს ასახავს.

გამოკითხულთა 28%-ისთვის ცხოვრება ძალიან შეიცვალა, ხოლო 41%-სთვის - საკმაოდ. 

გამოკითხულთა 35% გარკვეულწილად ნაკლებს შოულობს, ხოლო 31 % - გაცილებით ნაკლებს. მხოლოდ 4% გაეზარდა შემოსავალი. 

რაც შეეხება ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს. გამოკითხულოთა უდიდესი პროცენტის (27%) ყოველთვიური შემოსავალი არის USD 101 - 250. რესპონდენტების 14%-ს კი თვიურად USD 51 - 100 აქვთ ოჯახში. 

რესპონდენტებმა ქვეყანაში არსებული პრობლემებიც გამოკვეთეს. პირველ სამეულში დასახელდა: უმუშევრობა (33%), კოვიდ-19 (17%) და სიღარიბე (17%). 

 

წყარო: კავკასიის ბარომეტრი: 2020. კვლევის სამუშაოები, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით, ჩატარდა 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე. გამოპასუხების დონე 29%-ს შეადგენს; სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით გამოკითხულია ე.წ . შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით (Random Digit Dial) ამორჩეული 1 504 რესპონდენტი 

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი