flash

ავტორი Tamta

16.02.2021 12:00

UNWOMEN: საქართველოში ყოველ მეშვიდე ქალს ოჯახური ძალადობა განუცდია

ქალთა მიმართ ძალადობა

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შედეგად, მთელ მსოფლიოში გაიზარდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა. საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების (UN WOMEN. 2020) მიხედვით, ქალების 18%-ს უგრძვნია ან სმენია ოჯახში ძალადობის მაჩვენებლის ზრდის შესახებ. 

ქალთა მიმართ ძალადობა (ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური) კვლავ ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება საქართველოში. გენდერული უთანასწორობა, ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ნაწილის ინდიფერენტული განწყობა და მთავრობის მხრიდან არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმა, ქმნის პრობლემებს ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით. 

საქართველოში 15-64 წლის ყოველ მეშვიდე ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური, სექსუალური, ან ფსიქოლოგიური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან. ხოლო ყოველმა 29-ე ქალმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განიცადა ძალადობა. 

 

პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ქვეყანაში საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. 

მონაცემები არ ასახავს პოზიტიურ სურათს სოციალური ნორმებისა და სტიგმის კუთხით საქართველოში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამოკიდებულებები დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ იცვლება.

სახელმწიფოს პასუხი: 

მთავრობა გარკვეულ სერვისებს სთავაზობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს/გადარჩენილს

ძალადობის მსხვერპლთა უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზი (24 საათის განმავლობაში): 116 006 და ასევე, საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი - 112. 

საქართველოს მასშტაბით, არსებობს 8 თავშესაფარი და 7 კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი ქალებისთვის (მართავს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები) 

 

წყარო: UN WOMEN 2020, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში 

          UN WOMEN 2020, საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი