ავტორი Sandro

13.08.2020 14:17

რა ხდება ბელარუსში და რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

ბელარუსი

ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ახლა ათი ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებზე დგას, რადგან ისინი დარწმუნებულები არიან - რეჟიმმა ოპოზიციურ კანდიდატს გამარჯვება მოპარა. ხელისუფლება მათ უპრეცედენტო სისასტიკით და მთელს ქვეყანაში ინტერნეტის მასობრივი გათიშვით პასუხობს. ამისდა მიუხედავად, ბელარუსში სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება იმის რწმენა, რომ ცვლილებები არათუ შესაძლებელია, არამედ ახლოა კიდეც.

რატომ უახლოვდება დასასრულს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ 26 წლიანი მმართველობა? ამის შესახებ ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები მოგვითხრობენ. 

 

ციფრული რკინის ფარდა

„არ ვიცი, შევძლებ თუ არა გიპასუხოთ მოგვიანებით. ან ინტერნეტი გაითიშება, ან დამაპატიმრებენ“, მწერს ალექსანდრინა მესენჯერში. იგი ფრილანსერი ჟურნალისტია ქალაქ მინსკიდან. მას ინტევიუზე დღეისთვის შევუთანხმდი. თუმცა, სანამ საუბრის საშუალება მოგვეცემოდა, მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააპატიმრეს.

„ უბრალოდ, ვიდექით პოლიციის შენობასთან და ველოდებოდით იმ ხალხს, ვინც გუშინ დააკავეს. გვარწმუნებდნენ, რომ მათ დღეს გამოუშვებდნენ. ჩუმად ვიდექით, არც კი ვყვიროდით. მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად ომონი (სპეციალური საპოლიციო ძალა) თავს დაგვესხა. ჩემს ქმარს სასტიკად სცემეს“, მიყვება ალექსანდრინა. იგი რამდენიმე საათით უჩინარდება და მოგვიანებით მატყობინებს, რომ კარგადაა. ციფრული კომუნიკაციის თითქმის ყველა საშუალება გამორთულია. ინტერნეტს შემოვლითი გზით, ვიპიენი„Psiphon-ის” დახმარებით იყენებენ. უამრავ ადამიანს ახალ ამბებზე ხელი არ მიუწვდება და შესაბამისად, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე 

ამ ვითარებაში საპროტესტო აქციების ორგანიზება რთულია. თუმცა ათი ათასობით ადამიანი აღშფოთებულია და ეს მათ ვერ აჩერებს. მობილური აპლიკაცია „ტელეგრამის“ არხები აქტიურად აქვეყნებენ ახალ ამბებს, და სხვადასხვა მოწოდებენს მომიტინგეებისადმი. ხვდებიან რა, რომ პოლიციის აგრესია გარდაუვალია, ისინი თავდაცვისთვის ემზადებიან.

ბელარუსის 33 ქალაქში დემონსტრაციები მეოთხე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ალქსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში ხმათა 80.2% -ით გაიმარჯვა. მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი ხმათა 9.9% აქვს. სამოქალაქო საზოგადოება განსხვავებულ შედეგებს გვაწვდის. ოპოზიციამ ხმების დათვლის ალტერნატიული ინტერნეტ პლატფორმა „გოლოსი“ შექმნა. მისი ინფორმაციით, ხმათა 80%-ზე მეტი სწორედ ტიხანოვსკაიამ მოიპოვა.

ხელისუფლებას მშვიდობიან დემოსტრანტებსა და მათ მოთხოვნებს მხოლოდ სინათლის ყუმბარებით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტებითა და პოლიციის სისასტიკით პასუხობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 7000-მდე პირი, მათგან თითქმის ათასი - უშუალოდ მინსკში. „შეტაკების შედეგად“ დაშავდა 50 მშვიდობიანი მოქალაქე და 39 პოლიციელი, ზოგიერთი მათგანი ჰოსპიტალიზირებულია, დაიღუპა ერთი ადამიანი.

„რაც უფრო მეტად გვირტყამენ, მით ნაკლებად გვჯერა ოფიციალური შედეგების“, განაცხადა საპროტესტო გამოსვლის ერთ-ერთმა მონაწილემ Fox News-თან საუბარში.

„პოლიციას არ სჭირდება საბაბი ჩვენს დასარბევად. მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააშინონ“, მეუბნება სატელეფონო საუბარში სამოქალაქო აქტივისტი ვლადიმირ კოვალკინი. დრო და დრო მისი ხმა წყდება. ვლადიმირი გაბრაზებულია. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ ადამიანების ხმები მოიპარა.

„ყველას ესმის, რომ ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა. ისინი, ვინც მას ხმას აძლევდნენ, არჩევნებზე თეთრი ბაფთებითა და თეთრი ტანსაცმლით მიდიოდნენ. ყველა ხედავდა, რომ ეს ადამიანები უმრავლესობაში იყვნენ. მაგრამ მაინც ლუკაშენკომ მოიგო".

ვლადიმირის თქმით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა: „ახალი არჩევნები. ლუკაშენკოს მონაწილების გარეშე“.

ტიხანოვსკაია ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება. მისი კამპანიის წევრების თქმით, მან ქვეყანა იძულებით, ზეწოლის შედეგად დატოვა, მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერის მარია მოროზის გათავისუფლების სანაცვლოდ. მოგვიანებით, იმავე დღეს გავრცელდა საეჭვო ვიდეო, სადაც ტიხანოვსკაია თავის მომხრეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

დომინირების ფალსიფიცირება

არჩევნების დემოკრატიულობა კითხვის ქვეშ მის ჩატარებამდეც იდგა.  ოპოზიციამ სამი მთავარი კანდიდატი წარადგინა: ბანკირი ვიკტარ ბაბარიკა; ყოფილი დიპლომატი ვალერი ცაპკალა; და პოპულარული ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი. ეს უკანასკნელი საარჩევნო პროცესების დაწყებამდე დააპატიმრეს, მაგრამ მის ნაცვლად კანდიდატად მეუღლე - სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა. პირველ ორ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აუკრძალა. 

ბელარუსში ეს არჩევნების გაყალბების პირველი შემთხვევა არაა. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, ჟურნალისტებისა და, საერთოდ, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების დევნა, რა ხანია, ჩვეულებრივ ამბად იქცა. ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ დაშვებულია.  გარდა ამისა, ბელარუსი არაა ევროპის საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროპის სასამართლოს იურიდიქციას არ ექვემდებარება.

ლუკაშენკოს რეჟიმს დიდი ხანია ახასიათებენ, როგორც ელექტორალურ ავტორიტარიზმს. მკვლევარების აზრით, ამ ტიპის რეჟიმი ამომრჩევლების გასაკონტროლებლად ინფორმაციის მონოპოლიას მიმართავს. ის ცდილობს, აჩვენოს, რომ არსებული მთავრობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ოპონენტებს საზოგადოებისთვის მიუღებელ პირებად წარმოაჩენენ; აქედან გამომდინარე, მიუღებელი ხდება მათთვის მხარდაჭერის გამოცხადებაც.

“იუთუბერი” და პოლიტიკური ბლოგერი მაქსიმ კაცი ხაზს უსვამს ლუკაშენკოს სხვა თვისებასაც: მას შედეგების გაყალბება არ აკმაყოფილებს. მისთვის აუცილებელია უპირატესობის ფალსიფიცირებაც. მას სურს, ადამიანებს საკუთარი უპირატესობა და სიძლიერე აგრძნობინოს. ეს კი დემორალიზებას იწვევს, როგორც ოპოზიციის წევრებში, ასევე მათ მხარდამჭერებში. გარდა ამისა, ეს ქმედება სპობს ადამიანების ნდობას არჩევნებისადმი, რამდენადაც ხალხმა იცის, რომ ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი”, - აცხადებს კაცი.  

საპროტესტო ტალღაზე კომენტარის გაკეთებისას, ლუკაშენკო უკიდურესად მშვიდია. მან აქციის მონაწილეებს ცხვრები უწოდა და განაცხადა, რომ არ დაუშვებდა “ქვეყნის განადგურებას.” მისი თქმით, პროტესტი საზღვარგარეთიდან იმართება.

26 წლის ჟურნალისტი იულია ალექსეევა ვარშავაში ცხოვრობს. იგი მეუბნება, რომ მრავალი ბელარუსი სტუდენტი, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე უნივერსიტეტებიდან გარიცხეს, ახლა სწავლას სწორედ პოლონეთში აგრძელებს. მათ არ უკვირთ, რომ ლუკაშენკო საპროტესტო ტალღას უცხოურ ძალებს უკავშირებს. ”აქ ცხოვრობენ ბელარუსიდან გადახვეწილი ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ.” - ამბობს იულია და ამატებს, რომ ემიგრანტების ცილისწამება სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილია. ბუნებრივია, ხელისუფლება არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ მოუწიათ ამ ადამიანებს სამშობლოს დატოვება.

 

რა შეიცვალა?

და რატომ გახდა ამჟამინდელი არჩევნები ბოლო წვეთი? ბელარუსში ეს კითხვები დღეს ბევრს აწუხებს.

მაქსიმ კაცი ფიქრობს, რომ გასათვალისწინებელია სამი სხავდასხვა ფაქტორი:

  1. ლუკაშენკო სათანადოდ ვერ აფასებდა, თუ რამდენად შემცირდა მისი ნამდვილი მხარდამჭერების რიცხვი. იგი ახლაც ილუზიებშია  და ვერ აცნობიერებს პროტესტების მასშტაბს.
  2. დიდი როლი ითამაშა კორონავურუსმა. განსაკუთრებით კი მის შესახებ ლუკაშენკოს ინფანტილურმა განცხადებებმა.  მოქალაქეები არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ მთავრობას მათი სიცოცხლე არათუ არ ანაღვლებს, არამედ ამას ასე აშკარად გამოხატავს კიდეც. 
  3. როგორც კონსერვატორმა, ლუკაშენკომ, სათანადოდ ვერ შეაფასა ქალი კანდიდატის შანსები.

აქციების მიუხედავად, სხვა ავტორიტარმა კოლეგებმა ლუკაშენკოს გამარჯვება უკვე მიულოცეს, მათ შორის ჩინეთის, ყაზახეთის და რუსეთის ლიდერებმა.

ანალიტიკოსები  ფიქრობენ, რომ კრემლის გადმოსახედიდან, რაც უფრო დიდ სირთულეებს უკავშირდება ლუკაშენკოს ხელახლა არჩევა, მით უფრო შეირყევა მისი, როგორც პრეზიდენტის ძალაუფლება. შედეგად კი მას მოუწევს, რუსეთთან მოლაპარაკებებში უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს. 

რა მოხდება შემდეგ? ვლადიმირ კოვალკინს თუ დავუჯერებთ, დღეიდან საზოგადოებაში ცივი სამოქალაქო ომი იწყება. ხელისუფლება  მთელ ენერგიას ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩადებს.

რით განსხვავდება ეს ბოლო 26 წლის განმავლობაში არსებული ვითარებისგან? “მთავარი განსხვავება ისაა, რომ საზოგადოება უფრო კონსოლიდირებულია, ხოლო საპროტესტო ტალღა კი დიდი, როგორც არასდროს. სურათი დაახლოებით პოლონეთში 80-იანი წლების ბოლოს სოლოდარობის მოძრაობის მსგავსია” - ამბობს ვლადიმირი.

იგი ფიქრობს, რომ ხალხი, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს, არ გაჩერდება.  ზოგი კი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე მოხდა, კერძოდ, მოქალაქეთა აზროვნებაში. იულია ალექსეევა მიიჩნევს, რომ ახლა სიმართლის დროა. ყველა გარე ფაქტორის მიუხედავად, მას სწამს, რომ ბელარუსის ბედი მისი ხალხის გამბედაობაზეა დამოკიდებული და საერთოდ არ ანაღვლებს, თუკი ეს მიამიტურად ჟღერს. 

 

გარეკანის სურათი: ხარება ქავთარაძე

ფოტოები: Nexta, Paperdabba

Wonderful

29.08.2020 11:32
გოჩა

გოჩა

ხალხის უკმაყოფილები ერთ-ერთ მიზეზათ ისიც მოყავთ რომ ლუკაშენკომ ჩაატარა პარადი არ შემოიღო შეზღუდვები კორონასთან დაკავშირებით და თურმე ამით საფრთხე შეუქმნა ბელორუსი ხალხის ჯანმრთელობას ეს ხო სრული სისულელეა რა მის ასეთ ქმედებას მოყვა ხალხის მასიური დაავადება და სიკვდილიანობა თუ რა რა თქმა უნდა არაფერი ასეთი არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა იმიტომ რომ ეს კორონა პანდემია ყველამ იცის უკვე მსოფლიო ბნელი ზალების მიერ თავს მოხვეული აფიორაა ვუსურვოთ ლუკაშენკოს მსოფლიოს შავბნელ ძალებთან ბრძძოლაში გამარჯვება და ბელორუს ხალხს გადარჩენა

20.08.2020 00:06
მარინა

მარინა

ლუკაშენკოს მარტო იმას არ აპატიებდა ევროპა ამერიკა გამარჯვების დღე 9 მაისს რო პარადი ჩაატარა წელს-საოცრება იყო---კაცმა ძროხების ფერმა შეამოწმა და ორი სამი ძროხა დასვრილი იყო--ამის გამო 30 თუ 32 კაცი მოხსნა იმ რაიონის უფროსიდან დაწყებული საძროხის დამლაგებლამდე --გუშინ გამოაცხადეს ამერიკას ფონდი შეუქმნია ვინც დატოვებს ფაბრიკა ქარხნებს ბელორუსიაში კომპენსაციას მისცემენ თურმე-

19.08.2020 13:46

What about Bidzina Ivanishvili?

19.08.2020 10:59

ლუკაშენკო თუ წავა, ბელარუსია ჩავარდება ორმოში. ეგრე წოდებული ნაყიდი ოპოზიცია დაანგრევს ყველაფერს. აი მერე ნახავენ ცხოვრებას. კორონა, ნიღბები, იზოლაცია და უმუშევრობა. უნდათ ასეთი დემოკრატია?

17.08.2020 15:08
Нанули

Нанули

Деда гетиребат беларусебо. Асет тависуплебас АМЕРИКИС бози Тихоновскаиа ром гпирдебат, Лукащенкос моноба герчтот.....

16.08.2020 00:21

არც მოლა აპირებდა მეჩეთში შესვლას- სანამ ტრ-კში წიხლი არა ჰკრეს...

15.08.2020 18:03

სახელი

კომენტარის დამატება