flash

ავტორი Tamta, გიორგი ჩაჩხიანი

05.09.2021 16:20

ქართველი სტუდენტები სამხრეთ კავკასიაზე

სამხრეთ კავკასია

ილუსტრაცია: მარიამ ყანჩაველი

„ამბებს მიღმამ” საერთაშორისო პლატფორმაზე სამხრეთ კავკასიელი ახალგაზრდებისთვის ახალი, ოთხ-ნაწილიანი ინიციატივა დაიწყო, რომლის ფარგლებში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობასა და სივრცეს თავისუფალი კომუნიკაციისთვის, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და მოუსმინონ ერთმანეთის შეხედულებებს.

“ქართველი სტუდენტები სამხრეთ კავკასიაზე” სწორედ რომ ამ საერთაშორისო ინიციატივის ნაწილია, რომელსაც ქართულ ენაზეც გთავაზობთ.

სერიის პირველ ნაწილში სხვადასხვა უნივერსიტეტიდან საერთაშორისო სამართლის, მართვისა და სოციალური მეცნიერებებისა და სამართალმცოდნეობის მიმართულების ექვსი ქართველი სტუდენტი გვიზიარებს თავიანთ ხედვებს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ კონფლიქტებზე, სამხრეთ კავკასიელი ერების ძირითად მსგავსებებზე, ძალთა ბალანსსა და რეგიონის სამომავლო პერსპექტივებზე. სერიის შემდეგი ორი ნაწილი აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს დაეთმობა. 

თუ ხარ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდობის წარმომადგენელი და გსურს, გაგვიზიარო შენი მოსაზრებები, გააცნო შენი ხედვები ათასობით ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გასცე პასუხი კითხვებს, რომლებიც ქართველ სტუდენტებს დავუსვით, შეავსე მოცემული ფორმა. ჩვენ შენ გელოდებით.

 

სახელი

კომენტარის დამატება

მოიწონეთ ჩვენი გვერდი