flash

ამბებს მიღმა ადამიანები: მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

ამბებს მიღმა ადამიანები

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

მარი ხარიტონაშილი-თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.

24 წელია მასწავლებელია. უკვე დიდი ხანია სხვადასხვა პროექტებში ჩართულობითა და სწავლების არასტანდარტული მიდგომებით ცდილობს ბავშვებს სწავლის მოტივაცია აუმაღლოს და ეს პროცესი უფრო სახალისო გახადოს. მისი ერთ-ერთი სოციალური პროექტია - „მეგობრობის ხიდი’’. პანდემიის დროს გადაწყვიტა ბავშვებისათვის რაიმე სახალისო შეეთავაზებინა, ამიტომ გაკვეთილი თავისივე კორპუსის სახურავზე ჩაწერა. ის ადგილები კი,  რომლის შესახებაც ყვებოდა, მოსწავლეებს კონტურულ რუკაზე უნდა დაეტანათ. ამას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც მოყვა გამოხმაურება. ამ პროექტში 15 სკოლა გაერთიანდა და მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკაზე დაიწყეს სიუჟეტების მომზადება. „მეგობრობის ხიდი’’, „საქართველოს ღირსშესანიშნაობანი’’, „ეკო-კლუბი’’ და სხვა ძალიან ბევრი საინტერესო პროქტი ეკუთვნის მარი მასწავლებელს, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოგების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ბანაკის შექმნას გეგმავს. მისი გეგმებისა და მიდგომების შესახებ უფრო ვრცლად ვიდეოში თავად მარი მასწავლებელი მოგიყვებათ.

ამბებს მიღმამ გადავწყვიტეთ, ვისაუბროთ უცნობ ადამიანებზე, ვისი ცხოვრებაც სხვისთვის, შესაძლოა, მოტივაციად იქცეს. 

თუ გაქვთ სურვილი, რომ მოგვიყვეთ საინტერესო ადამიანებზე, მოგვაწოდეთ მათი ისტორიები, გამოგვყევით ამბებს მიღმა და მოგვწერეთ. 

არაჩვეულებრივი მასწავლებელი,მოტივაციის მომცემი,.უაღრესად ნიჭიერი, ჭკვიანი და ამასთანავე ძალიან ლამაზი.ვისურვებდი მის გამარჯვებას.არამარტო მოსწავლეებს მასწავლებლებსაც გვაწვდის ახალ იდეებს.მადლობა მას ასეთი ადამიანური ღირებულებებისთვის.წარმატებები წარმატებულ მასწავლებელს

20.07.2021 09:01
დარეჯან ლორთქიფანიძე

დარეჯან ლორთქიფანიძე

მარი არის მასწავლებელი , რომელიც არ იღლება სიახლეების ძიებით, ახალი იდეების დაგეგმვით და განხორციელებით. მუდამ ფიქრობს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და მიღებულ ცოდნას იყენებს პრაქტიკაში, როგორც გაკვეთილებზე , ისე არაფორმალურ განათლებაში. არის კარგი ადამიანი და მეგობარი. წარმატებები მას, რომელსაც სრულიად დამსახურებულად ვუსურვებ.

17.07.2021 17:48
მადონა ლიპარტელიანი

მადონა ლიპარტელიანი

მარი არის საოცრად მოტივირებული,ნიჭიერი და ინოვატორი მასწავლებელი.თბილი კეთილი და საოცრად დადებითი ადამიანი.იშ ნამდვილად საუკეთესოა.

17.07.2021 09:10
მანანა კაპეტივაძე

მანანა კაპეტივაძე

ძალიან საინტერესო, ენერგიული და პოზიტიური მასწავლებელი ხართ, მარი. <3

16.07.2021 23:23

მარი ❤️❤️❤️❤️❤️

16.07.2021 22:16

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი