flash

ავტორი გოგა ნიჟარაძე

25.06.2021 16:46

ვის მისცემდა ქართველი ამომრჩეველი ხმას დღეს რომ არჩევნები იყოს - Edison Research-ის კვლევა

კომპანია Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რომლის ფარლგებში საქართველოში მცხოვრები 1,500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხვისას რესპონდენტებს  მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ დაუსვეს კითხვები.

როგორც Edison Research-ის მონაცემებით ირკვევა, გამოკითხული ადამიანების 62%-ს უნდა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. 38% კი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების  წინააღმდეგია.

ამასთან ერთად, კვლევითი კომპანია ამჟამად მოქმედი პარტიების რეიტინგსაც აქვეყნებს.

კითხვაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“  პასუხების პროცენტულობა, ალოკაციის გათვალისწინებით, შემდეგნაირად გადანაწილდა: 

ხმების დათვლა მოხდა ალოკაციის გარეშეც, რამაც შედეგი საგრძნობლად შეცვალა:

 ალოკაცია არის ხმის დათვლის ისეთი საშუალება, რომლის დროსაც რესპონდენტი არ ასახელებს არჩეულ კანდიდატს, თუმცა გამომკითხველები თვითონ ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას და შესაბამისად ასახავენ საბოლოო შედეგებში.

კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თბილისის მერობის არჩევნებზე საერთო კანდიდატს წარმოადგენს, მაშინ მათ გამოკითხულთა 34% მისცემს ხმას.  “ქართული ოცნების“ კანდიდატს 30% დაუჭერს მხარს, გიორგი გახარიას პარტიას - 13%. 7% ამბობს, რომ ხმას ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კანდიდატს არ მისცემდა, ხოლო 16%-მა კი უარი განაცხადა პასუხზე.

Edison Research-მა ცალკეული პოლიტიკოსების რეიტინგიც გამოიკვლია. როგორც შედეგებმა აჩვენა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე პოპულარული ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა, რომლის მიმართაც გამოკითხულთა 57% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 43% კი უარყოფითად.

გამოკითხულთა 50%-ს თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე მოსწონს. 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ. 43% დადებითად აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. ხოლო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პოზიტიურად 38% უყურებს.

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი