ავტორი: Admin

11.03.2020 10:44

#ვისრავარგე

#ვისრავარგე

29 მარტი კეთილი საქმეების საერთაშორისო დღეა და უკვე 108 ქვეყანაში აღინიშნება. "ამბებს მიღმას” გუნდს გვსურს, წელს, პირველად, საქართველოშიც გამოვეხმაუროთ ამ თარიღს და ახალ კამპანიას ვიწყებთ. 

ქართველებს ხშირად გაგვიგია:  “ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?” ამ ფრაზის მნიშვნელობაზე ჩვენც დავფიქრდით: 

ჩვენი მოკრძალებული აზრით, ერთმანეთისთვის სასარგებლო საქმეები ყველას შეგვიძლია ვაკეთოთ, ამისთვის კი ხშირად მცირე ძალისხმევაც საკმარისია. ამიტომაც, გიწვევთ, შემოგვიერთდეთ და ერთად ვნახოთ, #ვისრავარგე

რას გთავაზობთ? ინტერაქტიულ პლატფორმას, რომელზეც შეძლებთ, სასარგებლო საქმე გაუკეთოთ თანამოქალაქეს, ან თქვენ თვითონ მოითხოვოთ დახმარება. პლატფორმაზე განაცხადის შემოტანას შეძლებენ მოხალისეები, აქტვისტები, ორგანიზაციები, ჩვეუელებრივი მოქალაქეები - ყველა, ვისაც სჭირდება სხვების  თანადგომა ან შეუძლია დაეხმაროს სხვებს. 

მაინც რისი  გაკეთება შეგვიძლია?  ისეთი წვრილმანების, როგორიც მეზობლისთვის ერთი თავი ხახვის მიწოდებაა და ისეთი არაწვრილამანების, როგორიც ძალადობის მსხვერპლის სწორი ინფორმირებაა - პლატფორმა #ვისრავარგე იქნება  სივრცე, სადაც სარგებლის მოტანის სხვადასხვანაირი, (არა)ტრივიალური შესაძლებლობები მოიყრის თავს. 

ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.

რამდენად რეალურია ერთმანეთის ასეთი ფორმით დახმარება? ამას დრო და  თქვენი, პლატფორმის მომხმარებლების, ჩართულობა გვიჩვენებს. ისე კი გვგონია, რომ სიკეთე ყველასთვისაა და ვინც არ უნდა დადოს ქვაზე, შეხედულებების თუ ინტერესების მიუხედავად, აუცილებლად დახვდება წინ. 

“ამბებს მიღმა” მარტის თვეს ამ კამპანიას დაუთმობს: ჩვენ მოგიყვებით და თქვენც გაგვიზიარეთ, ვინ, ვის რა და როგორ არგო. 

გამოგვყევით ამბებს მიღმა და გაიგეთ მეტი.

კომენტარის დამატება